გულის შეტევის სახიფათო სიმპტომები, რომლებიც მხოლოდ ქალებში გვხვდება

1509

ქალებში, გულის შეტევის სიმპტომები განსხვავდება მამაკაცის სიმპტომებისგან. მსოფლიოში ნაადრევი გარდაცვალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ გულის გაჩერება ითვლება, რაც, მიუხედავად იმისა, რომ უეცრად ხდება, მაინც არსებობს გარკვეული სიგნალები.

არსებობს 6 სიმპტომი, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეს თითოეულმა ქალბატონმა.

1. ტკივილი ხელების, ზურგის, კისრისა და ყბების არეში

ჩვეულებრივ, მარცხენა ხელის ტკივილი გულის პრობლემებთანაა დაკავშირებული. თუ ზურგის, ხელების, კისრისა და ყბების ტკივილი მუდმივია და თან პროგრესირდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

2. გულისრევა და მუცლის ტკივილი

გულის გაჩერების ზოგიერთი სიმპტომი ერევათ გრიპის, გულძმარვისა და კვებითი მოწამლვის სიმპტომებში. ზოგიერთი ქალი ამტკიცებს, რომ გულის შეტევამდე კუჭში ზეწოლა იგრძნეს.

3. ცივი ოფლი

მიუხედავად იმისა, რომ ცივი ოფლი ქალებში დაკავშირებულია შფოთვასთან და სტრესთან, თუ ეს სიმპტომები აქამდე არ გქონიათ, მიმართეთ ექიმს, რათა უფრო სერიოზული პრობლემა გამორიცხოთ.

4. თავბრუსხვევა და გართულებული სუნთქვა

ქალები, რომლებმაც გულის შეტევა და ინსულტი გადაიტანეს, ირწმუნებიან, რომ ამ მოვლენამდე ძლიერი ქოშინის შეგრძნება ჰქონდათ თვალსაჩინო მიზეზის გარეშე.

5. უკიდურესი დაღლილობა

დაღლილობა იმ ფიზიკური დატვირთვის დროს, რომელიც მანამდე სირთულის გარეშე სრულდებოდა(მაგალითად, კიბეებზე ასვლა), შეიძლება მიუთითებდეს გულთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

6. ტკივილი და ზეწოლა გულის არეში

მართალია, ეს სიმპტომი ორივე სქესში გვხვდება, თუმცა, ქალებში ტკივილი მთელ მკერდს ედება ხოლმე, მამაკაცებში კი ის მხოლოდ მარცხენა მკერდშია მოქცეული.

თუ რამდენიმე სიმპტომი მაინც აღგენიშნებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.