ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს 2 ტოტემური ცხოველი იცავს. ნახეთ, თქვენი რომელია

2214

ასტროლოგია ძალიან ძველი და საკმაოდ რთული პრაქტიკაა. ბევრმა არ იცის, რომ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს საკუთარი, და არა ერთი, ტოტემური ცხოველი შეესაბამება.

აი, რომელი ცხოველები შეესაბამება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს.

ვერძი: ქორი და ვეფხვი

როგორც ცეცხლოვანი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი თქვენ ენერგიული და თავდაჯერებული ადამიანი ხართ. თქვენ ხართ ის ძალა, რომლის მარტივად გაკონტროლება შეუძლებელია. გამოწვევას დიდი გრაციოზულობით ღებულობთ, შემდეგ მიდიხართ და იმარჯვებთ. ეს ვეფხვია, რომელიც თქვენში ცხოვრობს.

ამასთან თანდაყოლილი ლიდერის ინსტიქტები გაქვთ. ქორი ასეთივეა – მას გაერთიანება შეუძლია, მაგრამ მარტო უფრო ნაყოფიერად მუშაობს.

კურო: თახვი და მგელი

თქვენ ცოტა ჯიუტი ხართ, როგორც ხარი, როგორც თქვენი ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლო, მაგრამ მგლის ბუნება უფრო მეტად გაქვთ. თქვენ მგელივით მარტოობა და პრობლემების საკუთარი მეთოდით გამკლავება გიყვართ.

მეორე მხრივ, შრომისმოყვარეობით თახვს ჰგავხართ. ისინი არა მხოლოდ ბეჯითად შრომობენ, არამედ სტრატეგიულად მოქმედებენ.

ტყუპები: ჯიქი და ირემი

ტყუპებში რამდენიმე პიროვნება ცხოვრობს, მაგრამ როგორც ირემი საკმაოდ ენერგიულია და მხიარულება უყვარს. ამ ნიშნის წარმომადგენელს საკუთარ თავზე გაცინება შეუძლია, ასევე სხვებს საკუთარი მახვილი გონების წყალობით გულიანად აცინებს.

ზოგიერთ სიტუაციაში ტყუპები შეიძლება დომინანტი გახდეს – ამ დროს მისი ჯიქის ბუნება ვლინდება. ის ელეგანტური და მშვიდია, ამასთან ნეგატივის გავლენის ქვეშ არ ექცევა.

კირჩხიბი: ძაღლი და კოდალა

კირჩხიბი მზრუნველია და შეგვიძლია კოდალას შევადაროთ. მას ძალიან მზრუნველი სული აქვს, საკუთარ ოჯახს მხარს უჭერს და თანაგრძნობის უნარი გააჩნია.

ამ ზოდიაქოს ნიშნის კიდევ ერთი ტოტემური ცხოველი არის ძაღლი. ის ერთგული, მგრძნობიარე და ადამიანის საუკეთესო მეგობარია. მათ არსებობას მშვიდობა მოაქვს.

ლომი: ორაგული და ფარშავანგი

ლომი თავდაჯერებულობის ყველაზე დიდი განსახიერებაა, სწორედ ამიტომ მათ მორთვა უყვართ. როგორც ფარშავანგი არ მორცხვობს და საკუთარ სილამაზეს არაერთხელ აჩვენებს, როგორც კი ამის შესაძლებლობა აქვს.

ამ ნიშნის კიდევ ერთი წარმომადგენელია ორაგული. ეს თევზი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს და რაღაც მხრივ ეგოისტურად იქცევა.

ქალწული: დათვი და არწივი

ქალწული ისეთივე ყურადღებიანია, როგორც არწივი, რომელსაც შორიდან ყველაფრის შემჩნევა შეუძლია. თავიდან ყველაფერს კარგად ფიქრობს, შემდეგ გადაწყვეტილებას ღებულობს და მოქმედებას იწყებს.

ქალწული დათვთან ასოცირდება. ეს ცხოველი ძალიან ჭკვიანი და შრომისმოყვარეა. დათვს დიდი გული აქვს, საკმაოდ გულუხვია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მორცხვი იყოს.

სასწორი: პანდა და ყორანი

სასწორი არის გონივრული. სიყვარულსა და ცხოვრებაში სამართლიანობისკენ მიისწრაფვის. ყორანი თავისთავად მომხიბვლელი, გონივრული და მშვიდობისმოყვარეა. ის დიპლომატის როლში გამოდის და მოთმინების შენარჩუნება შეუძლია.

ამ ნიშნის წარმომადგენელი ასევე მზრუნველ პანდასთან ასოცირდება. ის საკმაოდ მოდუნებულია, ამასთან დიდი გული აქვს და სხვებზე ზრუნავს.

მორიელი: გველი და ლომი

მორიელი შეიძლება საშიში იყოს. ის წარმოუდგენლად მგზნებარე და იდუმალებით მოცულია, რის გამოც მისი გაგება საკმაოდ რთულია. სწორედ ამის მსგავსად, ლომი მშვიდია, მაგრამ უშრეტი ენერგია აქვს.

გველს მისი იდუმალება განსაზღვრავს. ამასთან გველს შეუცნობელთან კავშირი აქვს. მას სულიერი კავშირებისკენ მიდრეკილება აქვს.

მშვილდოსანი: კატა და ბუ

ბუ მგზნებარე და ენერგიულია, როგორც მშვილდოსანი. მის ბუნებაში ცეცხლი ანთია, რომელიც მას იმპულსურს ხდის. მშვილდოსანი მეგობრობას აფასებს, მაგრამ დროდადრო არაგულწრფელი და უგუნური ხდება.

მშვილდოსანი ასევე საკმაოდ ცნობისმოყვარეა, როგორც კატა. მას ახალი თავგადასავლები სურს, მაგრამ თუ საკმარისად ფრთხილი არ იქნება, შეიძლება ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს. ის საკმაოდ იმპულსურია.

თხის რქა: ცხენი და ბატი

თხის რქას მარტოობა მოსწონს. ის საკმაოდ შრომისმოყვარე და ამბიციურია, მაგრამ ამასთან სხვებთან კომპანიაში ყოფნა არ სურს. ამით, რაღაცით ბატებს ჰგვანან, რომელთაც გვერდზე ყოფნა უყვართ.

თხის რქას დეტალებზე ყურადღების გამახვილება უყვარს, ამასთან ცხენივით აღვირახსნილი ბუნება აქვს. ის ელოდება, თუ როდის გაათავისუფლებენ. სწორედ ამ მიზეზით თხის რქას ქალაქგარეთ დროის გატარება უყვარს.

მერწყული: წავი და დათვი

მერწყულს საკუთარ ტერიტორიაზე ყოფნა უყვარს და უბრძოლველად არაფერს დათმობს. ის მიზანდასახულად ოცნებისკენ მიიწევს, როგორც დათვი. ის შეიძლება ერთგული და მეგობრული იყოს, მაგრამ მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ გზას არ გადაუღობავთ.

კიდევ ერთი ტოტემური ცხოველი – წავი. წავი ძალიან ჭკვიანი და მხიარულია. ის ყველაფერს გულში იტოვებს, მაგრამ ამასთან ბედნიერია.

თევზები: მელა და მგელი

თევზებს ოცნება ძალიან უყვარს. მგლის სისასტიკე ყველასთვის ცნობილია, ამიტომ მასში ღრმა ემოციურობას ვერ ხედავენ, რომლითაც თევზებს ძალიან ჰგვანან. ის თავის გროვას ყურადღებას აქცევს და საკმაოდ ნაზი და მზრუნველია.

თევზის მეორე ტოტემური ცხოველი მელაა. მელა ჭკვიანი და სასიამოვნოა, მაგრამ თუ კუთხეში მოამწყვდებთ, საკმაოდ საშიში ხდება. მას უბრალოდ სურს ცხოვრება ყოველგვარი პრობლემის გარეშე.