საბჭოთა ქირურგის რეცეპტი. ცხენისწაბლა – ხსნა სახსრებისა და სისხლძარღვებისთვის

5197

ყოველი წლის მაისში წაბლის ხეზე ჩნდება ულამაზესი თეთრ-ვარდისფერი “თაიგულები”. ბუნების ეს შესანიშნავი მოვლენა არამხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს, არამედ დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ჩვენი რედაქცია გასწავლით წაბლის არომატული ყვავილებისგან სამკურნალო ნაყენების დამზადებას სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ.

ცხენისწაბლას ყვავილები

ცხენისწაბლას ყვავილები და ნაყოფი შეიცავს ფლავანოიდებს, კვერცეტინს, ესცინს, ქოლინს, პურინებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.

კომპლექსში მათ ანთების- და შეშუპებისსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს, აძლიერებს კაპილარების კედლებს და ამცირებს სისხლის სიბლანტეს, ამცირებს არტერიულ წნევას, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ამ თვისებების წყალობით, წაბლის ყვავილები სასარგებლოა ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თრომბოფლებიტის, ბუასილის, ათეროსკლეროზისა და ართრიტის დროს.

ახალი და მშრალი ყვავილებისგან ამზადებენ ნაყენებს, რომლებსაც მთელი ორგანიზმის ფუნქციონირების გაუმჯობესება შეუძლია.

ცხენისწაბლას ყვავილების ნაყენი

1. ჰიპერტონიის წინააღმდეგ

50 გ გამომშრალ ნედლეულს დაასხით 500 მლ არაყი. დააყენეთ 3 კვირით ბნელ ადგილას, შემდეგ კი გადაწურეთ. მიიღეთ ნაყენი დღეში ორჯერ, 35 წვეთის ოდენობით, ჭამის წინ.

2. თრომბოფლებიტის დროს

2 ს.კ. დაჭრილ უმ ყვავილებს დაასხით არაყი. გააჩერეთ 2 კვირით, პერიოდულად ანჯღრიეთ. დაალბეთ ბამბის დისკი და მიიდეთ მტკივან ადგილებზე.

3. სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად

20 გ გამომშრალ ყვავილებსა და ნაყოფს დაასხით 50%-იანი სპირტი. ნაყენი შეიზილეთ მტკივან ადგილებზე.

4. ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს

ბლენდერით დააფქვიეთ 200-300 გ ახალი ყვავილი და დაწურეთ წვენი. მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 25 წვეთი 1 ს.კ. თბილ წყალში გაზავებული.

5. ბუასილის და ეკზემის მკურნალობა

მოხარშეთ ცხენისწაბლას 50 გ ქერქი, ფოთლები და ყვავილები 1 ლ წყალში. კონცენტრირებული ნახარში დაუმატეთ თბილ აბაზანას.

6. ვარიკოზის დროს

ვენების დაავადების მქონე ადამიანებში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ცხენისწაბლას მალამო. დააქუცმაცეთ 5 ს.კ. ყვავილები, დაასხით 0.5 ლ მცენარეული ზეთი, ადუღეთ ორთქლის აბაზანაზე 1 საათით, გააგრილეთ და დაწურეთ.

7. მასტოპათია

ლიტრიან ქვაბში ჩაყარეთ 6-8 სავსე ს.კ. მშრალი ყვავილები, დაასხით წყალი პირთამდე და აადუღეთ. დააყენეთ მთელი ღამით თბილ ადგილას(გაახვიეთ საბანში) და მიიღეთ თითო ყლუპებად დღის განმავლობაში.

ამ საშუალების უკუჩვენებაა ატონიური ყაბზობა, გასტრიტი დაბალი მჟავიანობით, სისხლის შედედების პრობლემები, მენსტრუალური ციკლის დარღვევები და ჰიპერტონია, ასევე, ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!