რატომ გვირჩევენ მებალახეები მშრალი მიხაკის დაღეჭვას?

6196

მიხაკის უჩვეულო გარეგნობის კვირტები არამხოლოდ მწველი გემოთი და ცხარე არომატით, არამედ სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ამ სანელებელს ძველი დროიდან იყენებენ ხალხური მედიცინის რეცეპტებში ზოგიერთი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. მაშ ასე, სიზიგიუმის ხის კვირტების უნიკალური სამედიცინო თვისებების შესახებ ამ სტატიაში გიამობობთ.

სურნელოვანი მიხაკის 8 სასარგებლო თვისება

მიხაკის თვისებები:

  1. ბაქტერიციდული;
  2. ანტიჰელმინტური (ჭია-პარაზიტების საწინააღმდეგო);
  3. სოკოსსაწინააღმდეგო;
  4. ტკივილგამაყუჩებელი;
  5. ჭრილობის შემახორცებელი;
  6. სპაზმპოლიტური;
  7. გაზების გამყვანი;
  8. ანტიკანცეროგენული.

მიხაკის ეშინია უამრავ დაავადების გამომწვევ მიკრობს, მათ შორის, ოქროსფერ და თეთრ სტაფილოკოკს, დიფტერიულ ჩხირს და ციმბირული წყლულის გამომწვევსაც კი. სურნელოვანი მიხაკი ხელს უშლის ტუბერკულოზის ჩხირის გამრავლებას. ეფექტურია მისი მოხმარება გრიპის პროფილაქტიკის მიზნითაც.

ამ სანელებლის მოხმარების დროს, სტიმულირდება საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფა, რაც სასარგებლოა დაბალი მჟავიანობის გასტრიტისა და დაქვეითებული მადის დროს. აი, მომატებული მჟავიანობის დროს კი ეს საშუალება უკუჩვენებულია. იგი გამოიყენება მსხვილი ნაწლავის ანთების(კოლიტის), ნაწლავური კოლიკების, მეტეორიზმის, სწორი ნაწლავისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ.

ამ სანელებელს შეუძლია კბილის ტკივილის ჩაცხრობა, დადებითად მოქმედებს ღრძილებზე, გამოიყენება გინგივიტისა და პაროდონტიტის დროს. მიხაკის გამომშრალი კვირტები – საღეჭი რეზინის შესანიშნავი არტერნატივაა, რამდენადაც იგი ანეიტრალებს მავნე ბაქტერიებს და აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან.

გასაოცარია, თუმცა მიხაკს ერთდროულად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს: იგი ატონიზებს და ხსნის სპაზმებს. მას ერთდროულად შეუძლია მოდუნება და ტონუსში მოყვანა. ერთი მხრივ, იგი ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუსკულატურის სპაზმს,მეორე მხრივ კი ტონუსში მოჰყავს საშვილოსნოს მუსკულატურა და ზრდის არტერიულ წნევას(ამიტომ მისი მიღება არ შეიძლება ჰიპერტონიკებისთვის). გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც ყოველთვის, დოზირებას აქვს.

როგორ შევარჩიოთ მიხაკი

მყიფე, მეტისმეტად მშრალი კვირტი ეთერზეთების გამოშრობაზე მეტყველებს. როცა ხარისხიან კვირტს წყალში აგდებთ, იგი ვერტიკალურად ცურავს, ფეხით ქვემოთ, ან ჭიქის ფსკერზე ეშვება. ხოლო თუ “მიხაკი” ჰორიზონტალურად ძევს წყლის ზედაპირზე, ესე იგი ის ეთერზეთებს არ შეიცავს. ასეთი მიხაკი სამკურნალო მიზნებისთვის გამოუსადეგარია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!