ჩინეთის კოსმეტიკურ სალონებში ასეთ მასაჟს აკეთებენ. აი, რატომ გამოიყურებიან აზიელი ქალები ახალგაზრდულად

2
1076

თვალის ირგვლივ კანი ასაკის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე ნაზი და მგრძნობიარე ნაწილია. სწორედ სახის ამ ნაწილით შეიძლება განსაზღვროთ, რომ ქალი უკვე 25 წლის არ არის.

თვალის ირგვლივ კანის მოვლა

კანის სხვა ნაწილებზე შეიძლება მინიმუმ ზრუნვით შემოიფარგლოთ, მაგრამ თვალის ირგვლივ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

საუკეთესო ვარიანტი კომპლექსური მოვლა იქნება, რომელიც როგორც მასაჟს, ასევე ყველა შესაძლო კრემსა და გელს მოიცავს.

დღეს „ვივიენი“ გთავაზობთ თვითმასაჟის მარტივ კომპლექსს, რომლის შესრულებას თითქმის ყველა შეძლებს როგორც სახლში, ასევე სამსახურში.

ასეთ კომპლექსურ მოვლას ხშირად აზიურ კოსმეტიკურ სალონებში ნიღბების და სხვა კოსმეტიკური პროცედურების გაკეთების წინ იკეთებენ. თავიდან ის იაპონელმა კოსმეტოლოგმა გამოიგონა და შიაცუ ეწოდება.

სახელწოდება რამდენიმე სიტყვიდან წამოვიდა: „დაჭერა“ და „თითი“. მასაჟი კი იაპონელმა ტოკუძირო ნამიკოსიმ ართრიტის სამკურნალოდ გამოიგონა. მან ადამიანის სახის ანატომიაში საკუთარი ცოდნა გამოიყენა და რამდენიმე ტიბეტური გამაჯანსაღებელი ტექნოლოგია დაამატა.

თავად ტოკუძირომ 100 წლამდე იცხოვრა და ასაკთან შედარებით ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. საინტერესოა ფაქტი, რომ იაპონელს ველოსიპედი არ გამოუგონია. იაპონელი ამბობდა, რომ მისი ტექნიკა ადამიანის ინსტიქტებზეა დაფუძნებული. ჩვენ  დარწმუნებული ვართ, რომ მტკივნეული ადგილისთვის ხელი არაერთხელ გადაგისმიათ.

რატომ მუშაობს ეს წერტილოვანი მასაჟი? საქმე იმაშია, რომ გარკვეულ წერტილებზე დაჭერით სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და შედეგად ყველა გაცვლითი პროცესი უფრო უკეთ მიმდინარეობს.

ამ მასაჟის შესრულების დროს არ დაგავიწყდეთ, რომ ძლიერი დაჭერა და ზედმეტი ზეწოლა საჭირო არაა. ამ წერტილებს ისე დააჭირეთ, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ.

1. ცხვირის ფუძეზე ნაოჭების მოსაშორებლად წარბებს შუა ადგილზე სამი თითი (საჩვენებელი, შუა და ნეკა) დააჭირეთ. 10 წამის განმავლობაში მხოლოდ თითის ბალიშებით დააჭირეთ. ვარჯიში 2-ჯერ აუცილებლად გაიმეორეთ.

2. თვალის ირგვლივ კანის გასაახალგაზრდავებლად თითოეული ხელის სამი თითი თვალების ქვეშ დაიდეთ. დაჭერის ხანგრძლივობა – 10 წამი.

3. შეშუპების მოშორებაც ძალიან მარტივია. ეს ვარჯიში განსაკუთრებით სასარგებლო შუა ხნის ქალებისთვის იქნება. 30 წლის შემდეგ თვალის ირგვლივ კანის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია ქალებისთვის, რომელთაც სურთ რომ კარგად გამოიყურებოდნენ.

საჩვენებელი თითებით თვალების შიდა კუთხეებს 3 წამით დააჭირეთ. ვარჯიშის მეორე ვარიანტიც არსებობს. ამისთვის საჩვენებელი და შუა თითებით „ჩანგალი“ უნდა გააკეთოთ და თვალების ქვეშ დააჭიროთ.

4. ბალზაკის ასაკში ქალების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა „ბატის თათებია“. 40 წლის შემდეგ თვალის ირგვლივ კანის მოვლაში ანტიასაკობრივი ვარჯიშიდან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა შედიოდეს.

საჩვენებელი თითები თვალის გარე კუთხეებს დაადეთ და ეს ზონა კარგად გააცხელეთ. ამის შემდეგ სახის კუნთები საფეთქლებისკენ ოდნავ ასწიეთ. აუცილებლად კუნთები ასწიეთ და არა კანი.

5. ხშირად ისე ხდება, რომ ასაკის მატებასთან ერთად წარბები ოდნავ დაწეული ხდება, ეს ნორმალური მოვლენაა, თუმცა მასთან ბრძოლას მასაჟის დახმარებით წარმატებით შეძლებთ.

ამისთვის წარბების შიდა და გარე კუთხეებზე, ასევე ცენტრში თითები დაიდეთ. ოდნავ დააჭირეთ და ზემოთ ასაწევი მოძრაობა შეასრულეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Loading...

2 კომენტარები

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი