როგორ მოვუაროთ ორქიდეას ფესვებს – სახელმძღვანელო ყვავილის მეპატრონესთვის.

3202

ორქიდეა არის ყვავილი, რომელიც ბუნებაში მხოლოდ ტროპიკულ სარტყლებში იზრდება, ამიტომ განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს თავისებური აგებულების გამო. ორქიდეისთვის საჰაერო ფესვების ქონა სავსებით ნორმალურია. ბუნებრივ პირობებში, მას საერთოდ მიწის გარეშე შეუძლია ცხოვრება, მკვებავ ნივთიერებებს კი ჰაერიდან და ხის ქერქიდან იღებს.

ორქიდეას ფესვების პირველი ფუნქციაა მცენარის უზრუნველყოფა ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია სრულყოფილი ზრდისთვის. მეორე – ფიქსაცია სუბსტრატში ან ხეზე.

ორქიდეას ფესვებს მწვანე ფერი აქვს. ისინი სავსეა ქლოროფილით და ითხოვს მზის სხივებს მისი აქტივაციისთვის. სწორედ ამიტომაა ორქიდეის დარგვა რეკომენდებული გამჭვირვალე ქოთანში.

ორქიდეას ფესვები

ყავისფერი, ნაცრისფერი და რუხი ფერის გამუქებული ფესვები მცენარის დაავადებაზე მეტყვეკებს. თუ მცენარეს უმეტესად ასეთი ფესვები აქვს, კარგი იქნება, თუ საერთოდ მოაჭრით, დაავადება რომ არ გავრცელდეს.

ფესვები, რომლებიც სუბსტრატის გარეთ იზრდება, ჩვეულებრივ, არ მუქდება, მათ საჰაერო ფესვებს უწოდებენ. მათი მოჭრა, თუ ისინი ცოცხალია, არ შეიძლება. მათი მდგომარეობის შესამოწმებლად მოათავსეთ ორქიდეა გამდინარე წყლის ქვეშ. ცოცხალი საჰაერო ფესვები უფრო მკვეთრი, მყარი და გლუვი გახდება.

მკვდარი ფესვები აღარ შეიცვლება, ამიტომ ისინი უნდა მოჭრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მცენარის გაუწყლოების მიზეზად იქცევა და ხელს შეუშლის ფესვთა ახალი სისტემის ფორმირებას. კატეგორიულად დაუშვებელია საჰაერო ფესვების მოჭრა ორქიდეაზე, თუ იგი ყვავის. მცენარემ შეიძლება განიცადოს სტრესი და შეწყვიტოს ყვავილობა.

ისეც ხდება, რომ ფესვები გარეთ გამოდის ძალიან დიდი რაოდენობით, რაც ცუდი ნიშანია.

ფესვების გაფუჭების მიზეზები

  1. გახმობა – როცა ორქიდეას ძალიან იშვიათად რწყავენ, იგი იყენებს საჰაერო ფესვებს თავის სარჩენად. გარეთ გამოსვლით იგი წყალს ჰაერიდან იღებს.
  2. ობი – პრეტენზიულ ორქიდეას არ უყვარს როგორც სიმშრალე, ისე ჭარბი ტენიანობაც. ბუნებრივ პირობებში იგი თვითონ არეგულრებს, რამდენი ტენი აიღოს ტროპიკული ჰაერიდან, თუმცა, ჩვენს რეგიონში ვაზონში იზრდება. თუ ფესვებს წყალს დაასხამთ, იგი დაობებას დაიწყებს. ქოთანში ტენის სიჭარბე, სინათლის ნაკლებობა და დაბალი ტემპერატურა იწვევს ფესვების გარეთ გამოსვლას.
  3. გახევება – თუ ორქიდეას საჰაერო ფესვები აქვს დამ ამასთან, აქვს მყარი, ხისებრი სტრუქტურა, ეს იმას ნიშნავს, რომ შიდა ფესვები უკვე დიდი ხნის წინ გახმა და მცენარე დაბერდა.

როგორ გავაცალოთ მცენარეს დაზიანებული ფესვები

1. მოამზადეთ ინსტრუმენტები: ბასრი დანა ან ბაღის სეკატორი. დაამუშავეთ ინსტრუმენტი სპირტით, ინფექცია რომ აიცილოთ თავიდან.

2. აკურატულად ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან. დაფერთხეთ სუბსტრატი. დაათვალიერეთ ფესვთა სისტემა. მოჭერით დაზიანებული და მკვდარი ნაწილები. მოაჭერით ორქიდეას როგორც საჰაერო, ისე შიდა ფესვებიც.

3. მოჭრის ადგილას დაამუშავეთ მცენარე “მარგანცოვკის” ან ფუნგიციდის ხსნარით, ან აქტივირებული ნახშირით.

მოჭრის შემდეგ, გადარგეთ ორქიდეა ახალ სუბსტრატში. ვიმედოვნებ, თქვენი ოთახის მცენარეები ყოველთვის გაგახარებთ ყვავილობით.