7 თვეა ხელფასის ნახევარს მშობლებს ვაძლევ, თავად სიღარიბეში ვცხოვრობ, ძალა აღარ მაქვს

746

როგორ ფიქრობთ, ნორმალურია, როცა შვილი მშობელს უზრუნველყოფს? არ ვგულისხმობთ ავადმყოფ მოხუცებს მიზერული პენსიით, არც შშმ პირებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, არამედ რიგით ზრდასრულებს, რომელთაც საკუთარ თავზე  ზრუნვა შეუძლიათ. როგორ შეიძლება უარი უთხრათ ღვიძლ მშობლებს, რომლებიც რაღაცას ითხოვენ?

თითოეულ ოჯახს საკუთარი წესები აქვს და ცხოვრებაზე სხვების შეხედულების გაკრიტიკების მორალური უფლება არ გვაქვს. სხვა საქმეა, რომ ზოგიერთ საკითხზე მსჯელობა შეგვიძლია. მით უფრო, რომ მკითხველი ამას თავად გვთხოვს. ერთად დავეხმაროთ გოგონას ეთიკური დილემის გადაჭრაში.

ბავშვი მშობელს უზრუნველყოფს

„როგორც ერთადერთი შვილი ოჯახში, ზუსტად ვიცი, რა არის ჰიპერზრუნვა. მშობლები თვალის ჩინივით მიფრთხილდებოდნენ. დედა გამუდმებით ნერვიულობდა და მამას თავის ემოციებს გადასცემდა. მამა დამყოლი იყო, ამიტომ პრობლემები ხშირად ჩნდებოდა. განსაკუთრებული ბავშვობა და ახალგაზრდობა მქონდა.

საბავშვო ბაღში, როგორც ყველას, სოციალური უნარების გამომუშავება დავიწყე. დანარჩენ ბავშვებზე დიდი ვიყავი, ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ხშირად დამცინოდნენ. დიახ, მახსოვს ის დრო და დიახ, პატარა ბავშვებს შეუძლიათ ბოროტები იყვნენ. არ მითხრათ, რომ რაღაცას ვიგონებ, ნამდვილად ასეა.

აი ასე. ერთხელ მამა ბაღიდან ჩემს გამოსაყვანად ადრე მოვიდა. შემთხვევით დაინახა, როგორ მესროლა თანაჯგუფელმა სათამაშო. როგორც ჩანს, სხვა ბავშვებისგან მოშორებით ვიჯექი. მამა გაბრაზდა, გოგონას უყვირა და სასწრაფოდ სახლში წამიყვანა. ერთი კვირაში უკვე სხვა ბაღში დავდიოდი.

სკოლაშიც პრობლემები მქონდა, როცა დედა მოდიოდა და მასწავლებლებს ჩემს აკადემიურ მოსწრებაზე ეჩხუბებოდა. ვიცოდი, რომ საშუალო დონეზე ვსწავლობდი და ამის შესახებ დედას ვეუბნებოდი. მაგრამ არა, თვალებზე თითქოს ბინდი ეფარებოდა, მისი ზრდილობა და ტაქტის გრძნობა სადღაც ორთქლდებოდა. მრცხვენოდა, მასწავლებლები ჩემს დანახვაზე ერთმანეთში ირონიულად ჩურჩულებდნენ.

ჩვეულებრივ დღეებში დედ–მამა თბილად მექცეოდა. ჩემს თითოეულ თხოვნას უსმენდნენ. მესმოდა, როგორც გოგო, ძალიან ბევრს ვითხოვდი. მშობლებს თითქოს ამის შემჩნევა არ სურდათ და ყველაფერში მხარს მიჭერდნენ. ასე 2 თვე ლათინური ცეკვის გაკვეთილებზე ვიარე. 1 კვირა სამოდელო კურსებზე დავდიოდი, სანამ არ ვაღიარე, რომ სხვებთან შედარებით სასაცილოდ გამოვიყურებოდი. 1 თვე მკაცრ დიეტას ვიცავდი.

მშობლები ყოველ ჯერზე მხარს მიჭერდნენ და ახსნას არ მთხოვდნენ. „ჩვენი ქალიშვილი ხარ, ანუ დაგეხმარებით. არ იდარდო“. მთელი ძალით ვცდილობდი, საზღვრები დამეცვა. ვხვდებოდი, რომ მშობლები მილიონერები და ჯადოქრები არ იყვნენ. სწორედ ამიტომ, თავი უნდა შევიკავო.

ახლა 28 წლის ვარ, დასაოჯახებელი. ოფისში მენეჯერად ვმუშაობ, ჭარბი წონისკენ მიდრეკილება მაქვს და კატა მყავს. არ ვწუწუნებ, პერსპექტივები არის, მაგრამ ეს ცხოვრებაა. ის არაა, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი. მარტო ვცხოვრობ, ხელფასი ბინის დაქირავებაზე მყოფნის. აი, ბინის შესაძენად ფულის დაზოგვაზე ლაპარაკი ზედმეტია.

ახლა მშობლები 60 წელს გადაცილებულნი არიან. ქალაქიდან სოფელში გადასვლა გადაწყვიტეს. ბინა გაყიდეს და კარგი აგურის სახლი იყიდეს. კარგი რა, ყუთი, არ ვკამათობ, ხარისხიანად გაკეთებულია. შიგნით მოპირკეთებული არაა. გარემონტებული არაა და ავეჯი არ აქვს. მშობლებმა ბიძაჩემს სთხოვეს, რომ საცხოვრებლად მასთან გადასულიყვნენ.

ბიძაჩემი მეზობელ სოფელში ცხოვრობს და დიდი ფართი აქვს. აი, ნაყიდ სახლში რაღაც უნდა გაკეთდეს, ხოლო მშობლებს ფული არ აქვთ. აი, საქმეში ჩამრთეს. შემახსენეს, რომ მათი ქალიშვილი ვარ, რომ მთელი ცხოვრება ჩემზე ზრუნავდნენ და არაფერზე უარს არ მეუბნებოდნენ. ახლა ჩემი რიგია. კერძოდ, „მცირე“ ფინანსური დახმარება, სანამ უძრავი ქონების სიტუაცია მოგვარდება.

მამა დღემდე მუშაობს, ხოლო დედას გაზრდილი პენსია აქვს, მაგრამ ხელფასის ნახევარს მათ ვაძლევ, რომ ამ დაწყევლილი სახლის რემონტი არ გაჩერდეს. მუშებს ხომ უნდა გადავუხადოთ, მასალები ვიყიდოთ. ზოგჯერ პირადად ჩავდივარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო. ამას მხოლოდ მორალური კმაყოფილებისთვის ვაკეთებ. რემონტის არაფერი გამეგება.

დარჩენილი ფულით თავს ვირჩენ. კატის გამოსაკვებად და ბინის ქირის გადასახდელად მყოფნის. ახალგაზრდა და მდიდარი კაცები თავს არ მეხვევა, საჩუქრებით არავინ მანებივრებს. 7 თვეა ასე ვცხოვრობ და გავაცნობიერე, რომ მალე მორალურად გავტყდები. მსურს ვიყიდო ახალი ნივთები, ვისეირნო მეგობრებთან ერთად, ვიარო პაემნებზე.

ამის ნაცვლად ყოველთვე ფულს მშობლების ძვირადღირებულ ახირებაში ვდებ. იქ სამუშაოს ნახევარიც დასრულებული არაა. ჩემი ნერვები ზღვარზეა. მესმის, რომ მშობლებმა ბედნიერი ბავშვობა და ახალგაზრდობა მომცეს. მათი ვალი მაქვს, მაგრამ ახლა ზღვარზე ვარ. მსურს ყველაფერი მივატოვო, ტელეფონის ნომერი შევცვალო და ისე ვიცხოვრო, როგორც ამ უსარგებლო საქმის დაწყებამდე. რა სისულელეა, რატომ სურთ ქალაქელებს სიბერეში სოფელში გადასვლა და მიწაზე მუშაობა? რით არის მაღაზიის პომიდორი უარესი?

ბევრი მეგობარი არ მყავს, უფრო ნაცნობები და კოლეგები, ამიტომ რჩევისთვის ვერავის მივმართავ. იქნებ, ვინმე ჩემი ამბით დაინტერესდეს და შექმნილ ვითარებაში დამეხმაროს. ნუთუ უნდა გავიჭირვო ყველაფრის მიუხედავად თუ მაქვს უფლება ვთქვა, რომ უკვე ზრდასრული ვარ და საკუთარი ცხოვრება მაქვს, რომელიც არ მინდა მშობლების „ახირებაში“ დავხარჯო. ასე მოღალატე გავხდები?“

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს