პური და ფქვილის ნაწარმი ჩემთვის არ შეიძლება, ყოველდღიურად ბუტერბროდისთვის ხლებცის ვიყენებ. რეცეპტი დიეტოლოგმა მომცა და დიეტას ზიანს არ აყენებს

0
119

სხვადასხვა დიეტებში მთელი მარცვლეულის ხლებცი (ხრაშუნა პური), როგორც დაბალკალორიული ნახშირწყლების წყარო ხშირად მონაწილეობს. მან, ვისაც მაღაზიაში ხლებცი შეუძენია, იცის, რომ მათი ჭამა შეუძლებელია. მყარი, უმარილო და უგემოვნო – დიეტური პროდუქტი ასე შეიძლება აღვწეროთ. მაგრამ ლამაზი სხეულის ფორმების გამო რას არ გააკეთებთ, არა?

დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სასარგებლო დიეტური წასახემსებელი. დაბალკალორიული, დამატკობებლების, საფუარის და ცხიმების გარეშე ხრაშუნა პური შეგიძლიათ ბავშვებსაც მისცეთ.

წიწიბურას ხლებცი

ეს ხლებცი სასარგებლო ნივთიერებების საწყობია. ის საჭმლის მონელებისთვის აუცილებელ უჯრედისს, ვიტამინებს, შეუცვლელ ცხიმებსა და ამინომჟავებს შეიცავს, ამასთან გლუტენის გარეშეა, ის ხომ წიწიბურას ფქვილზე მზადდება. თქვენ და დიეტაზე მყოფ მეგობრებს აუცილებლად მოეწონებათ.

კალორიულობა შეგიძლიათ თავად დაარეგულიროთ და შემადგენლობას საჭირო ინგრედიენტები დაუმატოთ. სანელებლების გამოყენება თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. სხვათა შორის, თუ უმარილო დიეტას იცავთ, ცომს მარილი არ დაუმატოთ.

ასევე ცომს დამატკბობელი და შაქრის შემცველები – სორბიტი, ასპარტამი, სტევია, ფრუქტოზა, იზომალტი და სხვა არ დაუმატოთ. ეს დანამატები ნახშირწყლოვან ცვლას არღვევენ, საჭმლის მონელების პროცესს აფერხებენ და წონის დაკლებას ხელს უშლიან.

ინგრედიენტები:

  • 1,5 ჭიქა წიწიბურას ფქვილი
  • 0,5 ს/კ მთელი მარცვლეულის ფქვილი
  • 4 ს/კ ქატო
  • 2 ს/კ მზესუმზირას თესლი
  • 2 ს/კ გოგრის თესლი
  • 4 ს/კ სელის თესლი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 0,5 ჩ/კ როზმარინი
  • 0,5 ჩ/კ მაიორანა
  • 0,5 ჩ/კ ხმელი კოჭა
  • მწიკვი მარილი
  • წყალი (რამდენიც ცომს დასჭირდება)

მომზადება:

1. თესლი ბლენდერში მსხვილ ნამცეცებად დააქუცმაცეთ. ფქვილი, ქატო, მარილი და სანელებლები დაუმატეთ.

2. მშრალ ნარევს მცირე პორციებით წყალი, ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და რბილი ცომი მოზილეთ. 30 წუთით მაცივარში გააჩერეთ, შემდეგ ცოტა წიწიბურას ფქვილი დაუმატეთ და ცომის მოზელა გააგრძელეთ.

3. მაგიდას ფქვილი მოაყარეთ. ცომი ძალიან თხლად გააბრტყელეთ და მართკუთხედებად დაჭერით.

4. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ და 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით აცხვეთ. ორიენტაცია თქვენს ღუმელზე გააკეთეთ, როცა ხლებცი ღია ყავისფერი გახდება და კუთხეებში შეწითლებას დაიწყებს, ის უკვე მზადაა.

5. მზა ხრაშუნა პური მშრალ, ჰერმენტულად დახურულ ჭურჭელში შეინახეთ. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი