ნაოჭები უკვალოდ გაქრება: შეჰრაზადას ნიღაბი ქალური სინაზისა და სილამაზისთვის.

11125

თითოეული ქალბატონი ოცნებობს იდეალურ კანზე. ვიღაცას ნაოჭების მოშორება უნდა, ხოლო ვიღაც პიგმენტური ლაქებისა და მსგავსი დეფექტებისგან გათავისუფლებას ცდილობს. პროგრესული ტექნოლოგიები ქალს საშუალებას აძლევს, ხორცი შეასხას ამ ოცნებას, მიუხედავად იმისა, რომ მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო დღემდე არაა ამოხსნილი.

სამაგიეროდ, ჩვენ ვიპოვეთ სახის მკვებავი ნიღბის რეცეპტი, რომელიც აშორებს ნაოჭებს, ჭიმავს კანს და აქვს მათეთრებელი ეფექტი. ამ რეცეპტს ახლავე გაგიზიარებთ.

კანის დასაჭიმი ნიღაბი

ჩვენ ამ საშუალებას შეჰრაზადის ნიღაბს ვუწოდებთ, რადგან მას ზღაპრული ეფექტი აქვს კანზე. აქტიური კომპონენტების თვისებების წყალობით, იგი არამხოლოდ კვებავს კანს, არამედ ნაოჭების გაგლუვებაშიც გვეხმარება. ნიღაბი ნაზად, თუმცა ინტენსიურად მოქმედებს კანზე.

ნიღბის მთავარი ინგრედიენტია მწყრის კვერცხი, რომელიც შეიცავს ვიტამინებსა და მკვებავ ნივთიერებებს დაუჯერებლად დიდი რაოდენობით. ამ საშუალების რეცეპტი საკმაოდ მარტივია და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან შედგება.

შემადგენლობა კანის ტიპის მიხედვით იცვლება და დღეს ჩვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ თქვენთვის იდეალურად მორგებული ნიღაბი.

ინგრედიენტები

  • 2 მწყერის კვერცხი
  • 5 წვეთი ლიმონის წვენი
  • 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. თაფლი

შეურიეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაიბანეთ სახე, მოიცილეთ კოსმეტიკა, არ გაიმშრალოთ და დაიტანეთ ნიღაბი ნოტიო კანზე 15-20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღბის ასეტი შემადგენლობა იდეალურია ნორმალური და კომბინირებული კანისთვის.

თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, ჩაანცვლეთ იგი ალოეს წვენით ან საერთოდ გამორიცხეთ რეცეპტიდან. თაფლს, რა თქმა უნდა, კანზე კარგი ეფექტი აქვს, თუმცა მის გარეშეც შეიძლება ნიღბის გამოყენება.

თუ ნიღაბს მშრალი კანისთვის ამზადებთ, ამოიღეთ რეცეპტიდან ლიმონის წვენი, ხოლო თუ ცხიმიანისთვის – ნიღაბი ზეითუნის ზეთის გარეშე უნდა მოამზადოთ. ასე შეძლებთ ისეთი ნიღბის დამზადებას, რომელიც თქვენს კანს მოუხდება.

ნიღბის შემადგენლობის შეცვლა სურვილისამებრ შეგიძლიათ ეთერზეთების დამატებით. მისი მთავარი საიდუმლო მწყერის კვერცხია, სხვა დანარჩენი კი მხოლოდ სრულყოფს ეფექტს.

გაანებივრეთ კანი ასეთი ნიღბით კვირაში ერთხელ მაინც. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, მალევე შენიშნავთ, თუ როგორ გაღიავდა, გალამაზდა და გაჯანსაღდა კანი, ნაოჭების სიმკვეთრემ კი იკლო. შეჰრაზადის ნიღაბს ნამდვილად ჯადოსნური ძალა აქვს.