7 მნიშვნელოვანი პროდუქტი ქალის ჯანმრთელობისთვის

1955

მგონი ბავშვებმაც იციან, თუ  რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს კვება ადამიანის ცხოვრებაში. სწორად შერჩეული პროდუქტების დახმარებით შეძლებთ წონის დაკარგვას, სისხლძარღვების გაუმჯობესებას, სხეულის კარგი ფორმების შენარჩუნებასა და დაავადების გამოვლენის პრევენციას.

სასარგებლო პროდუქტები ინტიმური ჯანმრთელობისთვის

სრულყოფილი და მრავალფეროვანი კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის, რადგან მათი მისიაა – ორსულობა და ბავშვის გაჩენა. თუ რეპროდუქციული ფუნქცია თქვენთვის ისე აქტიური აღარ არის, მაინც სასურველია იცოდეთ, თუ ინტიმური ჯანმრთელობისთვის რომელი პროდუქტებია სასარგებლო.

1. ბროკოლი

აქვე შედის კომბოსტო (ყვავილოვანი და თეთრი), რომელიც სიმსივნური უჯრედების გაჩენას შესანიშნავად ებრძვის. ერთი თეფში ბროკოლი, მაგალითად, C ვიტამინის დღიურ ნორმას შეიცავს. ასევე, მასში A ვიტამინი შედის.

2. კაკალი

ის ნახშირწყლებს, A, E და B ჯგუფის ვიტამინებს, ნახევრად უჯერ ცხიმოვან მჟავებს და რთულ ცილებს შეიცავს. ამის წყალობით კაკალი მენსტრუაციული ციკლის დასარეგულირებლად და ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია.

3. გრეიფრუტი

C ვიტამინით მდიდარი ხილი ზრდის იმუნიტეტს, ცხიმის წვას ხელს უწყობს და დაღლილობას ებრძვის, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, ასევე სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს.

4. ისპანახი

და მსგავსი მწვანილი – სალათის ფურცლები, ოხრახუში, კამა დაბერებას შესანიშნავად ებრძვის. ისპანახი ბევრ ცილას, ვიტამინს, მიკროელემენტს და სასარგებლო უჯრედისს შეიცავს. ის დაბალკალორიულ პროდუქტად ითვლება, სწორედ ამიტომ შეეფერება მათ, ვინც წონას ყურადღებას აქცევს.

5. ჭარხალი

ძირნაყოფი მდიდარია კალიუმით, რკინით, მაგნიუმით, იოდით, ფოლიუმის მჟავით და კიდევ ბევრი სასარგებლო ნივთიერებით. ის სიმსივნურ უჯრედებს და ანთებას ებრძვის. ასევე ჭარხლის წვენი მაღალ წნევას შესანიშნავად ამცირებს.

6. ლურჯი მოცვი

კენკრას სუპერ ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს. ის გულ-სისხლძარღვთა დაავადების, დიაბეტის და ართრიტის რისკს ამცირებს, ასევე თავის ტვინის მუშაობას ხელს უწყობს.

7. იოგურტი

როგორც ნებისმიერი ფერმენტირებული რძის პროდუქტი, მათ შორის კეფირი, იოგურტი შეიცავს ჯანსაღ „პრობიოტიკებს“ – ბაქტერიებს, რომელთაც ორგანიზმის დაცვის ფუნქცია აქვთ. ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს, კუჭის წყლულის და ვაგინალური ინფექციების რისკს ამცირებს.

ახლა უკვე იცით, თუ რომელი ძირითადი პროდუქტები უნდა მიიღოთ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.