ამ ხრიკის გამოყენებით, ვინეგრეტს ძალიან მარტივად და სწრაფად მოამზადებთ

1513

რა გიშლით ხელს ვინეგრეტის მომზადებაში, როცა ყველა საჭირო პროდუქტი გაქვთ? ალბათ, უბრალოდ ბოსტნეულის მოხარშვა გეზარებათ, რომლებიც უფრო ადრე უნდა ამოალაგოთ წყლიდან, ხოლო ჭარხალი კიდევ დიდხანს დატოვოთ მოსახარშავად. დღეს ჩვენ მარტივ ხრიკს გასწავლით, რომლის გამოყენებითაც ბოსტნეულს, მათ შორის ჭარხალსაც, 10 წუთში მოხარშავთ.

როგორ მოვხარშოთ ბოსტნეული

ვინეგრეტის მოყვარულებისა და მათთვის, ვისაც ქვაბიდან მიმწვარი ჭარხლის აფხეკა არ უყვარს, ჩვენმა რედაქციამ ფასდაუდებელი ხრიკი მოამზადა.

ამისთვის დაგჭირდებათ

  • უმი ბოსტნეული
  • პოლიეთილენის პარკი
  • მიკროტალღური ღუმელი
  • წყალი

რა უნდა გააკეთოთ:

1. კარგად გარეცხეთ ბოსტნეული და მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში. თუ ერთბაშად სტაფილოს, ჭარხლისა და კარტოფილის მოხარშვა გსურთ. ბოსტნეული სხვადასხვა პაკეტში ჩაალაგეთ.

2. თითოეულ მათგანში ჩაასხით 100 მლ წყალი და გაკვანძეთ. ზემოდან გაუკეთეთ რამდენიმე ხვრელი კბილის ჩხირით, რათა პაკეტი არ გასკდეს.

3. მოათავსეთ პაკეტები შესაფერისი ზომის თეფშში და შედგით ღუმელში. ბოსტნეული ხარშეთ 10 წუთით, ღუმელის მაქსიმალურ სიმძლავრეზე. უმჯობესია, ჭარხალი ცალკე მოამზადოთ, რადგან მას შეიძლება რამდენიმე წუთით უფრო ნაკლები დრო დასჭირდეს. სტაფილო და კარტოფილი შეგიძლიათ ერთდროულად მოხარშოთ.

4. შეამოწმეთ ბოსტნეულის მზაობა კბილის ჩხირით.

ასეთი ხარშვის უპირატესობა არამხოლოდ დროისა და გაზის ეკონომიაში მდგომარეობს, არამედ ბოსტნეული წვნიანი და გემოთი გაჯერებული ხდება. ქვაბში მოხარშული ბოსტნეული გაცილებით უფრო მეტ ვიტამინს კარგავს, ვიდრე ამ ხერხით მომზადებული ინგრედიენტები. ამასთან, მხოლოდ ერთი თეფშის გარეცხვა დაგჭირდებათ. დაემშვიდობეთ ჭუჭყიან ქვაბებს.