როგორ გამოვაცხოთ თევზი სადღესასწაულო სუფრისთვის: 3 მარტივი რეცეპტი

2876

თევზის გამოცხობის დროს, დიასახლისს ორი შედეგის ეშინია: თევზის სუფრაზე უმად ან გამომშრალად მიტანა. როგორ მოვამზადოთ თევზი ისე, რომ პროდუქტი წვნიანი და ნაზი გამოვიდეს? კალმახთან და ორაგულთან საქმე მარტივადაა, რადგანაც ეს სახეობები ისედაც ცხიმიანია. სიბასი, სკუმბრია და კარასიც ცხიმიანი სახეობებია, თუმცა, ცხობის დროს ესაჭიროება ზეთის დამატება. ხეკი და ვირთევზა უცხიმოა, ანუ სოუსთან ერთად უნდა გამოაცხოთ.

თუმცა, ნებისმიერი რჩევა პრაქტიკაში უნდა გამოიყენოთ, არა? ამიტომაც გთავაზობთ თევზის მომზადებას ღუმელში კარტოფილთან, სტაფილოსთან, ხახვთან, მწვანილთან და სანელებლებთან ერთად ჩვენი რეცეპტებით.

თევზი ფოლგაში

ინგრედიენტები

  • 400 გ თევზი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ლიმონი
  • 1 სტაფილო
  • 0.5 კონა მწვანილი
  • თევზის სანელებელი გემოვნებით
  • კარაქი გემოვნებით
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაწმინდეთ და გარეცხეთ თევზი. შეაზილეთ სანელებლები.
  2. გათალეთ ხახვი, დაჭერით რკალებად. გათლილი სტაფილო დახეხეთ მსხვილად. ლიმონი დაჭერით ლებნებად.
  3. შეწვით ხახვი და მარილი კარაქზე. გატენეთ ამ მასით თევზი.
  4. სუფთა ზედაპირზე დადეთ ფოლგა. მოათავსეთ ნახევარი ლიმონი, ზემოდან თევზი და ისევ ლიმონი.
  5. აცხვეთ 180 °С-ზე 60 წუთით. მირთმევამდე მორთეთ თევზი მწვანილით.

თევზი ბოსტნეულის ბალიშზე

ინგრედიენტები

  • 800 გ თევზის თეთრი ფილე
  • 2 თავი ხახვი
  • 10 კარტოფილი
  • 250 მლ არაჟანი
  • 100 გ მყარი ყველი
  • 300 მლ რძე
  • 2 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • კარაქი გემოვნებით
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გათალეთ კარტოფილი, დაჭერით წრეებად და მოხარშეთ მარილ-წყალში ნახევარმზაობამდე.
  2. შეწვით დაჭრილი ხახვი კარაქზე. დაუმატეთ ფქვილი, არაჟანი და რძე. აადუღეთ სოუსი, ცეცხლის გამორთვის შემდეგ დაუმატეთ მარილი და პილპილი.
  3. წაუსვით ფორმას კარაქი. პირველ ფენად დაალაგეთ კარტოფილი, შემდეგ თევზი. მოაყარეთ მარილი და ისევ დაალაგეთ კარტოფილი. მორწყეთ სოუსით.
  4. აცხვეთ 200 °С-ზე 40 წუთით. მზაობამდე 5 წუთით ადრე მოაყარეთ თევზს ყველი და ისევ შედგით ღუმელში.

წითელი თევზი ბოსტნეულით

ინგრედიენტები

  • 0.5 კგ წითელი თევზი
  • 0.5 თავი თეთრი კომბოსტო
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 2 სტაფილო
  • 2 პომიდორი
  • 2 თავი ხახვი
  • 200 გ მდნარი ყველი
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • 0.5 კონა მწვანილი
  • 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ხახვი, დახეხეთ სტაფილო, დაჭერით ბულგარული წიწაკა კუბებად, დააქუცმაცეთ კომბოსტო.
  2. ჯერ შეწვით ხახვი სტაფილოსთან ერთად, შემდეგ დაუმატეთ წიწაკა და კომბოსტო, შეწვით დარბილებამდე.
  3. შემდეგ დაუმატეთ ტაფას პომიდვრებიც და მოთუშეთ ყველაფერი.
  4. გაწმინდეთ და გარეცხეთ თევზი, შეაზილეთ მარილი და პილპილი.
  5. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი. მოათავსეთ მასზე შემწვარი ბოსტნეულის ნახევარი, შემდეგ თევზი. მოაპკურეთ მას ლიმონის წვენი და მოაყარეთ დარჩენილი ბოსტნეულიც.
  6. წაუსვით ამ ყველაფერს ცოტაოდენი არაჟანი
  7. აცხვეთ 180 °С-ზე 45-50 წუთით. მომზადებამდე 10 წუთით ადრე მოაყარეთ დახეხილი ყველი და დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!

გაქვთ თევზის გამოცხობისათვის უკეთესი რეცეპტები? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.