რეფლექსოლოგია: ტერფების მასაჟი ზურგის ტკივილის დავიწყებაში დაგეხმარებათ

2126

რეფლექსოლოგია აკუპუნქტურის ერთ-ერთი სახეობაა, ალტერნატიული მედიცინა, რომელიც სწორად შესრულების შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა. რეფლექსოლოგია ეფექტური გახდა იმ რწმენით, რომ ადამიანის ხელებზე, ტერფებსა და ყურებზე მთელი ორგანიზმის ამსახველი სისტემაა მოთავსებული. შესაბამისად, ამ ზონებზე სწორი ზემოქმედება ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს. რეფლექსოლოგიის ეფექტურობა სხვადასხვა კვლევებმა დაადასტურა.

„ვივიენი“ გიამბობთ, როგორ დაამარცხოთ ზურგის და წელის ტკივილის რეფლექსოლოგიის დახმარებით. ამისთვის ტერფებზე წერტილები და დამხმარე ვარჯიშები უნდა შეისწავლოთ. ერთმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ადამიანისთვის ასეთი მასაჟი უფრო ეფექტური და სასარგებლოა, ვიდრე ჩვეულებრივი ზურგის მასაჟი.

როგორ უნდა იპოვოთ „ხერხემალი“ ტერფზე?

„ხერხემლის“ სარეფლექსო წერტილები ტერფების შიდა ხაზზე, ცერა თითის წვერიდან ქუსლამდეა განლაგებული. ამ ზონის რეფლექსებზე სწორი ზემოქმედებისთვის მარჯვენა ფეხი მარცხენა ხელით უნდა დაიკავოთ.

მასაჟი კისრის არეში ტკივილის შესამცირებლად

თქვენ მარჯვენა ხელის ცერა თითი უნდა გამოიყენოთ, რომ ამ თითით მთელი „ხერხემალი“ დაიაროთ. შეხება ფეხის თითებიდან უნდა დაიწყოთ, ხელის ცერა თითი ყველა რეფლექსურ წერტილს მჭიდროდ უნდა დააჭიროთ

მასაჟი ზურგის და წელის ტკივილის საწინააღმდეგოდ

პირველ რიგში, შეგიძლიათ კვლავ „ხერხემლის“ მასაჟი გაიკეთოთ. მეორე მხრივ, ასეთი მასაჟი მთელ ტერფზე და ქუსლის ირგვლივ გაიკეთეთ. ცერა თითით ამ წერტილებზე ძლიერი ზეწოლა უნდა მოახდინოთ, რომ ყველა რეფლექსური ზონა გააქტიუროთ.

ეს მასაჟი ბევრ დროს (3-5 წუთი) არ წაგართმევთ, სამაგიეროდ ზურგის, წელის და კისრის არეში ტკივილის შემცირებაში დაგეხმარებათ. სცადეთ, იქნებ მოგეწონოთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.