როგორ მოვამზადოთ არომატული შავი მოცხარის პეროგი.

1387

საწყის რეცეპტში წითელი მოცხარი გამოიყენება, მაგრამ მე შავი უფრო მომწონს. ასე პეროჰს უფრო პიკანტური და მკვეთრი გემო აქვს. ამასთან, შავი მოცხარი მდიდარია ვიტამინებით, თუმცა უმად იგი ბევრს არ უყვარს, აი უნაზეს, ფხვიერ ცომში კი ეს მოტკბო-მომჟავო კენკრა უგემრიელესია! ჩემს ოჯახში ამ პეროგზე ყველა გიჟდება.

პეროგი შავი მოცხრით

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ შვაბიური პეროგის რეცეპტს შავი მოცხრით. დარწმუნებული ვარ, ეს კერძი თქვენს ოჯახსაც შეუყვარდება.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 300 გ ფქვილი
  • 125 გ კარაქი
  • 200 გ შაქარი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. სახამებელი
  • 500 გ მოცხარი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1. ფხვიერი ბისკვიტის მოსამზადებლად გაცერით 250 გ ფქვილი გამაფხვიერებელთან და მარილთან ერთად პირდაპირ სამუშაო მაგიდაზე.

მაცივრიდან გამოიღეთ კარაქი და დაჭერით მომცრო ზომის ნაჭრებად.

2. ფქვილში კარაქი ისე დაბეგვეთ დანით, რომ მიიღოთ ნამცეცები. ცალ-ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ კვერცხის ცილა და გული. ღრმა თასში შეურიეთ გულები, ფქვილის ნამცეცები და 100 გ შაქარი. დაიწყეთ ცომის მოზელა.

3. ცომი უნდა გამოვიდეთ რბილი და ელასტიური. მზა მასა შედგით მაცივარში 30 წუთით.

4. გარეცხეთ მოცხარი და გააცალეთ ყუნწები. თუ გაყინულ კენკრას იყენებთ, მოათავსეთ იგი წინასწარ საწრეტზე, დაასხით მდუღარე  და გააჩერეთ 10 წუთით, სითხე რომ დაიწრიტოს. ამის შემდეგ დაყარეთ კენკრა ქაღალდის ხელსახოცზე გასაშრობად.

5. გააცივეთ ცილები, შემდეგ კი დაიწყეთ მათი თქვეფა მიქსერით ჯერ ნელი სიჩქარით, თანდათან მოუმატეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ მას დარჩენილი 100 გ შაქარი, 50 გ ფქვილი და სახამებელი. საბოლოო ჯამში მყარი და მჭიდრო მასა უნდა მიიღოთ.

6. მოათავსეთ მოცხარი ცალკე თასში, ზემოდან კი დაასხით ცილის მასა და ფრთხილად მოურიეთ.

7. აიღეთ საცხობი ფორმა, წაუსვით კარაქი და დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. თანაბრად გადაანაწილეთ ცომი ფორმის ბსერსა და გვერდებზე ცომის ფენაზე მოათავსეთ შიგთავსი(მოცხრის მასა) და გაათანაბრეთ.

8. შედგით პეროგი წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 25-30 წუთით. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ ზედაპირი დროზე ადრე არ შეიწვას.

შვაბიური პეროგი შავი მოცხრით მზადაა! გემრიელად მიირთვით.