ორგანიზმის გაახალგაზრდავების უნიკალური რეცეპტი

2054

შესაძლებელია თუ არა ახალგაზრდობის დაბრუნება? რამდენს უფიქრია ამაზე. ჩვენ სახის მიხედვით ვხვდებით, დაახლოებით რამდენი წლისაა ადამიანი. ცდომილება 2-3 წელი შეიძლება იყოს. თუმცა, არსებობენ უნიკალური ქალბატონები, რომლებიც თავიანთ ასაკში 10, 15 წლით ახალგაზრდად გამოიყურებიან ძვირადღირებული პლასტიკური ოპერაციების გარეშე.

ერთ-ერთმა ასეთმა ქალბატონმა თავისი ახალგაზრდობის ელექსირი გაგვიზიარა. იგი ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც ამ საშუალების გამოყენება დაიწყო, მხედველობა -3-იდან -1-მდე გაუუმჯობესდა, კანი გაგლუვდა მთელ კანზე, თმა კი გაუხშირდა. რაც ყველაზე გასაოცარია, ჭაღარების გაჩენა ჯერ შემცირდა, შემდეგ კი საერთოდ შეწყდა.

ორგანიზმის გაახალგაზრდავების პროცესი 

ინგრედიენტები:

  • 4/5 ჭიქა სელის ზეთი
  • 4 საშუალო ზომის ლიმონი
  • 3 თავი საშუალო ზომის ნიორი
  • 1 კგ თაფლი

მომზადება და გამოყენება

  1. გაატარეთ ხორცსაკეპში გათლილი ნიორი, ორი ლიმონი კანით და ორი – მის გარეშე.
  2. შეურიეთ ამ მასას ზეთი და თაფლი და შეინახეთ მჭიდროდ დაცულ შუშის ქილაში, მაცივარში.
  3. მიიღეთ დღეში სამჯერ, 1 ს.კ. ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  4. მიიღეთ ეს სასწაულმოქმედი მასა მუდმივად, მიღებებს შორის კი შეისვენეთ 1 კვირით.

გასაკვირი არაა, რომ ეს მასა ნამდვილად ეფექტურია, რადგან მასში შემავალ თითოეულ ინგრედიენტს უდიდესი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის: სელის ზეთი – მცენარეული ჰორმონი, რომელიც ხსნის ქოლესტერინის კოლტებს, ლიმონთან ერთად წმენდს ღვიძლის ნაღველსადინრებს. ღვიძლი ხომ ჩვენი ახალგაზრდობის მთავარი გენერატორია.

ლიმონის შემცველობაში არსებული С ვიტამინი – შესანიშნავი ანტიოქსიდანტი, იმუნიტეტის გამაძლიერებელია, რომელიც აძლიერებს სისხლძარღვის კედლებს, ნიორი წმენდს სისხლძარღვებს, ხოლო თაფლი უზრუნველყოფს ამ სისხლძარღვების კვებას – მიკროელემენტების მომარაგებას, რაც აღადგენს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს.