ბიუჯეტური სააფთიაქო საშუალებები, რომელიც ძვირადღირებულ კოსმეტიკაზე ცუდად არ მოქმედებს

0
2720

წესი „რაც უფრო ძვირია, მით უფრო უკეთესია“ ყოველთვის არ მუშაობს. მაგალითად, როცა ძვირადღირებულ კოსმეტიკას ვყიდულობთ, ფულს არა მხოლოდ ინგრედიენტებში, არამედ ბრენდშიც ვიხდით. კანის მოვლის ღირებული საშუალება იმავე ნივთიერებებით შეიძლება ჩვეულებრივი აფთიაქების დახლებზეც იპოვოთ. ზოგიერთ შემთხვევაში ეფექტი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ძვირადღირებული კოსმეტიკის გამოყენებისას.

„ვივიენმა“ სახის და სხეულის მოვლის სააფთიაქო საშუალებებს გადახედა და საკუთარი ბიუჯეტური პრეპარატების სია შეადგინა.

1. ღრუბელა (ბადიაგა)

ბადიაგა მტკნარი წყალგაუმტარი ღრუბელია, რომელიც ჩვეულებრივ სისხლჩაქცევების დროს გამოიყენება. მას შეშუპების საწინააღმდეგო და აღმდგენი აქტიური თვისებები, ანუ ლიმფური სადრენაჟო ეფექტი აქვს. მიკროსკოპული ნემსები, რომლებსაც ღრუბელი შეიცავს, პილინგის სახით მოქმედებს.

უნიკალური მოქმედების წყალობით ბადიაგა კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება. ის ნაწიბურებს ებრძვის, პიგმენტურ ლაქებს აღიავებს და ფორებს წმენდს. ფხვნილის სახით ბადიაგას გამოყენებისას სიფთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან კანზე შეიძლება აგრესიული მოქმედება ჰქონდეს. პრეპარატზე რეაქციის გასაგებად, სჯობს პირველ რიგში გელის სახით გამოიყენოთ.

2. სალიცილის მჟავა

სალიცილის მჟავა მრავალი კოსმეტიკური საშუალების ტრადიციული კომპონენტია, რომელთა მოქმედება კანის გაწმენდის, დატენიანებისა და მოვლისკენ არის მიმართული.

ამასთან ერთად, სალიცილის მჟავას ექსფოლიანტის ეფექტი აქვს. კანის მკვდარი უჯრედების მოშორებითადა ეპიდერმისის ზედა ფენის დარბილებით, თმის ზრდას ხელს უშლის. უკვე წამოზრდილ თმას კანის ზედაპირამდე ამცირებს. ამისთვის ბამბის დისკი სალიცილის მჟავით უნდა დაასველოთ და საჭირო ადგილი გაიწმინდოთ. პროცედურა ეპილაციის გაკეთებამდე 1 კვირით ადრე ჩაიტარეთ, რომ ჩაზრდილი თმა გაათავისუფლოთ და ეპილაციის გაკეთებიდან 1 კვირის შემდეგ, რომ ახალი თმის ზრდა შეაფერხოთ.

3. სალიცილ თუთიის პასტა

სალიცილ თუთიის პასტა აკნესთან ბრძოლის შეუცვლელი ინსტრუმენტია. აქ მთავარი კომპონენტი თუთიის ოქსიდია. იგი გამოიყენება ანთების გასაქრობად, აკნეს საწინააღმდეგოდ, ასევე კანის მზის სხივებისგან დასაცავად. ამიტომ თუთია კოსმეტიკურ, მათ შორის საბავშვო კოსმეტიკაში ფართოდ გამოიყენება.

სახლის პირობებში თუთიის პასტა სჯობს ასე გამოიყენოთ: სიწითლის ან გამონაყარის შემთხვევაში მალამო წერტილოვნად წაისვით, უკვე წარმოქმნილ ანთებაზეც მოქმედებს. მალამოს მთავარი პლიუსი (დაბალი ფასის გარდა) – მისი მყარი ტექსტურა და თეთრი ფერია. რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მაკიაჟის ქვეშ წაისვათ: ნაკლსაც დაფარავს და სიწითლეს არ გაამჟღავნებს.

4. ქლორექსიდინი

ქლორექსიდინის ანტიბაქტერიული თვისება შეგიძლიათ არა მხოლოდ ჭრილობის დასამუშავებლად, არამედ სადეზინფექციოდ გამოიყენოთ, რადგან ის ბევრ მსგავს საშუალებაში შედის. ოფლის უსიამოვნო სუნი – ეს ბაქტერიის სუნია, რომელსაც საკვები გარემოსთვის იყენებს. თავად ოფლი საშუალო სტატისტიკური ცხვირისთვის შეუმჩნეველია. არ არის ბაქტერია – არ არის სუნი.

შხაპის მიღების შემდეგ ბამბის დისკი ქლორექსიდინში დაასველეთ და იღლიები გაიწმინდეთ. პრეპარაქტი ფეხის ოფლის სუნსაც მოგაშორებთ.

5. აპილაკი

ფუტკრის რძეზე დაფუძნებული მალამო ტრადიციულად კანის ქავილის და ნაოფლარის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ძირითადი ნივთიერების მოქმედება მრავალფეროვანია: ის მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, დაბერების და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ფუტკრის რძე კანის ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის საიდუმლოს წარმოადგენს, რადგან შეიცავს კოლაგენს – ფუტკრის მომავალი თაობის მშენებელ უჯრედებს. ნაოჭების წარმოქმნის მთავარი მიზეზი სწორედ საკუთარი კოლაგენის დაკარგვა ხდება.

სახეზე ნიღბის სახით წაისვით, გამოიყენეთ როგორც ლოსიონი ან როგორც ნიღბის შემადგენელი ინგრედიენტი. გახსოვდეთ, რომ ეს ფუტკრის ნაწარმია, ამიტომ თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, უმჯობესია არ გამოიყენოთ.

6. ლამინარია

იგივე ზღვის კომბოსტო, იგივე წყალმცენარე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცელულიტის საწინააღმდეგოდ ლამინარიის სახვევები გამოიყენება. ასეთი პროცედურა კანის ტონუსს ზრდის და მთელ ორგანიზმზე ზოგადი გამაძლიერებელი ეფექტი აქვს. ასეთი თერაპიული სეანსები სახლში თავად შეგიძლიათ შეასრულოთ.

სააფთიაქო ლამინარიის შესახვევად სჯობს მარლა ან საკვები ცელოფანი გამოიყენოთ, ეფექტის გასაძლიერებლად თბილად შეფუთეთ.

7. ტიოგამა

საინექციო ხსნარის ძირითად კომპონენტს ლიპის მჟავა (ალპა-ლიპოური მჟავის სინონიმი) წარმოადგენს, თავად პრეპარატი ანტიოქსიდანტების ჯგუფს მიეკუთვნება. ტრადიციულად საავადმყოფოში ორგანიზმის მოწამვლის დროს გამოიყენება. კოსმეტიკაში უნიკალური თვისების გამო ძალიან პოპულარულია: ის კოლაგენის ბოჭკოებში შაქრის დაგროვებას ხელს უშლის, რაც ნაოჭების წარმოქმენას აფერხებს.

რეკომენდებულია სახლის პირობებსი შრატის სახით კრემის ქვეშ კვირაში 2-ჯერ გამოიყენოთ.

8. არნიკა

ჰომეოპათიური მალამოს ეფექტი ჰემატომას და სისხლჩაქცევების სწრაფად დაშლისკენაა მიმართული. კოსმეტოლოგიაში არნიკას ყვავილები კანის მოვლის საშუალებებში, თმის შამპუნებსა და კონდიციონერებში აქტიურად გამოიყენება. მალამო სისხლის და ლიმფურ მიმოქცევას აძლიერებს და შეშუპების საწინააღმდეგო, რეგენერაციული და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

არნიკა კანის კარგი მკვებავი საშუალებაა, რომელიც სიმშრალეს და მიმიკურ ნაოჭებს გაუმკლავდება.

9. ასპირინი

ასპირინს (აცეტილსალიცილის მჟავა) სისხლის გათხელების თვისება აქვს. კოსმეტოლოგიაში მჟავის ეს თვისება ეპიდერმისის ზედა ფენებში სისხლის ნაკადს გაზრდის და შედეგად კანის გამოკვებას გააუმჯობესებს, ასევე მას ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით გაამდიდრებს.

ასპირინის ნიღბის რამდენიმე რეცეპტი არსებობს. ყველაზე მარტივია: 1 აბი ასპირინი დაფშვენით და 1 ჩ/კ არაჟანს აურიეთ. სუფთა სახეზე (თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ) წაისვით, 15 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღბის მოსამზადებლად ასპირინი დანამატების გარეშე აბების სახით გამოიყენეთ.

10. ჰილაკ ფორტე

ცნობილი დისბაქტერიოზის სამკურნალო საშუალება კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება. მის შემადგენლობაში არის მიკროორგანიზმები, რომლებიც რძის მჟავას, ლაქტობაქტერიას და ცხიმოვან მჟავებს აწარმოებენ, სხვა დანარჩენთან ერთად ლორწოვანი გარსის აღდგენას ხელს უწყობს.

კოსმეტოლოგიაში რძის მჟავა ზედაპირული პილინგის სახით გამოიყენება. ზედაპირული აქერცვლისთვის გამოიყენება, რომლის შედეგად კანი უფრო გლუვი და ნათელი ხდება. მისი გამოყენება მგრძნობიარე კანისთვისაც შეიძლება და მათთვის, ვისაც პილინგის სხვა სახეობაზე ალერგია აქვთ. შეგიძლიათ ცალკე ან ნიღბებში გამოიყენოთ.

11. ენტეროსგელი

ტრადიციულად ეს საშუალება ორგანიზმის ინტოქსიკაციის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ფოროვანი სტრუქტურის წყალობით მას ადსორბციული თვისება აქვს და არასრული მეტაბოლიზმის პროდუქტებს იწოვს.

სახლის პირობებში სახეზე ხილული უძილობის ნიშნების გასაქრობად იყენებენ. დილით დაღლილობის კვალის გარეშე რომ გაიღვიძოთ, ძილის წინ ენტეროსგელი თვალის ქვეშ თხელ ფენად წაისვით.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი