დელიკატური ნიღაბი: ანტიპერსპიტანტების ნატურალური შემცვლელი

1451

სხეულის მოვლა სულ უფრო მეტ ასპექტს მოიცავს. ველნესის(ცხოვრების ჯანსაღი წესის კონცეფცია) მიმდევრები ქალებს ახსენებენ, რამდენად მნიშვნელოვანია იღლიების ზონის სილამაზე და ჯანმრთელობა, რისთვისაც მხოლოდ დეპილაცია არაა საკმარისი.

იღლიები უკვე დიდი ხანია, რაც ინტიმურ ზონად აღარ ითვლება. ქალები თავისუფლად განიხილავენ ამ ზონაში თმის არსებობის საკითხს, ზოგიერთი აქ თმას იღებავს კიდევაც. როგორც არ უნდა იყოს, იღლიის ზონაში კანის მოვლა აუცილებელია. ჩვენ მოგიყვებით, თუ რატომ უნდა დაიმატოთ ამ მონაკვეთში ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული ნიღაბი, რომლის რეცეპტსაც აქვე წარმოგიდგენთ.

თიხის ნიღაბი საშინაო პირობებში

იღლიების ზონისთვის არსებობს სპეციალური ნიღბები. ისინი შექმნილია მათთვის, ვისაც უნდა ანტიპერსპირანტების, რომლებიც ბლოკავს ოფლდენას, ნატურალური საშუალებით ჩანაცვლება ყოველგვარი ალუმინის, პარაბენის, ფტალატისა და ფორმალდეჰიდის გარეშე. იღლიის ნიღბები ყველა დროის საუკეთესო გამწმენდი კომპონენტებისგან – თიხისა და ქოქოსის ზეთისგან მზადდება.

მომხმარებელთა დიდი ნაწილი ორგანიზმიდან ტოქსინებს დევნის, რითაც ნატურალურ დეზოდორანტს უფრო ეფექტურს ხდის. იღლიაზე ნიღაბი სასიამოვნო სურნელს ტოვებს. იგი, ასევე, ხელს უშლის გაღიზიანებას და აღიავებს დელიკატურ ზონას.

მომზადება და გამოყენება

შეურიეთ 1 შეკვრა თიხა(აფთიაქში შეიძენთ), 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი და 0.5 ჩ.კ. წინასწარ გამთბარი ქოქოსის ზეთი. ასევე, შეგიძლიათ დაუმატოთ საყვარელი ეთერზეთი, მაგალითად, ფორთოხლის ან ვანილის. გააჩერეთ მასა 30 წუთით იღლიის ზონაში და ჩამოიბანეთ. ნიღაბი უსიამოვნო სუნისა და გაღიზიანებისგან გაგათავისუფლებთ.

ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 2-3ჯერ. ასევე, არ დაგავიწყდეთ საღამოს, შხაპის შემდეგ იღლიების დატენიანება კრემით.