კარდიოლოგის რეკომენდაცია: პროდუქტები რომელიც სისხლის გათხელებაში დაგეხმარებათ

0
17818

ექიმი კარდიოლოგი გირჩევთ სისხლის მდგომარეობაზე თვალი არ დახუჭოთ. სისხლის მდგომარეობა ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მასზე ყველა ორგანოს და უჯრედის ფუნქციონირებაა დამოკიდებული. თუ სისხლი ძალიან ბლანტია, მისი მთავარი ფუნქცია, მიმოქცევა ფერხდება. შედეგად, ორგანოებს სისხლი ნორმალურად არ მიეწოდება და ვარიკოზი და თრომბოზი ვითარდება. ამასთან ინსულტის და ინფარქტის რისკი იზრდება.

ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გაღიზიანება, მეხსიერების დაკარგვა, მხედველობა – ეს ბლანტი სისხლის მხოლოდ რამდენიმე ნიშანია. სქელი სისხლი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ სერიოზული სიგნალია.

თუ არ იცით, რომ თქვენი სისხლი სქელდება და ნელა მოძრაობს, შემდეგმა ნიშნებმა უნდა შეგაშფოთოთ:

შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და კოორდინაციის ხანმოკლე დაკარგვა, გულისრევა, კუნთების სისუსტე და ზოგადი ტკივილი.

როგორ შევამციროთ სისხლის სიბლანტე?

პირველი. თანდათანობით მოწევას თავი დაანებეთ, თუ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ. წონა დაარეგულირეთ და ჩაის, კომპოტის და წვენების გარდა ბევრი სუფთა წყალი დალიეთ.

მეორე. რაციონი სისხლის გასათხელებელი პროდუქტებით გაამდიდრეთ: სალიცილის მჟავით, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით, იოდითა და E ვიტამინით მდიდარი პროდუქტები.

რომელი პროდუქტები ათხელებენ სისხლს

1. ზეითუნის ზეთი

ეს სასარგებლო პროდუქტი ომეგა 3 ცხიმოვან მჟავასა და E ვიტამინს შეიცავს, რომლებიც სისხლს ნაზად ათხელებენ.

2. კენკრა

მარწყვი, ხურტკმელა, შტოში, ჟოლო და ალუბალი – სალიცილის მჟავით მდიდარი კენკრაა. ის სისხლის სიმკვრივეს დაარეგულირებს და ანთებას შეამცირებს. ამ პროდუქტების მოხმარებით ორგანიზმს გააჯანსაღებთ და სხვადასხვა დაავადებებთან გამკლავებას შეძლებთ.

3. კოჭა

გარდა იმისა, რომ კოჭა სისხლს ათხელებს, ის სისხლში შაქრის დონეს ამცირებს და ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. არითმიისა და გაზრდილი წნევის დროს კოჭა ფრთხილად უნდა მიიღოთ.

4. კაკალი და მზესუმზირა

თუ დღეში ერთ მუჭა კაკალსა და მზესუმზირას შეჭამთ, სისხლს გაათხელებთ და გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებთ. ის სალიცილის მჟავის, E ვიტამინისა და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის წყაროს წარმოადგენს.

5. დარიჩინი

დარიჩინი ორგანიზმზე მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიკოაგულანტი, რაც კუმარინის შემცველობით არის განპირობებული. ეს ნივთიერება წნევას ამცირებს, ანთებას აქრობს და სიმსივნის განვითარებას ამცირებს.

6. ნიორი

ამ პროდუქტის დახმარებით ჩვენი ბებიები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებისგან თავს იცავდნენ. ის სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს და ცხიმოვან დაგროვებაში მის მჟავიანობას ამცირებს, ასევე წნევა ნორმაში მოჰყავს. ნიორი სისხლის სიბლანტესა და თრომბის წარმოქმნის ალბათობას ამცირებს. სამკურნალოდ გამოდგება როგორც ნიორი, ასევე ნივრის ფხვნილი, ექსტრაქტი და ზეთი. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი