აი, ამ გაზაფხულს რაზე უნდა თქვან უარი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებმა

1848

გაზაფხული დადგა და თქვენ ახალი დასაწყისი გელოდებათ. გაზაფხულის ბუნიაობა 20 მარტს დაიწყო, როცა მზე ცეცხლოვან ნიშანში, ვერძში შევიდა. ეს კოსმოსური მოძრაობა ახალ მოგზაურობას გპირდებათ.

ზამთრის ყინვების შემდეგ ბუნების დათბობის დროს თქვენ თავს უფრო მხნედ გრძნობთ. სანამ ყველაფერ ახალს მიიღებთ, თქვენი არეულობა უნდა მოაწესრიგოთ. ეს არა უბრალოდ გარდერობის დალაგება ან მაგიდის გადაწმენდაა. დროა საკუთარი თავის ღრმა და საფუძვლიანი გადაფასება მოახდინოთ.

აი, რა უნდა მოიშოროთ პირველ რიგში:

ვერძი

უარის თქმა: პირველობის მუდმივი მოთხოვნა

ძვირფასო ვერძო, ყველამ უკვე იცის, რომ თქვენ „ნომერი პირველი“ ხართ. ზოდიაქოს პირველი ნიშანი და ეს თქვენი სეზონია, რა იქნება მასში ზედმეტი? დროა, ამ გაზაფხულს პირველობის სურვილი დათმოთ. გჯერათ თუ არა, მაგრამ კონკურენცია უბრალოდ თავიდან ამოიგდეთ!

სცადეთ, თქვენი ენერგია არა პროცესზე, არამედ სეირნობაზე მიმართოთ. გრძელვადიანი მიზნები დაისახეთ, რომლებიც დაუყონებლივ ვერ შესრულდება, და ნახეთ, რაც მოხდება, როცა თქვენ ინტერესების სფეროს გააფართოებთ. მოთმინებით და სტრატეგიით 10 ნაბიჯით წინ იქნებით იმისგან, რაც ადრე შეუძლებელი გეგონათ. ეს თქვენი გამარჯვება იქნება.

კურო

უარის თქმა: ვირზაზუნას დღე

ძვირფასო კურო, ყველაფერი სრულყოფილის მოყვარულო, თქვენ გმართავთ ვენერა, სიყვარულის, სილამაზის და ფულის პლანეტა. ფუფუნების ისეთი საგნები, როგორიცაა შოკოლადი და ღვინო, სიხარულს განიჭებთ, მაგრამ განვითარებაში ხელს გიშლიან.

ამ გაზაფხულს დროა კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ. საკუთარი თავი გამოცადეთ, კომფორტის ზონიდან გამოდით და ახალი, უცნობი ტერიტორიები შეისწავლეთ. ახალი სამსახური ან ურთიერთობა, ახალი გატაცება ან მოგზაურობა – ყველაფერი გამოდგება.

ტყუპები

უარის თქმა: თითქმის ყველა შეხვედრა თქვენს კალენდარში

ტყუპებო, მაპატიეთ, მაგრამ ორ ადამიანსაც  (თქვენს სიმბოლოს) კი არ შეუძლია თქვენი გადატვირთული გრაფიკის დაბალანსება. კალენდარს სოციალური მოთხოვნილებებით, შემთხვევითი სამუშაოთი და უჩვეულო გატაცებებით ტვირთავთ.

ამ გაზაფხულს თქვენი ცნობისმოყვარეობა შიგნით გადაიტანეთ, დრო მარტოობაში გაატარეთ, რომ დაფიქრება და მოდუნება შეძლოთ. როცა საკუთარ თავს დაფიქრების საშუალებას მისცემთ, დაინახავთ საგნებს, რომელთაც ადრე უბრალოდ ვერ ამჩნევდით. ასე რომ, შეჩერდით!

კირჩხიბი

უარის თქმა: გულის ირგვლივ ღობეების შექმნა

როგორც კიბორჩხალა რბილი არსება ხართ, რომელიც თავდასაცავად ჯავშანს იყენებს. თქვენ უსაფრთხოებას ძალიან სერიოზულად ეკიდებით! თქვენი ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დრო მოვიდა თქვენს საცხოვრებელს ციხესიმაგრესავით აღარ შეხედოთ. სხვებისგან თავის დაცვის ნაცვლად, ამ გაზაფხულს დრო უფრო ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს დაუთმეთ.

გახსოვდეთ, რომ უცხო ადამიანი მტრის სინონიმი არაა. ვინ იცის! ვინც ჯერ კიდევ არ გინახავთ, შეიძლება თქვენი საუკეთესო მეგობარი, საქმიანი პარტნიორი ან მონათესავე სული გახდეს. გარისკვა ღირს, ასე არაა?

ლომი

უარის თქმა: აღიარებით თქვენი შეპყრობა

გაშალეთ წითელი ხალიჩა და სამეფო ნიშანს ადგილი დაუთმეთ! დახვეწილი, მეფური და წამოუდგენელი ლომი დაიბადა იმისთვის, რომ იბრწყინოს! თუმცა ამ გაზაფხულს სჯობს დარწმუნდეთ, რომ ყველა გადაწყვეტილება ეგოთი ნაკარნახევი არაა.

ბევრ დროს ხარჯავთ იმაზე, თუ სხვები როგორ აღგიქვამენ, მაგრამ ამ გაზაფხულს ხმაური გააჩუმეთ და თქვენი ხედვა შიგნით მიმართეთ. ბოლოს და ბოლოს მნიშვნელობა არ აქვს, რომ მოწინაღმდეგეები თქვენს ნიჭს არ აფასებენ. ადრე თუ გვიან მაინც გაღიარებენ. დაე, ლომს გაუმარჯოს!

ქალწული

უარის თქმა: თქვენი ცხრილები და პროგნოზები

ზოდიაქოში თქვენი როლი კლასიფიცირება და განსაზღვრებების მინიჭებაა და ამ ამოცანას ძალიან სერიოზულად ეკიდებით. სტრუქტურა გსურთ და ბეჯითად შრომობთ, რომ ყველა სისტემა უნაკლოდ მუშაობდეს.

ეს მკაცრი, უკომპრომისო აზროვნება უნდა მოიშოროთ, რადგან მცირედი შეუსაბამობის გამო სამყარო არ დაიქცევა. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება სწორი ხაზი არაა, მასში ბევრი აღმა სვლა და დაცემა არსებობს.

სასწორი

უარის თქმა: სამყაროს გადარჩენის თქვენი გეგმა

თქვენ წარმოუდგენელი წონასწორობა გაქვთ (უი, თქვენ ხომ სასწორი ხართ). რთული სოციალური დინამიკის გამკლავება, დაძაბული გრაფიკის მართვა და ემოციური რეაქციების კონტროლი შეგიძლიათ. თქვენ ისიც კი იცით, თუ ყველაზე არეულ ოთახში ფენ-შუი როგორ მოაწყოთ. ეს უჩვეულო უნარია, მაგრამ ტვირთი ხდება, როცა სხვების არეულობის მოწესრიგებას ცდილობთ.

დროა, სხვისი პრობლემების გადაჭრა შეწყვიტოთ. ეს ენერგია თქვენი საკუთარი რეალური ცხოვრების მოწესრიგებას მოახმარეთ.

მორიელი

უარის თქმა: თქვენი ეჭვიანობის რუკა

თქვენ დრამებისთვის ცხოვრობთ და ეს არასდროს შეიცვლება. ერთი საქმეა, როცა ყველაფერს შორიდან უყურებთ და მეორე, როცა ეჭვიანობის და წყენის გამო დუღილს იწყებთ. ახალი სეზონი მოდის და დროა, საკუთარი ნეგატიური ემოციების მართვის ახალი მეთოდები გამოცადოთ.

ძლიერი ემოციური დაძაბულობის დროს აფეთქებას მოერიდეთ და ამ გრძნობას მაქსიმალურად შეეწინააღმდეგეთ. დღიური დაწერეთ, მეგობრებს დაელაპარაკეთ ან უბრალოდ ბოქსის ტომარას მუშტები ურტყით. შინაგან ურჩხულებს ებრძოლეთ.

მშვილდოსანი

უარის თქმა: გაქცევისკენ თქვენი მიდრეკილება

თვითმფრინავები, მატარებლები და ავტომობილები – ეს მშვილდოსნის სამყაროა. თქვენ ყოველთვის ინტერესების სფეროს გაფართოებას ცდილობთ. სიხარული თქვენს სულს განსაზღვრავს, მაგრამ პრობლემებს თავს არიდებთ…ეს სწორედ ისაა, რაზეც უნდა იმუშაოთ, რომ გაზაფხულის დრო გამოიყენოთ.

ხალხი თქვენზე დამოკიდებულია. მათ სჭირდებათ, სწორედ ამიტომ ეცადეთ, არ გაიქცეთ! როცა კვლავ თქვენს წრეზე გადაერთვებით, მიხვდებით, რომ ბევრი საინტერესო აქაც შეიძლება იპოვოთ – ამისთვის პასპორტი საჭირო არაა.

თხის რქა

უარის თქმა: ჯგუფურ ჩატში დომინირება

როგორც ნამდვილი ხელმძღვანელი მძიმე მუშაობას აფასებთ და მაღალ სტანდარტებს იცავთ. თქვენი ამბიცია შთამაგონებელია, მაგრამ დროა შეწყვიტოთ თქვენი მისწრაფებები სხვებს თავს მოახვიოთ. ამის დაჯერება რთულია, მაგრამ ყველას არ სურს ის, რაც თქვენ. (სინამდვილეში, ზოგიერთ ადამიანს მშვიდად და სტრესული ცხოვრებისგან თავისუფლად ცხოვრება სურს).

იცხოვრეთ და იშრომეთ, თუ ეს გაბედნიერებთ, მაგრამ გახსოვდეთ, შრომისმოყვარეობა ყველასთვის არაა და ამაში ცუდი არაფერია.

მერწყული

უარის თქმა: სოციალურ კრივში თქვენი წევრობის გაუქმება

როგორც რევოლუციონერი ნიშანი ყოველთვის პროტესტის მიზეზს ეძებთ. ეს წარმოუდგენლად გასაოცარი ატრიბუტია, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ რამეს სირთულეები არ სჭირდება.

ამ გაზაფხულს ყველა პროტესტზე უარი თქვით და მტრების გამრავლებას მოერიდეთ. ამის ნაცვლად თქვენი ენერგია ნამდვილად მნიშვნელოვან საქმეებში ჩადეთ. საუკეთესო მეგობართან კვერცხის სარგებლობის შესახებ კამათს თქვენი ენერგიის სწორად დახარჯვას ნამდვილად არ წარმოადგენს.

თევზები

უარის თქმა: ემოციური ფეხსაწმენდის მომსახურება

როგორც ზოდიაქოს უკანასკნელი ნიშანი ძალიან მგრძნობიარე ხართ. ფაქტიურად თქვენ შეიწოვეთ ყველაფერი – სიხარული, ტკივილი, იმედი, შიში – იმ 11 ნიშნიდან, რომლებიც თქვენს წინ არიან. და ეს საკმარისზე მეტია!

დროა, ოფიციალურად შეწყვიტოთ იყოთ ყველაფრის შემწოვი ღრუბელი. ვიცი, რომ ძალიან თანამგრძნობიარე ხართ, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ გაზაფხულს საზღვრები დააწესოთ. ადამიანები, რომლებიც ამ საზღვრებს არ აფასებენ, არიან ისინი, ვისთანაც ურთიერთობა უნდა შეწყვიტოთ.

ეს რჩევები გაითვალისწინეთ, ამაში სიმართლის მარცვალი არის!