ლეო ბოკერიას დიეტა, რომელმაც 79 წლის ასაკში მხოლოდ 2 თვეში 10 კგ-ს დაკლება შეძლო

3315

ცნობილი ექიმი-კარდიოქირურგი ლეო ბოკერია 79 წლის ასაკში ჯანმრთელობას და მხნეობას ასხივებს. მას ძალები არა მხოლოდ სამედიცინო პრაქტიკის გასაგრძელებლად, არამედ შვილებთან და შვილიშვილებთან დროის აქტიურად გასატარებლად ყოფნის. კარგი განწყობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაკლებული წონაა, რომელსაც განსაკუთრებული დიეტის წყალობით მიაღწია. ერთ-ერთ ინტერვიუში ექიმმა აღიარა, რომ საკუთარი ინტერპრეტაციით კრემლის დიეტას იცავდა.

ბოკერიას შედეგს თუ შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ კრემლის დიეტა წონაში დასაკლებად თითქმის ყველაზე ეფექტური დიეტაა. ექიმმა მხოლოდ 2 თვეში 10 კგ-ს დაკლება შეძლო. „ვივიენმა“ კარდიოქირურგის ზუსტი მენიუ გაიგო და ახლა თქვენ გიზიარებთ!

მარტივი კრემლის დიეტა

თუ დიეტოლოგებს დავუჯერებთ, კრემის დიეტის შემდეგ ჭარბ წონას სამუდამოდ დაემშვიდობებით. დიეტის მიზანი არა მხოლოდ გახდომა, არამედ ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებაა.

კვების ძირითადი წესი ერთ დღეში „ქულების დათვლაა“, სადაც 1 გრ ნახშირწყლები 1 ქულას უდრის. დიეტა რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. პირველ ეტაპზე ქულების მაქსიმალური რაოდენობა არის 20. მეორე ეტაპზე რაციონს პროდუქტები ნელ-ნელა დაუმატეთ და ქულების რაოდენობა ერთ კვირაში 5 ქულით გაზარდეთ.

დააკვირდით, რომ ნახშირწყლების რაოდენობის ზრდამ წონის მატება არ გამოიწვიოს. ზოგიერთი პროდუქტი სხვებს შეიძლება პრობლემას არ უქმნიდეს, მაგრამ თქვენში კი სიმსუქნე გამოიწვიოს. მეორე ეტაპზე უკვე პირადად თქვენთვის სწორი საკვების არჩევას ისწავლით.

მესამე ეტაპი მიღებული ნახშირწყლების რაოდენობის კვირაში 10 ქულამდე გაზრდას გულისხმობს. და მეოთხე, დამამთავრებელი ეტაპი, ამ დროს თქვენი მთავარი ამოცანა წონის შენარჩუნებაა. ამ ეტაპზე მიღებული ნახშირწყლების რაოდენობის განსაზღვრას ავტომატურად შეძლებთ.

მარტივი დიეტის მენიუ. ლეო ბოკერიას მენიუ მოიცავს: თევზს, ხორცს, რძის პროდუქტს, სხვადასხვა ფაფას, ბოსტნეულსა და ხილს. ფაფები და ხორცი შეგიძლიათ მოხარშოთ ან ორთქლზე მოამზადოთ, ამასთან ზეთის და გემოს გამაძლიერებელი ინგრედიენტების გამოყენება არ შეიძლება. გარდა ამისა, ბოკერია გირჩევთ ალკოჰოლსა და სხვა მავნე ჩვევებზე უარი თქვათ.

წონის შესანარჩუნებლად ლეომ ასეთი ყოველდღიური მენიუ შეადგინა: საუზმეზე სახლის ხაჭო, სადილზე სახლის იოგურტი ხილით და ვახშამზე წიწიბურას ფაფა. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ამ წესს არ მისდიოთ და კლასიკური კრემლის დიეტა დაიცვათ ან თქვენთვის უფრო მეტად შესაფერი რაციონი შეარჩიოთ.

ლეო ბოკერიას გამოცდილება მისაბაძად მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია. თითოეული თავად წყვეტს, თუ რა უნდა გააკეთოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ერთადერთი, უმოქმედობა ნამდვილად არ ღირს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.