თქვენი ნემსიწვერა უხვად რომ ყვავილობდეს: ყველაზე მარტივი რეცეპტი

0
1608

ამ მარტივი საშუალების შესახებ ბოტანიკური ბაღის “მოდარაჯე” ქალბატონმა მიამბო, როცა შენიშნა, რომ ნემსიწვერას თვალს ვერ ვწყვეტდი. თავიდან არ მჯეროდა, ვფიქრობდი, რომ ყვავილებს ქიმიკატებით ამუშავებდნენ. როგორც აღმოჩნდა, შევცდი.

ახლა ამ ელექსირის რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები

  • 2.7 ლ წყალი
  • 100 გ საფუარი
  • 0.5 ჭიქა შაქარი

მომზადება და გამოყენება

1. სამლიტრიან ქილაში ჩაასხით 2.6-2.7 ლ დაყენებული, უქლორო წყალი.

2. გახსენით ცალკე თბილ წყალში საფუარი და დაუმატეთ იგი წყლით სავსე ქილას შაქართან ერთად.

3. დაახურეთ ქილას მარლა და გააჩერეთ სითბოში, დროდადრო შეანჯღრიეთ შიგთავსი.

4. ხსნარი მზად იქნება, როცა დუღილის პროცესი დასრულდება. ამის შემდეგ, გახსენით 1 ჭიქა მომზადებული მასა 10ლ წყალში და მორწყეთ გერანი 1 ჭიქა ამ ხსნარით, ორ კვირაში ერთხელ.

მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის საფუვრის შერჩევა. ის, რომელიც ცომს დიდად არ უხდება, მშრალი საფუარი, არ გამოიყენოთ. უმჯობესი იქნება არყის სახდელად გამოსაყენებელი საფუარი.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი