ეზოთერიკები გემუდარებიან: სახლიდან ეს 5 ნივთი არავითარ შემთხვევაში არ გადააგდოთ.

0
13625

ირგვლივ ყველა გვასწავლის, რომ სახლიდან, ცხოვრებიდან და თავიდან ზედმეტი ნივთები სინანულის გარეშე უნდა მოიცილოთ. და ჩვენ ამ მოსაზრებას ვეთანხმებით: ხარახურას ადგილი სანაგვე ყუთშია. თუმცა ეზოთერიკები ირწმუნებიან, რომ არსებობს ნივთები, რომელთა გადაგდება კატეგორიულად არ შეიძლება.

დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, სახლიდან რისი გადაგდება არ შეიძლება და როგორ უნდა მოიშოროთ მოძველებული ნივთები.

როგორ უნდა გადააგდოთ ნივთები

1. საათი

ითვლება, რომ მუშა საათის გადაგდება ცუდი ნიშანია. ასე შეიძლება საკუთარი დრო გადააგდოთ. საათი, რომელიც სახლში საკმაოდ დიდხანს გქონდათ, დიასახლისის ენერგეტიკით ივსება. თუ ვინმე თქვენს საათს აიღებს, ეს თქვენს ენერგეტიკაზე ცუდ გავლენას იქონიებს.

უმჯობესია საათი გააკეთოთ, სანამ ეს შესაძლებელია. თუ საბოლოოდ გატყდა, წვრილ დეტალებად უნდა დაფშვნათ და ასე გადააგდოთ, თან წარმოთქვით: „კარგი მსახურობისთვის მადლობა. სამშვიდობეზე გიშვებ, რომ სხვა მფლობელებმა არ იცოდნენ.“

2. საფულე

საფულე ფულის თილისმაა, ის ფულის ენერგეტიკით არის დამუხტული. სწორედ ამიტომ საფულე სწორად უნდა შეცვალოთ, რომ საკუთარ თავს შემოსავლის ენერგეტიკა არ წაართვათ. როცა საფულე მოძველდება და უკვე ახლის შეძენა გსურთ, მცირე რიტუალი უნდა ჩაატაროთ.

პირველ პერიოდში ძველი და ახალი საფულე ერთად ატარეთ, შემდეგ ცოტა ხნით სახლში დატოვეთ. ახალი საფულიდან ქაღალდის ფული აიღეთ, ძველში მოათავსეთ და გადააგდეთ. ასევე ახალი საფულე ფულის ენერგეტიკას აიღებს და ფინანსური კუთხით ყველაფერი კარგად გექნებათ.

3. სურათები

რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, სურათები მხოლოდ იმ ადამიანის ენერგეტიკას ინახავს, რომელიც მასზე არის გამოსახული. სურათებით სხვადასხვა რიტუალს ტყუილად არ ატარებენ. უარყოფითი ზემოქმედებისგან თავი რომ დაიცვათ, სურათები სჯობს არ გადააგდოთ. ძველი სურათები სჯობს ალბომში შეინახოთ.

თუ მაინც გსურთ იმ სურათების მოშორება, რომლებიც თქვენში ცუდ მოგონებებს იწვევენ, სჯობს დაწვათ.

4. პური

საერთოდ, საკვების გადაგდება არ შეიძლება, მაგრამ ზოგჯერ სხვა გამოსავალი არ არსებობს. აი, პურის გადაგდება კი კატეგორიულად აკრძალულია. პური – შემოსავლის, წესრიგის და კმაყოფილი ცხოვრების სიმბოლოა. ეს არა უბრალო ცრურწმენა, არამედ წინაპრების მიმართ პატივისცემაა. თუ პური გაფუჭდა, სჯობს ფრინველებს ან ბატებს დაუყაროთ და ისინი წვრილი ნამცეცებით გამოკვებოთ.

იგივე ეხება მარილს, რომელიც წარმატების და ოჯახური ბედნიერების სიმბოლოა. მარილის გადაგდებით ან გასესხებით საკუთარ კეთილდღეობას რისკის ქვეშ აყენებთ. ასე რომ, ასე არასდროს მოიქცეთ.

5. ხატი

უძველესი დროიდან ითვლება, რომ ნებისმიერი რელიგიური ნივთის გადაგდება არ შეიძლება: ხატები, წიგნები და ჯვრები. ყველა ეს ნივთი ადრე მემკვიდრეობით გადაეცემოდა. თუ ხატი არ გჭირდებათ და არ იცით, სად წაიღოთ, სჯობს ეკლესიაში დატოვოთ.

აი, ასეთი პატარა სია. აღსანიშნავია, რომ ეს უბრალოდ ცრურწმენაა, რომელსაც შეგიძლიათ დაუჯეროთ, ან უბრალოდ უგულებელყოთ. აქ, არჩევანი თქვენზეა.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი