როგორი პიროვნება ხართ ეგვიპტური ზოდიაქოს ნიშნების სისტემის მიხედვით

2340

ვარსკვლავების რუქა პირველად ძველმა ეგვიპტელებმა შეადგინეს, ანუ ისინი ასტროლოგიაში ყველაზე უკეთ ერკვევიან. ნახეთ მათი ჰოროსკოპი.

ეგვიპტურ ზოდიაქოში ძველი ღვთაებები გამოიყენება. ეს ჰოროსკოპი საკუთარი სულისა და პიროვნების უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ.

ნილოსი

თარიღები: 1-დან 7 იანვრის ჩათვლით; 19-დან 28 ივნისის ჩათვლით 1-დან 7 სექტემბრის ჩათვლით; 18-დან 26 ნოემბრის ჩათვლით;

ამ დროში დაბადებული ადამიანები მშვიდი, მოსიყვარულე და ნაზი არიან. მათ რბილი ხასიათი აქვთ. თუმცა მათი ემოცია შეიძლება უკონტროლო გახდეს და განწყობის არაპროგნოზირებადი ცვლილება გამოიწვიოს.

ამონ-რა

თარიღები: 8-დან 21 იანვრის ჩათვლით; 1-დან 11 თებერვლის ჩათვლით;

ამონ-რა ღმერთების მბრძანებელი, მზის, სამყაროს და ყველა არსების დამკვირვებელია;

ასეთ ადამიანებს უშრეტი ლიდერული თვისებები აქვთ. ისინი ცნობისმოყვარეები და ოპტიმისტები არიან და ცხოვრების ყველა ასპექტზე მტკიცე შეხედულება აქვთ.

მუტი

თარიღები: 22-დან 31 იანვრის ჩათვლით; 8-დან 22 სექტემბრის ჩათვლით;

მუტი ქალღმერთების დედოფალია, რომელიც დაცვას უზრუნველყოფს. ამ დროში დაბადებული ადამიანები ძალიან ერთგულები არიან. ისინი შესანიშნავი მშობლები, მასწავლებლები და დამრიგებლები არიან.

გები

თარიღები: 12-დან 29 თებერვლის ჩათვლით; 20-დან 31 აგვისტოს ჩათვლით;

გები მიწის ღმერთია. ამ დროში დაბადებული ადამიანები მგრძნობიარეები არიან და კარგი ინტუიცია აქვთ. მიწისა და ადამიანების მიმართ ძლიერი თანაგრძნობის უნარი გააჩნიათ. მუდმივად საკუთარ და სხვების ემოციებს აკვირდებიან.

ოსირისი

თარიღები: 1-დან 10 მარტის ჩათვლით; 27 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით;

ოსირისი ხელახალი დაბადების და ჯოჯოხეთის ღმერთია. ეს ადამიანები ერთდროულად შეიძლება ქარიზმატულები და მგრძნობიარეები იყვნენ. მათ ახალი პროექტები იზიდავთ და ლიდერად არიან დაბადებულნი.

ისიდა

თარიღები: 11-დან 31 მარტის ჩათვლით; 18-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით; 19-დან 31 დეკემბრის ჩათვლით;

ისიდა მედიცინის, ჯადოქრობის და ქორწინების ქალღმერთია. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ენერგიულები, თავდაჯერებულები და გულწრფელები არიან. საკუთარი თავისა და სხვების მიმართ ძალიან მომთხოვნები არიან, რის გამოც გარშემომყოფებს ხშირად გულს ტკენენ.

თოტი

თარიღები: 1-დან 19 აპრილის ჩათვლით; 8-დან 17 ნოემბრის ჩათვლით;

თოტი ურთიერთობის, სიბრძნის და მთვარის ღმერთია. ასეთ ადამიანებს ძლიერი შემოქმედებითი პოტენციალი აქვთ. ისინი იდეებით და გამოცდილებით სავსე არიან, რაც შესანიშნავ მასწავლებლად აქცევთ.

ჰოროსი

თარიღები: 20 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით; 12-დან 19 აგვისტოს ჩათვლით;

ჰოროსი ეგვიპტის და ფარაონების დაცვაზეა პასუხისმგებელი. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები შრომისმოყვარეობით და თავდაჯერებულობით გამოირჩევიან. მათ იზიდავთ ცვლილებები, რომლებიც საერთო კეთილდღეობას აუმჯობესებს.

ანუბისი

თარიღები: 8-დან 27 მაისის ჩათვლით, 29 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით;

ანუბისი მიწისქვეშა სამყაროს დამცველია, რომელიც ადამიანებს ცხოვრებიდან სიკვდილში გადასვლაში ეხმარება;

ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები შემოქმედებითი უნარით, მოთმინებით და თანაგრძნობით გამოირჩევა. ცხოვრებაში საუკეთესოს და ცუდს ხედავენ, ბეჯითად შრომობენ, რომ სხვებს უკეთ გაუგონ.

სეთი

თარიღები: 28 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით; 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით;

სეთი ქაოსის, სახეცვლილების და უდაბნოს ღმერთია. ასეთი ადამიანები თავგადასავლებს და ცვლილებებს ეძებენ. ისინი მეოცნებეები, მაგრამ ამავე დროს პერფექციონისტები არიან. ორივე ამ თვისებას დაძაბულობის მოტანა შეუძლია.

ბასტეტი

თარიღები: 14-დან 28 ივლისის ჩათვლით; 23-დან 27 სექტემბრის ჩათვლით; 3-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით;

ბასტეტი ნაყოფიერების, ქალების და ბოროტების დამცველი ქალღმერთია. ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს მშვიდი და დაბალანსებული ცხოვრება უყვართ. მათ კმაყოფილება იზიდავთ და ყოველთვის იციან, თუ რა სურთ.

სეხმეტი

თარიღები: 29 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით; 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით;

სეხმეტი ომის, განკურნების და მზის ღმერთია. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები პერფექციონისტები არიან, რომლებიც სამყაროს შავ და თეთრ ფერებში ხედავენ. ისინი თვითდისციპლინირებულნი არიან და კარგი ლიდერული თვისებები გააჩნიათ.