6 მეთოდი, რომელიც ხახვის, ნივრისა და ღანძილის სუნს მნიშვნელოვან შეხვედრამდე 15 წუთით ადრე მოგაშორებთ

3917

პირიდან უსიამოვნო სუნი ნებისმიერს უხერხულობაში ჩააგდებს. გემრიელ ხახვიან სალათზე უარი ვერ თქვით, ხოლო 10 წუთში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ დანიშნული? ხახვის სუნის გამო შეხვედრას ხომ არ გადადებთ. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლებიც უსიამოვნო სუნის მოშორებაში დაგეხმარებათ.

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი პირიდან

თქვენმა პირმა ურთიერთობაში ხელი რომ არ შეგიშალოთ, „ვივიენი“ გიამბობთ, როგორ უნდა გაუმკლავდეთ უსიამოვნო სუნს. როგორც იქნა, გემრიელად ჭამას შეძლებთ და უსიამოვნო სუნზე აღარ ინერვიულებთ.

1 ჭიქა წყალი

უმჯობესია 2 ჭიქა წყალი. წყალი ენიდან საჭმლის ნარჩენებს მოგაშორებთ და ნერწყვის გამოყოფას ხელს უწყობს, რომელიც ბაქტერიებს და უსიამოვნო სუნს მოგაშორებთ.

რძის პროდუქტები

რძის პროდუქტები ენაზე გოგირდის კონცენტრაციას და მასთან ერთად უსიამოვნო სუნს ამცირებს. 1 ჭიქა რძე დალიეთ ან 1 ნაჭერი ხმელი ყველი შეჭამეთ, რომ სადილობის შემდეგ ხახვის და ნივრის სუნი მოიშოროთ.

კბილის ძაფი

პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიები ღრძილებს და კბილებს შორის რჩება, ასევე არასაკმარისი წმენდის გამო კბილებს ნადების სახით ედება. კბილები ჯაგრისით გაიწმინდეთ, ენის ზედაპირიდან ნადები მოიშორეთ. კბილის ძაფი მიუწვდომელ ადგილებს მისწვდება და სამჭლის ნარჩენებს და, შესაბამისად, უსიამოვნო სუნს მოგაშორებთ.

პირის ღრუს სავლები

პირის ღრუს სავლებს არა მხოლოდ ძლიერი პიტნის სუნი აქვს, არამედ პირის ღრუს დეზინფექციას უკეთებს და „არომატული“ საკვების ნარჩენებს მოგაშორებთ.

ხილი და ბოსტნეული

ტრაპეზის შემდეგ ახალი ვაშლი და სალათის ფურცლები აქამდე ნაჭამი საკვების სუნს გაანეიტრალებს. მწვანე ვაშლში შემავალი მჟავა არა მხოლოდ სუნს აქრობს, არამედ კბილებს გაათეთრებს. სხვათა შორის, დიეტოლოგები დღეში თუნდაც ერთი ვაშლის ჭამას გირჩევენ, რომ ნივთიერებათა ცვლა გააუმჯობესოთ. თუ დილას ვაშლით დაიწყებთ, ეს მთელ ორგანიზმს მხნეობას შესძენს.

დაქუცმაცებული პიტნის ან ოხრახუშის უნი ნებისმიერ უსიამოვნო სუნს შთანთქავს. ასეთი ფოთლები დაღეჭეთ და დარწმუნებული იყავით, რომ პირში უსიამოვნო სუნი აღარ შეგაწუხებთ.

მწვანე ჩაი

ჭამის შემდეგ 1 ჭიქა მწვანე ჩაი უსიამოვნო სუნს პიტნაზე ცუდად არ გააქრობს. მწვანე ჩაის პირის სავლების მსგავსი თვისებები აქვს, ასევე ეფექტურად ებრძვის კბილის ნადებს და კარგ ანტისეპტიკს წარმოადგენს.

პირიდან უსიამოვნო სუნი მხოლოდ კვების პროდუქტებით შეიძლება არ იყოს გამოწვეული. მიზეზი შეიძლება რიგი დაავადებები იყოს, ყველასთვის ცხადი კარიესის გარდა, მაგალითად გაციება ან პანკრეატიტი. ამ შემთხვევაში მკურნალ ექიმს მიმართეთ და გამოკვლევა ჩაიტარეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.