ცნობილი აღმოსავლური დესერტი „ფახლავა“. უბრალოდ პირში დნება, გირჩევთ

2251

შინაურული ფახლავა ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონებათ. „ვივიენი“ გამოცდილ რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

  • 350 გრ კარაქი
  • 300 გრ არაჟანი
  • 4 ქათმის კვერცხი
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2,5 ჭიქა შაქარი
  • 2 ჭიქა ნიგოზი
  • 2 ს/კ თაფლი

მომზადება:

  1. თავიდან ცომი მოამზადეთ. ფქვილი 300 გრ კარაქთან ერთად აურიეთ.
  2. 3 კვერცხის გული, არაჟანი და სოდა დაუმატეთ, ცომი მოზილეთ და 1 საათით მაცივარში შედგით.
  3. შემდეგ გამოიღეთ და 8 ტოლ ნაწილად გაყავით.
  4. შიგთავსი მოამზადეთ: ნიგოზი დააქუცმაცეთ.
  5. 4 კვერცხის ცილა, შაქარი და ნიგოზი აურიეთ.
  6. ფქვილ მოყრილ ზედაპირზე ცომის თითოეული ბურთი თხელ ფენად გააბრტყელეთ.
  7. საცხობ ფორმაზე ცომის ფენები დააწყვეთ და თითოეულზე თანაბრად, მაგრამ არა გულუხვად შიგთავსი მოაყარეთ. მორიგეობით: ცომი-შიგთავსი ააწყვეთ.
  8. ბოლო ფენა ცომი უნდა იყოს.
  9. მიღებული ნამცხვარი რომბებად დაჭერით, კვერცხის გული წაუსვით და ნიგვზით მორთეთ.
  10. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით აცხვეთ.
  11. მომზადებამ 5-10 წუთით ადრე, 50 გრ დარბილებულ კარაქში არეული თაფლი წაუსვით.
  12. ღუმელში დააბრუნეთ და გამოცხობას დაელოდეთ.
  13. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფახლავა საცხობი ფორმიდან მხოლოდ ბოლომდე გაგრილებული ამოიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიშლება!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.