ტკივილს თვალის დახამხამებაში ხსნის: ნაცადი რეცეპტი სახსრების ანთების წინააღმდეგ

3495

აი, ასეთ რამეს მომიყვა ჩემი ნაცნობი: “ისე მოხდა, რომ ბაზარზე, კარვის მსგავს ადგილას მომიწია ვაჭრობა. თოვლიც, ქარიც, წვიმაც – ყოველგვარი ავდარი საკუთარ თავზე გამოვცადე.

ერთხელაც ძალიან ამტკივდა მუხლის სახსარი. რა საშუალება არ ვცადე, არაფერი მეხმარებოდა. ტკივილი პირდაპირი მნიშვნელობით მფიტავდა. ალბათ, სახეზე იმდენად მეტყობოდა ტანჯვა, რომ ერთ-ერთმა მყიდველმა, მოხუცმა ქალბატონმა მიზეზიც მკითხა.

რა თქმა უნდა, მოვუყევი ჩემი ტკივილების შესახებ და აღმოჩნდა, რომ თვითონ 80 წლის იყო, ყოფილი მოცეკვავე. დიდი დატვირთვის გამო მასაც ხშირად სტკიებია სახსრები, ამიტომ კარგად იცოდა, როგორც ვგრძნობდი თავს და მირჩია ხალხური საშუალება, რომელიც ძალიან სწრაფად და ეფექტურად დამეხმარა.”

ახლა ამ საშუალების რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები

  • 1 ს.კ. მშრალი მდოგვი
  • 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • 1 ს.კ. თაფლი

მომზადება და გამოყენება

  1. შეურიეთ ყველაფერი და ადუღეთ ორთქლის აბაზანაზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. მიღებული მალამო შეიზილეთ მტკივან ადგილებზე.

მდოგვი მხოლოდ სახსრებს არ კურნავს!

მდოგვისა და სელის თესლების ნახარში შეშუპების მოსახსნელად: 40გ სელისა და 5-7 გ მდოგვის თესლს დაასხით 1 ლ წყალი და ხარშეთ 10 წუთით. დააყენეთ 1 საათით და მიირთვით თბილად, არ გაწუროთ, თესლებიანად დალიეთ, 60-70 მლ ყოველ 3 საათში.

მდოგვის თესლების ნახარში შარდკენჭოვანი დაავადების დროს: 10 გ მდოგვის თესლს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი და ხარშეთ 5-6 წუთით, შემდეგ დააყენეთ 2 საათით. მიღებამდე გაწურეთ. მიიღეთ 10-20 მლ დღეში სამჯერ.

მდოგვის თესლების ნაყენი ფილტვების ანთების სამკურნალოდ: 5-7 გ მდოგვის თესლი დააფქვიეთ ყავის საფქვავში და შეურიეთ 50 მლ მდუღარე წყალს ან რძეს. მიიღეთ დღეში ერთხელ, დილით, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

თაფლის მასა მდოგვის თესლით, ქრონიკული ყაბზობის დროს: 5 გ მდოგვის თესლი დააფქვიეთ და კარგად შეურიეთ 5 გ თაფლს. მიიღეთ დღეში სამჯერ, 5-5 გ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, დააყოლეთ თბილი, ადუღებული წყალი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!