„კონჩალოვკა“: გასაოცარი ბროწეულის ფერის სასმელი არისტოკრატებისთვის, რომელიც ყველა მეგობარს მოეწონება

1181

იყო დრო, როცა არც ერთი რუსული ბატონის ან დიდებულის სახლი საფირმო საოჯახო ლიქიორებს და ნაყენებს გვერდს არ უვლიდა.

ამ სასმელის რეცეპტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და მას თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ, რომ წლების შემდეგ ვინმეს ეთქვა: „რა სასწაული ალუბლის წვენი დავლიე პეტრეს სახლში! აჰ, ეს კოწახურია? ასეთს ახლა არავინ ამზადებს..“

დღეს ბევრი საფირმო სასმელის რეცეპტი დაკარგულია და მით უფრო დასაფასებელია შემორჩენილი რეცეპტები. “ვივიენი“ მიხალკოვ-კონჩალოვსკის საოჯახო ლიქიორის „კონჩალოვკის“ მომზადების რეცეპტს გიზიარებთ.

მოცხარის ნაყენი

ანდრეი კონჩალოვკი საკუთარ მოგონებების წიგნში „დაბალი ჭეშმარიტება“ კონჩალოვკის რეცეპტს მთელ თავს უძღვნის. „კონჩალოვკთან მთელი ჩემი ცხოვრებაა დაკავშირებული. და არა მხოლოდ ჩემი სახელი, არამედ ჩემი მამის სერგეის, ბაბუა პეტრეს, ძმის ნიკიტას, ჩემი ვაჟიშვილის ეგორის და ნიკიტას ვაჟის სტეპანის სახელი – ყველა კონჩალოვსკის და მიხალკოვის.“ – ამბობს ავტორი წიგნში.

„ის განსაკუთრებულად მზადდება. ჩვეულებრივი, არც თუ ისე საუკეთესო ხარისხის არაყს „მოსკოვურს“ იღებდნენ და მას დიდი ათლიტრიან ბოთლში ასხამდნენ. ბოთლის ყელში დედა კალიუმის პერმანგანატის მარცვლეულს ყრიდა და ბნელ ადგილას აჩერებდა. კალიუმის პერმანგანატი ნელ-ნელა ბოთლის ფსკერზე იძირებოდა, 5-10 დღის შემდეგ ბოთლში ზეთისგან განცალკევებული მუქი ფერის ფანტელები დაცურავდნენ.

გაზაფხულზე შავი მოცხარის კვირტებს აგროვებდნენ და არაყზე აყენებდნენ. ნაყენი მწვანე ფერის გამოდიოდა და მოცხარის ფოთლის შესანიშნავი სუნი ჰქონდა. ასეთი არაყი ბევრი არ გამოდიოდა, რადგან კვირტებს ცოტას იღებდნენ, მთელ ბუჩქს ხომ არ მოჭრიდნენ!

არაყი მოცხარის კვირტზე არისტოკრატებსთვის არის განკუთვნილი. ნორმალური კონჩალოვკა ასე მზადდებოდა. იღებდნენ 5-9 კგ მოცხარს, კენკრას რეცხავდნენ და გაზეთზე გასაშრობად ტოვებდნენ. 4 დღის შემდეგ მშრალ მოცხარს ბოთლში ყრიდნენ და 10 ლ სუფთა არაყს ასახმდნენ“

„დაყენებულ არაყს საოცარი ბროწეულის ფერი ჰქონდა, სინათლეზე წითელი ღვინით სავსე ბოთლი გეგონებოდათ! კონჩალოვკის სასმელი მოსწონდა დედის ყველა სტუმარს- ალექსეი ტოლსტოის, გრაფ იგნატევს, ქირურგ ვიშნევსკის და ბორის ლივანოვზე აღარაფერს ვამბობ“.

რედაქციის რჩევა

ყურადღება! ძალიან მნიშვნელოვანია  დაობებული მოცხარი არ გამოიყენოთ და ბოთლს ან ქილას სტერილიზაცია გაუკეთოთ. ერთ ცალ ცუდ კენკრას მთელი სასმელის გაფუჭება შეუძლია.

ინგრედიენტები:

  • 700 მლ არაყი
  • 1 კგ შავი მოცხარი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 5-6 მოცხარის ფოთოლი (სურვილის მიხედვით)

მომზადება:

1. მწიფე მოცხარი გარეცხეთ და ყუნწები მოაშორეთ.

2. მოცხარი მინის ქილაში გადაიტანეთ.

3. შაქარი მოაყარეთ და რამდენჯერმე შეანჯღრიეთ.

4. ქილას მარლა დააფარეთ და რამდენიმე დღით მზის სხივების ქვეშ – ფანჯრის რაფაზე დადეთ.

5. დღეში 2-3-ჯერ ქილა შეანჯღრიეთ, რომ შაქრის ფხვნილი მოცხარის წვენში ბოლომდე გაიხსნას.

6. ორი დღის შემდეგ არაყი დაასხით და კარგად აურიეთ. ჭურჭელი ერთი თვით მაცივარში შეინახეთ.

7. დროის გასვლის შემდეგ რამდენიმე ფენად გაკეცილ მარლაში სასმელი გადაწურეთ.

8. ესეც ასე, შავი მოცხარის სასმელი მზადაა. მას შესანიშნავი სურნელი აქვს. მოცხარის ლიქიორი საზაფხულო და ძალიან გემრიელი სასმელია.

სურვილის მიხედვით, პიკანტური გემოს მისაცემად სასმელს შეგიძლიათ რამდენიმე დაქუცმაცებული მოცხარის ფოთლები დაუმატოთ.

შავი მოცხარის ფოთლები უფრო დიდი რაოდენობით C ვიტამინს და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, ვიდრე კენკრა. შავი მოცხარის ფოთლები ნაყენი სისხლძარღვებს წმენდს და არტერიულ წნევას ამცირებს, ამასთან სასმელს შეუდარებელ არომატს ანიჭებს.

ამ ტრადიციას ორასწლიანი ისტორია აქვს. მოცხარის ფოთლებზე დაყენებულ სპირტიან სასმელს ვხვდებით გონჩაროვის, გოგოლის და სხვა კლასიკურ რუსულ ლიტერატურაში.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.