მებაღემ აყვავებული ბაღის საიდუმლო გაგვანდო: აი, როგორ უნდა შექმნათ სამოთხე საკუთარ ნაკვეთზე

0
2890

აგარაკი არა მხოლოდ ახალი ხილის და ბოსტნეულის მოსავალს, არამედ ხეებისა და ყვავილების თვალწარმტაც სურათს უკავშირდება. ბებიასთან აგარაკზე ყოფნის დროს ყოველთვის სასიამოვნოა სახლის ვერანდაზე ჯდომა, ახალი ხილის კომპოტის დალევა, გარგარის ხეზე შემომჯდარი ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა და სახლთან ახლოს დარგული ტიტების სურნელის ყნოსვა.

ერთი შეხედვით, ასეთი მყუდრო გარემო თავისით შეიქმნა, თუმცა ყველაფერი ასე არ ყოფილა. ყველა ყვავილის კლუმბი, ხე და ბუჩქი ბებიამ მზრუნველობით გამოზარდა, ამიტომ ახლა ამ მყუდრო ატმოსფეროთი დიდი ხნით ტკბობის სურვილი მიჩნდება.

ლანდშაფტური დიზაინი აგარაკზე

არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც კარგად გამოიმუშავებენ იმით, რომ გეგმავენ სახლის გარშემო რომელი მცენარე უნდა დაირგას. ისინი მცენარეების კომპოზიციებსაც ქმნიან. სპეციალისტთან დაკავშირება არ იჩქაროთ. თუ ბებიას ასე ლამაზად გამოუვიდა, თქვენც შეძლებთ.

„ვივიენი“ გიამბობთ, როგორ განაახლოთ აგარაკზე ლანდშაფტური დიზაინი საკუთარი ხელით. აუცილებელი არა, რომ აგარაკზე დიზაინის განახლებაში ბევრი ფული დახარჯოთ, მხოლოდ რამდენიმე მცენარის დარგვა საკმარისი იქნება.

ძახველი

ყველა მებაღე გირჩევთ, სახლთან ძახველი არა მხოლოდ კენკრის მოსაკრეფად დარგოთ. ძახველი ამინდის ბუნებრივი მაჩვენებელია. ამინდის მიუხედავად, როცა ძახველი ყვავილობს, შეგიძლიათ განსაზღვროთ ბაღში სხვა მცენარეების დარგვა როდის ღირს.

ჟასმინი

სურნელოვანი ბუჩქი, რომელიც არა მხოლოდ ყვავილების სასიამოვნო სუნით გაგახარებთ, არამედ არასასურველი თვალისგან დაგიცავთ. თუ აგარაკზე სამმეტრიანი ღობე არ გაქვთ, არამედ უბრალოდ ბადეს ან დაბალ ღობეს იყენებთ, თქვენთვის ჟასმინი ბუნებრივი ღობე გახდება.

გვირილა

გვირილა ღობეს გასწვრივ უპრეტენზიოდ იზრდება. ისინი შეგიძლიათ აუზის ან ღობის გარშემო დარგოთ, რომ ბაღი ცარიელი არ გამოჩნდეს. ბაღის გვირილებს მოვლა არ სჭირდებათ, ყოველწლიურად თავის ადგილზე შესანიშნავად გაიზრდება.

ჰოსტა

ამ მცენარის მრავალი სახეობა არსებობს. გამზირის გასწვრივ, ან ჟასმინის ბუჩქების ქვეშ სახლის მწვანე მცენარეებს ჰარმონიულად ერწყმის.

ყვითელი შროშანი

ყვითელი შროშანი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოსდა თქვენ გუბურასთან ხართ. ამ მცენარეს წყალი ძალიან უყვარს. შეგიძლიათ ჭის ახლოს დარგოთ. ყვითელი შროშანი ზღაპრულ ატმოსფეროს შექმნის.

გრაკლა

გრაკლა და ჰოსტა ერთად შესანიშნავად იზრდება. ეს ერთ-ერთ ის მცენარეა, რომლის ერთხელ დარგვა დაგჭირდებათ, შემდეგ კი შეგიძლიათ მისით დატკბეთ.

ნატალია გიამბობთ, როგორ მოუაროთ მცენარეებს ბაღში სწორად. სახლის ირგვლივ მან იმდენი ლამაზი ყვავილი დარგო, რომ მათ თვალს ვერ მოაშორებთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი