როგორ შევამციროთ ცუდი ქოლესტერინი, გავაუმჯობესოთ ღვიძლის და გულის ჯანმრთელობა მხოლოდ გოგრის თესლი გამოყენებით

2980

გოგრა ძალიან ღირებული ბოსტნეულია, რომელიც საბავშვო და დიეტურ საკვებშიც გამოიყენება. სამკურნალო მიზნით ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ რბილობი, არამედ გოგრის თესლი – გარკვეული ტექნოლოგიით გამომშრალი მარცვლეული.

გოგრის თესლი შეიცავს ცხიმებს, ორგანულ მჟავებს, B და C ვიტამინებს, ამინომჟავებს და კაროტინებს. გარჩეული, 150 ცალი გოგრის თესლის საკვებში გამოყენება ორგანიზმს აუცილებელ ცილებს, K ვიტამინს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, სპილენძს და თუთიას აწვდის. სიტყვაზე, გოგრის თესლი სასარგებლო ვიტამინებისა და მიკროელემენტების საწყობია.

ასეთი შესანიშნავი თვისებების წყალობით გოგრის თესლი ფართოდ გამოიყენება გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად და პროსტატის სამკურნალოდ. ის ცუდ ქოლესტერინს მოგაშორებთ და სისხლში შაქრის დონეს შეამცირებს.

მათი მიღება რეკომენდებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად, ანთებითი პროცესების შესამცირებლად, კუჭის, ძუძუს, ფილტვების, პროსტატის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის რისკის შესამცირებლად.

გოგრის თესლი შეგიძლიათ ნედლი სახით ან შემწვარი გამოიყენოთ. მას სალათებს, იოგურტებს, გამომცხვარ ნაწარმს უმატებენ. შეგიძლიათ ცალკე წასახემსებლის სახით გამოიყენოთ. მაგალითად, გოგრის თესლის კერძების ასეთი ვარიანტები არსებობს:

  • ბოსტნეულის სალათს ხრაშუნა ტექსტურის მისაღებად გოგრის თესლი მოაყარეთ;
  • საუზმეზე მიუსლის გასაკეთებლად კაკალი, დაჭრილი ჩირი და იოგურტი აურიეთ;
  • ზეითუნის ზეთი მოასხით, კვლიავის თესლი მოაყარეთ და ღუმელში გამოაცხვეთ.
  • პასტის მისაღებად თესლი დააბლენდერეთ. თუ თესლი ძალიან მშრალია, ცოტა წყალი დაუმატეთ.

როგორც კი გოგრის თესლი თქვენი რაციონის ნაწილი გახდება, ორგანიზმს ბევრ სარგებელს მოუტანს და ჯანმრთელობის და ზოგადი მდომარეობის გაუმჯობესებას აუცილებლად შენიშნავთ.

სტატიას მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი აქვს. თვითმკურნალობით არ დაკავდეთ და პრაქტიკაში გამოყენების წინ ნებისმიერ შემთხვევაში კვალიფიციურ სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.