სალათების სამეული ბაბუაწვერას ფოთლებისგან: „პირველი მწვანილი“, „მზიანი“ და „მწვანილის სახელოები“

2859

გაზაფხულის დადგომისთანავე ორგანიზმისთვის სასარგებლო მწვანილები ნიადაგიდან თავს ყოფს. ერთ-ერთი პირველი ბაბუაწვერა იზრდება.  მცენარის აყვავილებამდე მისი ფოთლები შეგიძლიათ ვიტამინების ბალანსის აღსადგენად გამოიყენოთ.

ბაბუაწვერა სამკურნალო მცენარეა, მის ფესვებს ნაღველმდენი ეფექტი აქვს, მას ქოლეცისტიტის, სიყვითლის, გასტრიტის და კოლიტის დროს იყენებენ.

ბაბუაწვერას ფოთლები

მის ფოთლებს იყენებენ, როგორც ვიტამინების დანამატს და არა მხოლოდ: როცა მედიკამენტები არ არსებობდა, ბაბუაწვერას იპოქონდრიის საწინააღმდეგოდ იყენებენდნ.  მცენარე ფეთქებად და ადვილად აღგზებად ადამიანებზე დადებითად მოქმედებს.

სალათისთვის უნდა შეარჩიოთ ახალგაზრდა ფოთლები, რომლის კანი გაუხეშებული არაა, მცენარეს აყვავება ახალი დაწყებული უნდა ჰქონდეს.

„პირველი მწვანილი“

ინგრედიენტები:

  • 1 კიტრი
  • 300 გრ ბაბუაწვერას ფოთლები
  • 1 ს/კ მზესუმზირას თესლები ან ნუშის ფანტელები
  • 200 გრ ჭვავის ორცხობილა
  • 1 ს/კ ზეითუნს ზეთი
  • 1 ჩ/კ ღვინის ძმარი
  • 1 ჩ/კ მდოგვი
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ სოიოს სოუსი

მომზადება:

  1. მწვანილი ცივ წყალში გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაჭერით. კიტრი წვრილად დაჭერით.
  2. ზეითუნის ზეთის, ღვინის ძმრის, მდოგვის, თაფლისა და სოიოს სოუსისგან მოსართავი მოამზადეთ. ერთგვაროვანი ემულსიის მიღებამდე კარგად აურიეთ. ფოთლებს და კიტრს მოასხით.
  3. როცა კარგად გაიჟღინთება, ორცხობილა, თესლი ან კაკალი დაუმატეთ.

„მზიანი“

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 400 გრ ბაბუაწვერას ფოთლები
  • 2 ს/კ ვაშლის ძმარი
  • 4 ს/კ გოგრის ზეთი
  • 1 ჩ/კ მდოგვი
  • 1 თავი ხახვი
  • 8 ცალი ჩერის პომიდორი
  • ოხრახუშის და კამის პატარა კონა
  • ესტრაგონი, მარილი, დაფქული თეთრი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. კვერცხი მოხარშეთ და თხელ ფენად დაჭერით. ბაბუაწვერას ფოთლები დაჭერით.
  2. მოსართავად გოგრის ზეთი ვაშლის ძმართან და მდოგვთან ერთად ათქვიფეთ. მარილი, წიწაკა, დაჭრილი ხახვი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კამა დაუმატეთ.
  3. ყველაფერი აურიეთ და სოუსი მოასხით. ზემოდან შუაზე გაჭრილი ჩერის პომიდორი დააწყვეთ.

„მწვანილის სახელოები“

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ბაბუაწვერას ფოთლები
  • 2 ნაჭერი ოდნავ დაძველებული პური „ბატონი“
  • 2 თავი ხახვი
  • 3 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
  • 1 ჩ/კ მდოგვი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 4 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. ბაბუაწვერას ფოთლები გარეცხეთ და გააშრეთ.
  2. პური კუბებად დაჭერით და ზეთში ხრაშუნა ქერქის მიღებამდე შეწვით. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით, შეწვით და პურს დაადეთ.
  3. ძმარი, შაქარი, მარილი, წიწაკა და მდოგვი აურიეთ, ცოტ-ცოტა ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ.
  4. თეფშზე ბაბუაწვერას ფოთლები მოათავსეთ, სოუსი მოასხით, ზემოდან პურის კუბები დააწყვეთ.

ბაბუაწვერას ფოთლებისგან ძალიან სასარგებლო, თავისებური გემოს მქონე სალათები გამოგივათ. მასში შედის კაროტინი, C, B2 ვიტამინი, ქოლინი, ნიკოტინის მჟავა, კალციუმი, კალიუმი, მანგანუმი, რკინა და ფოსფორი. გასინჯვა ღირს.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.