რატომ არ ვყიდულობ ხორცს ბაზარზე: ასე თავიდან აიცილებთ უხარისხო პროდუქტს

1161
Fresh beef for goulash on display in a container at the butchery with an assistant serving a customer with a scoop

უკვე დიდი ხანია, ჩვენს ფანჯრებს მიღმა გაზაფხულია, ამიტომ სახლიდან გაუსვლელად ჯდომა და არაფრის კეთება ნამდვილი დანაშაულია. მზიანი და, რაც მთავარია, თბილი ამინდი გვანდომებს მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ბუნებაში გასვლას, სადაც სხეულითა და სულით შევძლებთ დასვენებას, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას, ბურთით თამაშსა და, რაღა თქმა უნდა, მწვადების მომზადებას.

ნამდვილად, ხორცის გარეშე ბუნებაში ნებისმიერი სახის შეკრება გაცილებით მოსაწყენია(თუ ეს ვეგეტარიანელების შეკრება არაა). საიდან მოვიტანოთ ახალი ხორცი კარგი მწვადებისთვის? პასუხი თითქოს თვალსაჩინოა, თუმცა არა ყველასთვის.

და დღეს, ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ საკუთარ აზრს იმის შესახებ, თუ სად უფრო უსაფრთხო და კარგია ხორცის შეძენა. აი, ჩვენს არგუმენტებს გაითვალისწინებთ თუ არა, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

ხორცის შეძენა

უამრავი ადამიანი თვლის, რომ ახალი და ხარისხიანი ხორცის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად მხოლოდ ბაზარში შეიძლება. თუმცა, ეს ყოველთვის რეალური არაა, რადგან იმის შესახებ, თუ როგორ იტყუებიან ბაზრის გამყიდველები, ლეგენდებიც კი დადის. კვამლი კი, როგორც ვიცით, ცეცხლის გარეშე არ ჩნდება.

წონაში მოტყუების გარდა, გამყიდველები მომხმარებლებს ხორცის ხარისხის შესახებაც ატყუებენ – ისინი იაფფასიან ხორცს უფრო ძვირად ყიდიან, მექანიკური ზემოქმედებით ხორცის იერის გაუმჯობესების გზით. ეს ხშირად ხდება ფარშთან მიმართებით, რომელშიც საქონლის ან ღორის ხორცის ფარშს უფრო იაფფასიან ქათმის ხორცს ურევენ და საქონლის ფარშის ფასად ყიდიან.

და თუ მომხმარებელი გამყიდველს ხორცის შერჩეული ნაჭრის დაკეპვას სთხოვს, შენაძენის ნაწილს შეუმჩნევლად იტოვებს გამყიდველი და, მართალია, კლიენტი სასურველ პროდუქტს მიიღებს, თუმცა იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე რეალურად შეიძინა.

მაგალითად, ღორის კისრის შეძენისას, მარტივად შემოგაპარებენ ღორის ბეჭს, რომლისგანაც მოხერხებულმა გამყიდველმა “ზედმეტი” ძვლები ამოიღო. ერთი ნაწილის მეორედ გასაღება მათთვის უფრო მომგებიანია, რადგან ბეჭი კისერზე ორჯერ უფრო იაფი ღირს.

რაც შეეხება ფასებს, ვაჭრები აფასებენ პოტენციური მყიდველის გარეგნობას და მხოლოდ მაშინ ასახელებს ფასს: ზოგს სამჯერ უფრო ძვირად უფასებენ პროდუქტს, ზოგსაც გაცილებით იაფად მიჰყიდიან ხოლმე.

სავსებით შესაძლებელია ძველი ხორცის შეძენაც, რადგან მოვაჭრეები არ იწვიან გაფუჭებული პროდუქტის გადაყრის სურვილით. სწორედ ამიტომ, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას დადებული, წვნიანი ხორცის შეძენით შეიძლება მსუყე და გემრიელი ვახშმის ნაცვლად კვებითი მოწამლვა მიიღოთ.

გასაკვირი არაა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, არ შეიძინოს ხორცი ბაზარზე, გარეგნულად კეთილსინდისიერი ბებოებისა და ამაყი ყასბებისგან, და უპირატესობას ქსელურ ხორცის მაღაზიებს ანიჭებს, სადაც მყიდველმა ზუსტად იცის, როგორ ხორცს ყიდულობს და რამდენად ახალია იგი, თანაც, ბაზრის ფასად. ამასთან, თუ არსებობს ეჭვი, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, გაეცნოთ დოკუმენტებს.

რა თქმა უნდა, ბაზარზეც შეიძლება ხარისხიანი ხორცის შეძენა. არსებობს სპეციალური ინსპექცია, რომელიც აკონტროლებს, რა და როგორ იყიდება, იღებს შესაბამის ცნობებსა და ნებართვებს, არ ერიდება ვეტერინარულ კონტროლს. თუმცა, ამას ყველა არ აკეთებს.

შეიძინეთ ხორცი მხოლოდ გამოცდილი და სანდო ადამიანისგან, რადგან ამ პროდუქტით მოწამლვა კვებითი აშლილობის ყველაზე რთულ ფორმას იწვევს.