როგორ დავიცვათ წყლის მიღების რეჟიმი გასახდომად.

0
3466
(ფოტო: DepositPhotos)

ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვების რეჟიმის დაცვა. საუზმე, სადილი, ვახშამი – საკვების მიღების აუცილებელი სახეებია. დამატებული კიდევ ორი სამხარი და გამოდის იდეალური დაყოფილი რაციონი.

ასევე, ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება, სითხის ბალანსის შენარჩუნება. თუმცა, არც ისე ბევრია ინფორმირებული იმის შესახებ, რომ წყალი დროის მიხედვით უნდა მიიღონ.

(ფოტო: DepositPhotos)

წალის სმის რეჟიმის ორგანიზება

ცუდი თვითშეგრძნება, თავის ტკივილები, დაღლილობა – ორგანიზმის გაუწყლოების ხშირი სიმპტომენია. საშუალოსტატისტიკური ნორმა, ადამიანისთვის აუცილებელი სითხის რაოდენობა დღეში დაახლოებით 1.5 ლ-ს შეადგენს.

(ფოტო: DepositPhotos)

ეს მაჩვენებელი მერყეობს კლიმატის სახეობისა და რაციონში სხვა სითხის(წვნიანი, წვენი, კომპოტი…) არსებობის მიხედვით.

სასმელი რეჟიმის ორგანიზება მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც გახდომას ცდილობს. ეს ეხმარება ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაში, აჩქარებს მეტაბოლიზმს. გასახდომი სასმელი რეჟიმი შემდეგნაირი უნდა იყოს:

(ფოტო: DepositPhotos)

1. 8:00 – 2 ჭიქა თბილი წყალი ლიმონის წვენთან ერთად უზმოზე. 20 წუთში ისაუზმეთ.

(ფოტო: DepositPhotos)

2. 11:00 – ოთახის ტემპერატურის წყალი(1 ჭიქა). 20 წუთში მსუბუქი სამხარი მიირთვით.

(ფოტო: DepositPhotos)

3. 13:00 – 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი 1 ნაჭერი ჯანჯაფილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე, და ნახევარი ჭიქა თბილი წყალი სადილის დროს.

(ფოტო: DepositPhotos)

4. 16:00 – ნახევარი ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი, თუ სადილსა და ვახშამს შორის ლანჩი არაა. 1 ჭიქა წყალი, თუ დაახლოებით ამ დროს გაქვთ დანიშნული მეორე სამხარი. წყლის დალევიდან 15 წუთში მიირთვით მსუბუქად.

(ფოტო: DepositPhotos)

5. 20:00 – 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი. დაუმატეთ 1 ნაჭერი ლიმონი და ცოტაოდენი თაფლი. ასეთი კომბინაცია ვახშმის მონელებას შეუწყობს ხელს.

(ფოტო: DepositPhotos)

საკვების რაოდენობის ან კალორიულობის შემცირებით, აუცილებლად გახდებით, თუმცა, თუ წყლის რეჟიმსაც დაიცავთ, უფრო სწრაფად და ჯანსაღად დაიკლებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი