რისი თქმა შეუძლია ენის ცვლილებას თქვენს ჯანმრთელობაზე?

1
787

ენა არის ორგანო, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის გვჭირდება საკვების გადასამუშავებლად, გემოს აღსაქმელად და მეტყველებისთვის. ენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისთვის, რომლებიც ენას დედის რძის მოსაწოვად იყენებენ.

გარდა ამისა, ენა ჯანმრთელობის მდგომარეობის მანიშნებელია. დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, თუ ენის ცვლილებას თქვენს ჯანმრთელობაზე რისი თქმა შეუძლია.

რას ამბობს ენის ცვლილება თქვენს ჯანმრთელობაზე?

1. თეთრი ლაქები

ენაზე თეთრი ლაქები ხშირად პირის ღრუს ჰიგიენასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების მანიშნებელია. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება სახიფათო დაავადების მანიშნებელი იყოს, მათ შორის ადრეული სტადიის სიმსივნის.

  • ენაზე თეთრი ლაქები შეიძლება გამოიწვიოს:
  • გაუწყლოებამ;
  • დიდი რაოდენობით რბილი საკვების მოხმარებამ;
  • პირის სიმშრალემ;
  • მოწევამ ან ალკოჰოლის მიღებამ;
  • ციებ-ცხელებამ.

2. შავი („თმიანი“ ) ენა

საშიში შესახედაობის მიუხედავად, ენის სიშავე სერიოზული დაავადების მანიშნებელი არაა. ის, რაც გარეგნულად თმას გავს, სინამდვილეში ორგანოს ზედაპირზე ზომაში გაზრდილი თავებია, რომელშიც საკვების ნარჩენები რჩება. ეს კი ბაქტერიების და მიკრობების განვითარებას იწვევს.

ასეთი მდგომარეობა შეიძლება პირის ღრუს ცუდმა ჰიგიენის, არასაკმარისად წარმოებული ნერწყვის ან ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენით იყოს გამოწვეული.

3. ღია-მოწითალო ფერის ენა

ეს შეიძლება კავასაკის დაავადების ნაადრევი ნიშანი იყოს. კავასაკი იშვიათი და სერიოზული დაავადებაა, რომელსაც კორონარული და სხვა სისხლძარღვების დაზიანება ახასიათებს. ყველაზე ხშირად ბავშვებში გვხვდება. ასევე ღია-მოწითალო ფერის ენა შეიძლება B3 ვიტამინის დეფიცით ან სკარლატინის სიმპტომით იყოს გამოწვეული.

4. კონუსის სახის თავები ენაზე

სოკოვანი პაპილა (წვრილი კონუსები ენის ზედაპირზე და გვერდებზე) შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო ზომაში გაიზარდოს.

ხშირ შემთხვევაში შფოთვის მიზეზი არ არსებობს, თუმცა ასეთი ფენომენი შეიძლება სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს, მათ შორის:

  • ენის პაპილიტი;
  • აფტოზური წყულულები;
  • სკვამოზური პაპილომა;
  • სკარლატინი;
  • პირის ღრუს სიმსივნე;
  • ტრავმატული ფიბრომა;
  • სიფილისი;

5. ენის სიმსივნე

დაავადება შეიძლება წინა ნაწილზე ან დასაწყისზე ენის დაზიანებით ან შეშუპებით გამოვლინდეს, თუმცა ადრეული სტადია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

სხვა ნიშნები შეიძლება იყოს:

  • ენის წყლული, რომელიც დიდხანს არ ქრება;
  • ყლაპვის დროს ტკივილი;
  • ენის დაბუჟება;
  • ენიდან სისხლდენა თვალხილული მიზეზის გარეშე;
  • ყელის ტკივილი, რომელიც დიდხანს არ გადადის.

თუ თქვენი ენა ზემოთ აღწერილი მდგომარეობიდან ერთ-ერთში უკვე დიდი ხანი არის, გირჩევთ ექიმს დაუყონებლივ მიმართოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Loading...

1 ცომენტარი

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი