შვეიცარელი ექიმი: “მინუს 4 კგ მხოლოდ დასაწყისია, ოღონდ საუზმე არ გამოტოვოთ…”

5306

იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ქალბატონები მუდმივად ცდილობენ სრულყოფას როგორც ინტელექტუალურ და სულიერ, ისე ფიზიკურ ასპექტშიც, სულ უფრო პოპულარული ხდება განსხვავებული დიეტა.

დემოლის დიეტა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება და განსაკუთრებით კარგია, თუ ცხოვრების აქტიურ წესს ეწევით, ის გამოც მკაცრ დიეტას ვერ იცავთ. იმის დამსახურებით, რომ ეს დიეტა ექიმის მიერაა შემუშავებული, მასში გათვალისწინებულია ორგანიზმის ფუნქციონირების ყველა თავისებურება და არაა შეზღუდული მკაცრი წესებით, როგორც სხვა დიეტებს სჩვევია.

ეს დიეტა ყველაზე ეფექტურია სეზონებს შორის. სპეციალისტები გვირჩევენ მის დაცვას წელიწადში ოთხჯერ: დეკემრის, მარტის, ივნისისა და სექტემბრის დასაწყისებში. თუ ასეთ დიეტას 4 დღის განმავლობაში ზედიზედ დაიცავთ, მოიშორებთ 2-4 კილოგრამს.

შვეიცარელი ექიმის დიეტა სხვებისგან იმითაც განსხვავდება, რომ იგი სწრაფ და, რაც მთავარია, უვნებელ გახდომას გვთავაზობს. მას არ გააჩნია უკუჩვენება, გარდა იმ დაავადებებისა, რომელთა დროსაც ნებისმიერი დიეტა აკრძალულია.

არსებობს გარკვეული წესები, რომლებზეც აუცილებლად უნდა იცოდეთ, სანამ ამ დიეტის დაცვას შეუდგებით.

სასარგებლო დიეტა

დიეტის დაცვის წესები

1. დღეში 1.5 ლ სუფთა წყალი უნდა მიიღოთ.

2. საკვები მცირე ოდენობით, დღეში ოთხჯერ უნდა მიირთვათ.

3. სპირტიანი სასმელები და ბურახი რაციონიდან უნდა გამორიცხოთ.

4. დღის განმავლობაში უნდა წაიხემსოთ არტკბილი ხილითა და ბოსტნეულით, რომლებიც არ შეიცავს სახამებელს(კომბოსტო, კიტრი, სალათის ფოთოლი, ხახვი, ცუკინი, ლობიო, მწვანილის ყველა სახეობა, ტკბილი წიწაკა).

ექიმმა დემოლმა შეადგინა იმ პროდუქტების სია, რომელთა გამოყენებითაც დიეტის პერიოდში თქვენი რაციონი მაქსიმალურად უნდა დააბალანსოთ და გაამრავალფეროვნოთ.

დაშვებული პროდუქტი დღის განმავლობაში

  • 300 გ მოხარშული ან მოთუშული ხორცი/თევზი ან რამდენიმე კვერცხი
  • 0.5 რძე ან რძის პროდუქტი 1-2% ცხიმიანობით
  • 7 ჩ.კ. შაქარი
  • 50 გ ხაჭო 5-9% ცხიმიანობით
  • 4 ნაჭერი სრულმარცვლოვანი პური
  • 100 გ უმაღლესი ხარისხის მაკარონი ან 2 მოზრდილი კარტოფილი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავად

სასურველი შედეგის მისაღებად, არავითარ შემთხვევაში არ დაუმატოთ ამ სიას რომელიმე პროდუქტი თვითნებურად. თუ რომელიმე პროდუქტი არ გიყვართ ან ალერგიას იწვევს, დაუფიქრებლად წაშალეთ სიიდან.

გაუზიარეთ მეგობრებს ეს მარტივი და სასარგებლო დიეტა. გისურვებთ ჯანმრთელობას!