9 მითი პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ, რომელსაც ბევრი ზიანი მოაქვს

2111

პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ რჩევების გაცემისას ადამიანი ვერ ხვდება, რომ შეიძლება მისი რჩევა ცუდი იყოს. ზოგჯერ მოძველებულ მეთოდებზე საუბრობენ. ზოგ შემთხვევაში კი მათი რჩევა ადამიანისთვის სახიფათო შეიძლება იყოს.

დღეს ვივიენი გთავაზობთ 9 გავრცელებულ მითს პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ, რომლებიც ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ სჯერა.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ნებისმიერი მანიპულაციის ჩატარებამდე სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ! შემდეგ ადამიანის სასიცოცხლო ნიშნები უნდა შეამოწმოთ – ეს მოიცავს: პულსის, სუნთქვის და სიბნელესა და სინათლეზე მხედველობის (სინათლეზე უნდა შემცირდეს) შემოწმებას.

თუ სასიცოცხლო ნიშნები არ არის, დაუყონებლივ კარდიოპოლმინარული რეანიმაცია უნდა ჩაუტაროთ.

9. ტურნიკეტი იმწამსვე არ გამოიყენოთ

ტურნიკეტი სასარგებლო სამედიცინო მოწყობილობაა, რომელიც სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენება. მის გამოყენებამდე, ადამიანმა ჭრილობას საკუთარი ხელით უნდა დააჭიროს.

ხშირად პროფესიონალის გამოჩენამდე სისხლის შესაჩერებლად ეს უფრო ეფექტური მეთოდია.

რეანიმაციის ევროპული საბჭო აცხადებს, რომ ტურნიკეტი რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, როცა პირდაპირი ზეწოლით სისხლდენის გაკონტროლება ვერ ხერხდება.

8. ცხვირიდან სისხლდენის დროს დაზარალებულს თავი უკან არ გადაუწიოთ

ეს მეთოდი უკვე მრავალი წელი აქტუალური არა. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამის გამო სისხლი ყელში გადადის. ეს კი გულისრევას და მდგომარეობას გაუარესებას იწვევს.

ამის ნაცვლად, My Health Alberta და ბევრი სხვა წყარო გირჩევთ, რომ ცხვირიდან სისხლდენის დროს სწორად დასხდეთ, თავი წინ გადახაროთ და ცხვირს დაახლოებით 10 წუთით მოუჭიროთ.

7. ჰიპოთერმიის დროს ადამიანი თბილი წყლის აბაზანაში არ ჩასვათ

თუ დაბალი ტემპერატურის მქონე ადამიანის სხეული ძალიან სწრაფად გათბება, ამან შეიძლება გულის არითმია გამოიწვიოს.

ამის ნაცვლად WebMD ირწმუნება, რომ დაზარებულის სხეულის ტემპერატურა ნელ-ნელა უნდა აღადგინოთ. სველი ტანსაცმელი გამოუცვალეთ, გააშრეთ და ადამიანი გადასაფარებელში შეფუთეთ.

გარდა ამისა, თუ ვინმეს გამშრალება ან გათბობა გსურთ, ტანის გათბობით დაიწყეთ და არა ფეხებით ან ხელებით, რადგან ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია შოკი.

6. ყველა ასაკის ადამიანის გულის გაჩერებას ერთნაირად არ მიუდგეთ

გულის გაჩერების დროს კარდიოპოლმინარული რეანიმაცია ნებისმიერი პაციენტისთვის აუცილებელია, მაგრამ შესრულების მეთოდი პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული.

თუ პაციენტი ბავშვია, WebMD აცხადებს, რომ ორი მის მკერდს უნდა დააჭიროთ. უფროსი პაციენტის შემთხვევაში კი ერთი ხელისგული მკერდის ცენტრში უნდა მოათავსოთ, შემდეგ მასზე მეორე ხელი დაადოთ და თითები ერთმანეთში გადააჯვარედინოთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ ბავშვისთვის წუთში 30 დაჭერა საკმარისია. უფროსისთვის წუთში – 100.

5. დამწვრობის დროს მალამოს წასმა არ სცადოთ

პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობის დროს ადამიანმა დაზიანებული ნაწილი გამდინარე წყალში 20 წუთით უნდა გააჩეროს ან მანამ, სანამ ტკივილი არ შემცირდება. შემდეგ სახვევი დაიდოს.

მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობის შემთხვევაში WebMD ამბობს, რომ ყინულის დადება არ ღირს (ეს მხოლოდ პირველი ხარისხის დამწვრობის დროს დაიშვება).

მესამე ხარისხის დამწვრობის დროს დაზიანებულ ნაწილზე წყლის დასმა არ შეიძლება. უბრალოდ სახვევი დაიდეთ.

4. უგონოდ მყოფ დაზარალებულზე ჰეიმლიხის მეთოდი არ გამოიყენოთ

ამის ნაცვლად Medline Plus გირჩევთ, დაზარალებული მყარ ზედაპირზე ზურგზე დააწვინოთ და შეამოწმოთ პირში სასუნთქვი გზების დამბლოკველი ობიექტი ხომ არ ჩანს. ამასთან ნიკაპი ფრთხილად უნდა ასწიოთ და თავი უკან გადაწიოთ.

თუ ობიექტს ხედავთ, მისი ამოღება სცადეთ.

თუ არა, კარდიოპოლმინარული რეანიმაციის გაკეთება დაიწყეთ. თუ ეს არ მუშაობს, მაშინ ხელოვნური სუნთქვა გაუკეთეთ. თუ დაზარალებულის მკერდი ჰაერით არ გაივსება, ეს იმის დამადასტურებელია, რომ სასუნთქი გზები კვლავ გაჭედილია. ამ შემთხვევაში კარდიოპოლმინარული რეანიმაციის გაკეთება გააგრძელეთ.

3. ამოვარდნილი სახსრის უკან ჩასმა არ სცადოთ

ამოვარდნილი სახსრის გასწორება ფილმის მეთოდია, მაგრამ რეალობაში ამის გაკეთება ძალიან სარისკოა.

ამის ნაცვლად მაიოს კლინიკა ამბობს, რომ ადამიანმა დაზარებულს ამოვარდნილი მყესის მოძრაობა უნდა აუკრძალოს.

კიდურის შეხვევა სცადეთ, ფიქსატორი ან სახვევი გამოიყენეთ. ყინული ასევე დაგეხმარებათ.

2. მოწამლულ დაზარალებულში ღებინება არ გამოიწვიოთ

მაიოს კლინიკა გირჩევთ გაიგოთ, რომელი შხამი იქნა მიღებული – იქნება ეს საყოფაცხოვრებო გამწმენდი თუ მსგავსი ნივთი. მოაშორეთ ნებისმიერი შხამი, რომელიც დაზარებულს პირში, კანზე ან თვალებზე ჯერ კიდევ აქვს.

თუ დაზარალებულს გულისრევა აქვს, გვერდზე გადააბრუნეთ. თუ შხამი შეისუნთქა, დაზარალებული სუფთა ჰაერზე გაიყვანეთ.

1. გველის ნაკბენის შემდეგ შხამი პირით არ ამოიღოთ

ამის ნაცვლად დაზარებული ზურგზე უნდა დააწვინოთ და სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ. დარწმუნდით, რომ დაზარალებული რაც შეიძლება უმოძრაოდ არის. თუ ის უგონოდაა, კარდიოპოლმინარული რეანიმაცია გაუკეთეთ.

ამ წესების შესახებ იცოდით? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.