10 სამეცნიერო აღმოჩენა, რომლებიც შეცვლის ჯანმრთელობის შესახებ თქვენს წარმოდგენას

1432

თუ გვსურს, დაავადებების გარეშე დიდხანს ვიცხოვროთ, მედიცინის დარგში უკანასკნელი სამეცნიერო კვლევების შესახებ უნდა ვიცოდეთ. მათ შედეგებს ხომ შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა ჯანმრთელობის შესახებ.

ჩვენმა რედაქციამ მოაგროვა ინფორმაცია ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ექსპერიმენტების შესახებ და ახლა თქვენ გთავაზობთ.

1. სავარაუდოდ, აპენდიქსის ამოჭრა პარკინსონის დაავადებას იწვევს

კლივლენდის საუნივერსიტეტო კლინიკისმეცნიერებმა გააანალიზეს მონაცემთა ნაციონალური სამედიცინო ბაზა, რომელიც 62.2 მლნ პაციენტის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა. აღმოჩნდა, რომ იმ პაციენტებს, რომლებსაც აპენდიქსის ამოჭრის ოპერაცია ჩაუტარდა, სამზე მეტჯერ ჰქონიათ პარკინსონის დაავადება. ზუსტად როგორაა დაკავშირებული “მაკანკალებელი პარალიზება” აპენდიციტთან – ექსპერტებმა ჯერ არ იციან.

2. მანიკურის სალონში მუშაობა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობის ტოლფასია

კოლორადოს შტატის უნივერსიტეტის თანამშრომლები წელიწადნახევრის განმავლობაში შეისწავლიდნენ ჰაერის ხარისხს კოლორადოს 6 სალონში, რომლებშიც მანიკური კეთებოდა. მეცნიერები ოთახებში ზომავდნენ სხვადასხვა მფრინავი ორგანული ნაერთის კონცენტრაციას ჰაერში. გაირკვა, რომ ექვსივე სალონში ამ ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობა მრავალჯერ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს, რაც, თავის მხრივ, ცხვირ-ხახის კიბოთი, ლეიკოზითა და კიბოს სხვა სახეობებით დაავადების რისკს მკვეთრად ზრდის.

გამოითხვამ აჩვენა, რომ ამ დაწესებულების თანამშრომლებს აწუხებთ კანისა და თვალის ლორწოვანას გაღიზიანება, ასევე, თავის ტკივილები. ექსპერტების თქმით, თუ ამ ჰაერს 20 წლის განმავლობაში ისუნთქავენ, კიბოთი დაავადების რისკი ასმაგდება, მანიკურის სალონში მუშაობა კი ავტოფარეხსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობის ტოლფასია.

3. შუქის მომცემი დიოდების ცისფერი შუქი მავნეა მხედველობისთვის

კვების პროდუქტის უსაფრთხოების კონტროლის ფრანგულმა ნაციონალურმა სააგენტომ დაადგინა, რომ ცისფერი შუქი, რომელსაც შუქის მომცემი დიოდის ნათურები და მოწყობილობები ასხივებს, ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის მხედველობაზე. კერძოდ, იგი იწვევს ადამიანის ცირკადული რითმების დარღვევას და ნეგატიურად მოქმედებს თვალის სკლერაზე. განსაკუთრებულ საფრთხეს ექვემდებარებიან ბავშვები, რადგან მათი თვალის ბროლი არასრულყოფილადაა ფორმირებული. ექსპერტები თბილი ფერის მქონე ნათურებს გვირჩევენ.

4. კვების რეჟიმი დღის რეჟიმზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

მედიკოსებისთვის ცნობილია, რომ ღამით მუშაობა იწვევს ცირკადული რიტმის ქრონიკულ დარღვევას, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და მეორე ტიპის დიაბეტის გაჩენის რისკს ზრდის. კემბრიჯისა და მანჩესტერის უნივერსიტეტების სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კვების რეჟიმიც შეიძლება გახდეს შინაგანი საათების დარღვევის მიზეზი: ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანი დღის უჩვეულო მონაკვეთში ჭამს. ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ თუ ასე იკვებებით, ცირკადული რიტმი დაირღვევა და ორგანიზმი ვეღარ გაარჩევს დღესა და ღამეს.

5. რუჯის კრემები უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა

აშშ-ს საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის მართვის წარმომადგენელთა ჯგუფმა მცირე კლინიკური გამოკვლევა ჩაატარა ორივე სქესის 24 მოხალისეზე. ისინი, რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში ოთხჯერ ისვამდნენ სხეულზე მზისგან დამცავ ლოსიონს, კრემს ან სპრეის. 1 კვირაში მოხალისეებმა ჩააბარეს სისხლის ანალიზები, შედეგი კი არასახარბიელო იყო: აღმოჩნდა, რომ მზისგან დამცავი კრემის ხშირი დატანებით სისხლში მისი აქტიური ნივთიერებების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ხშირ შემთხვევაში, იგი უსაფრთხოების ზღვარს ოთხასჯერ აღემატებოდა!

6. ვეიპი ნელ-ნელა კლავს ადამიანის გულს

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტით დაამტკიცეს, რომ ელექტრო-სიგარეტების არომატული სითხეები ვნებს გულის დამგებ უჯრედებს. აღმოჩნდა, რომ ეს არომატული ნაწარმი გულის გარკვეული ტიპის უჯრედების ანთებისა და დაღუპვის მიზეზი ხდება. შემოწმდა 6 არომატი, მათ შორის ყველაზე საშიში კი დარიჩინის გემო აღმოჩნდა.

7. ზურგის გასწორება საწირო არაა

ითვლება, რომ ჯდომის დროს ზურგი სწორი უნდა იყოს, თუმცა, ბოლოდროინდელმა კვლევებმა თავდაყირა დააყენა წარმოდგენა ამის შესახებ. როგორც ჩაბსმ როცა ადამიანი სწორი ზურგით ზის, ხერხემალზე დიდ ზეწოლას იწვევს. თუმცა, დიდბრიტანელმა მეცნიერებმა სტოკტონ-ონ-ტისის საუნივერსიტეტო საავადმყოფოდან, დაასკვნეს, რომ ზურგის ოდნავ მოხრა სასარგებლოც კია მათთვის, ვისაც წელის ტკივილები აქვს.

8. ჰაერის დამატენიანებელი გიხსნით გრიპისგან

იელსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰაერის ტენიანობა მოქმედებს ორგანიზმის რეაქციაზე გრიპის ვირუსთან მიმართებით. სპეციალისტებმა ექსპერიმენტი გენმოდიფიცირებულ ვირთხებზე ჩაატარეს, რომლებიც გრიპის ვირუსზე ადამიანების მსგავსად რეაგირებენ. ცხოველები, რომლებიც მსგავსი ტემპერატურის, თუმცა განსხვავებული ტენიანობის ოთახებში იმყოფებოდნენ, H1N1 გრიპის ვირუსის გავლენას ექვემდებარებოდნენ. გაირკვა, რომ ორგანიზმები, რომლებიც დაბალი ტენიანობის ოთახში იმყოფებოდნენ, უფრო სწრაფად ინფიცირდებოდნენ.

9. კისრის ინტენსიური მოთელვა უკიდურესად საშიშია ჯანმრთელობისთვის

ექიმები გვაფრთხილებენ: თუ კისერს ინტენსიურად ვატკაცუნებთ, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოვიწვიოთ. მედიკოსები ეყრდნობიან იმ შემთხვევას, რომელიც ცოტა ხნის წინ 28 წლის ჯოშ ჰეიდერს შეემთხვა: მას სტკიოდა კისერი და, მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო თავის გადახრა ერთი მხრიდან მეორესკენ. უცებ კისრიდან რაღაც ხმა გაისმ და ჯოშმა იგრძნო, როგორ იწყო სხეულის მარცხენა ნაწილმა გაბუჟება. ამასთან, გამოვლინდა სისუსტე, ძლიერი, უწყვეტი სლოკინი, სხეულის კოორდინაციასთან და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები.

საავადმყოფოში გაირკვა, რომ მას ინსულტი დაემართა: კისრის მოთელვისას, ჯოშს გაუსკდა არტერია, რომელიც თავის ქალას ფუძესთან მდებარეობს და ტვინს კვებავს. მედ-დაწესებულებაში მან რამდენიმე დღე გაატარა. ახლა მამაკაცი სახლშია, თუმცა, კოორდინაციასთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ დარჩა. საინტერესოა, რომ სლოკინი ინსულტიდან 2 კვირის განმავლობაში არ შეწყვეტილა.

10. ვარჯიში დილაობით უფრო ეფექტურია

ცოტა ხნის წინ, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტულად დაამტკიცეს, რომ სპორტით დაკავება გაცილებით უფრო ეფექტურია, თუ ამას დილით გააკეთებთ. აღმოჩნდა, რომ სწორედ დილით შთანთქავენ უჯრედები მეტ ჟანგბადს, ამასთან, ორგანიზმში აქტიურად იწყება მეტაბოლისტური პროცესები, რაც გახდომას უწყობს ხელს. ესე იგი, დილის ფიზიკური აქტივობა გაცილებით უკეთ ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და უფრო ეფექტურიცაა ფიგურის გარდასაქმნელად.

თქვენ რას ფიქრობთ ამ აღმოჩენებთან დაკავშირებით? რამდენად ხშირად ხართ დაკავებული სპორტით და დღის რომელ ნაწილში ანიჭებთ მას უპირატესობას? გვიპასუხეთ კომენტარებში.