როგორია თქვენი იდეალური საღამოს კაბა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

2239

თუ ჯერ კიდევ იდეალური გამოსაშვები საღამოს კაბას ეძებთ, მაშინ ასტროლოგების რჩევები გაითვალისწინეთ. ზოდიაქოს ნიშანი დაგეხმარებათ ისეთი ლუქის არჩევაში, რომელსაც მომავალში სიყვარულით გაიხსენებთ.

მერწყული (21 იანვარი – 18 თებერვალი)

ორიგინალური, დამოუკიდებელი და ოდნავ მორცხვი მერწყული ჰაერის ნიშანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ღრმად მოაზროვნე და ერთგული მეგობარია. მერწყული შეიძლება თავშეკავებული იყოს, მაგრამ მას მოთამაშე და ენერგიული მხარეც აქვს. ღია ცისფერი კაბა უნიკალური დეტალებით მერწყულს იდეალურად შეეფერება.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

მცოდნე, ჭკვიანი და ნაზი თევზი ზედმეტად თავდაუზოგავია, რომანტიკა უყვარს და დიდ ემოციურ მგრძნობელობას ფლობს. მოწითალო, იასამნისფერი, იისფერი და ზღვის ქაფის მსგავსი უცნაური და რბილი ფერისა და არა მჭიდრო, მოფარფატე ქსოვილის კაბა ამ მშვიდი და კეთილი გულის ნიშანს ყველაზე მეტად შეეფერება.

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

ვერძზე ვერ იტყვით, რომ მორცხვია. ეს ცეცხლოვანი ნიშანი თამამი, უცნაური, გულწრფელი და ძალიან თავდაჯერებული ადამიანია. როცა საქმე საუკეთესო გამოსაშვებ საღამოს კაბას ეხება ვერძი რაც შეიძლება თამამ ვარიანტს ირჩევს. ღია მოწითალო ფერის კაბა მგზნებარე ფორმებით ვერძს აუცილებლად მოეწონება.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

კურო მიწის ნიშანია, ანუ ის ზედმეტად მიწიერი, საიმედო, პრაქტიკული და მომთმენია. კუროს რბილი, ჰაეროვანი ბუნებრივი ფერები და არამიწიერი ელეგანტური სილუეტები უყვარს. გამოსაშვები კაბა ყვავილოვანი პრინტით, რომლის ჩაცმას კიდევ სადმე (მაგ., ქორწილზე) შეძლებს, იდეალური არჩევანი იქნება.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

ტყუპებს ორი ძალიან განსხვავებული პიროვნება აქვს და ვერავინ გამოიცნობს, თუ ხვალ თავს რომელი პიროვნება იჩენს. კომუნიკაბელურ, ცნობისმოყვარე და ხშირად სერიოზულ ჰაეროვან ნიშანს სხვადახვა დეტალების (მაქმანი, ბისერები) მქონე გამოსაშვები კაბა სჭირდება, რომელიც მის ხასიათს ასახავს.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

შთამბეჭდავი, ერთგული და ემოციური კირჩხიბი შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი იყოს. ახლობლების მიმართ ზედმეტად ერთგულია და თანაგრძნობას გამოხატავს ყველას მიმართ, ვინც მის ნდობას იმსახურებს. ხშირად ცივი და თავშეკავებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. კირჩხიბს მარტივი, კლასიკური თავშეკავებული თეთრი კაბა მოუხდება.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

ლომი ყოველთვის ბრბოდან გამორჩევას ცდილობს. თამამი, კეთილი გულის და უცნაური ნიშანი ლიდერად დაბადებულია და ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. ოქროს, შინდისფერი და ქარვისფერი ბრჭყვიალა კაბა ცეცხლოვან ნიშანს ყველაზე მეტად შეეფერება.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

ერთგული, შრომისმოყვარე და პრაქტიკული ქალწული ხშირად თავშეკავებულია, როცა საქმე გრძნობებს და ჩაცმულობას ეხება. ქალწული დეტალებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მუქი ლურჯი ფერის კაბა პატარა კლასიკური დეტალით (მაქმანი, ფურჩელა ან ღილები) ქალწულისთვის იდეალური იქნება.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

გულისხმიერი, სამართლიანი და ნაზი სასწორი ჰარმონიას, მშვიდობას და მეგობრობას აფასებს. მშვიდ და გაწონასწორებულ ჰაერის ნიშანს რბილი, ნატურალური ფერები და ქსოვილები უყვარს. აბრეშუმის ღია მწვანე ფერის კაბა მარტივი ფორმებით სასწორის გამოსაშვები საღამოსთვის იდეალური იქნება.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

ვნებიანი, ჯიუტი და შეუპოვარი მორიელი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ნიშანია. ის ყოველთვის მშვიდი, მაგარი და ორგანიზებული ჩანს, რაც მას სერიოზულ და იდუმალ იმიჯს ანიჭებს. თავდაჯერებული მორიელი საკუთარ წესებს ადგენს, ამიტომ თამამი წითელი კაბა უნიკალური დეტალებით ამ ცეცხლოვან ნიშანს შეეფერება.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

გულუხვი, ფილოსოფიის და იუმორის მოყვარული მშვილდოსანი ბუნების, თავისუფლების და მოგზაურობის მოყვარულია. ამ მიზეზით მას კომფორტული კაბა სჭირდება, რომელიც მთელი ღამე ცეკვაში ხელს არ შეუშლის.

თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)

პასუხისმგებლიანი, თავშეკავებული და გადაწყვეტილების მიმღები თხის რქა სხვების მოწონებას არ ეძებს. გადაწყვეტილებას თავდაჯერებულად იღებს. მას ბრბოდან გამორჩევა უყვარს, მაგრამ ამას თავშეკავებული და კლასიკური მეთოდით აკეთებს.თხის რქისთვის გამოსაშვებ საღამოზე ეს შავი კომბინიზონი იდეალური იქნება.