ხორცი ღარიბებისთვის: ნაცნობი ჰიპერტონიკები და დიაბეტიკები მადლობას მიხდიან ამ რეცეპტისთვის

24223

ოსპი – პარკოსანთა ოჯახის ერთწლოვანი მცენარის ბრტყელი, წვრილი თესლებია. ჩვენკენ ეს კულტურა მეთოთხმეტე საუკუნეში გაჩნდა და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა გლეხებსა და მუშათა კლასში.

მისგან ამზადებდნენ ფაფებს, ღვეზელების შიგთავსს, პურეულს. თუმცა, რატომღაც, ეს წარმოუდგენლად სასარგებლო პროდუქტი დავიწყებას მიეცა. როგორც ჩანს, დროა, ოსპი ჩვენს სუფრაზე დავაბრუნოთ.

დღეს ჩვენ მოგიყვებით ოსპის სასარგებლო თვისებების შესახებ, ასევე, გასწავლით მის მოხარშვას ისე, რომ არამხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელი კერძი მიიღოთ.

რითია სასარგებლო ოსპი

დიეტოლოგები ოსპს ცილოვან სუპერსაკვებად მიიჩნევენ, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თითოეულ სამზარეულოში, ამიტომ აუცილებელია მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ყველაფრის გაგება.

1. ოსპი მდიდარია ცელულოზითა და ცილით, ამიტომ ვეგეტარიანელები სწორედ ამ მცენარით ანაცვლებენ ხორცს, ხორცისმჭამელები კი მას გარნირის ან ძირითადი კერძის სახით იყენებენ.

2. ოსპი შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, მინერალებსა და ვიტამინებს, რომლებიც ორგანიზმიდან ტოქსინებსა და შლაკებს დევნის.

3. მცენარე რეკორდსმენია ფოლიუმის მჟავის შემცველობით. ვიტამინი В9 მავნე ამინომჟავებს სასარგებლოდ აქცევს, გვინარჩუნებს ნერვული სისტემის ჯანმრთელობას, გვეხმარება მეტაბოლიზმის დაჩქარებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ერითროციტების სინთეზში.

4. იგი შეიცავს უხსნად ცელულოზას, რომელიც ხსნის საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ყაბზობას, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, დივერტიკულოზს.

5. ოსპის მოხმარებით, ორგანიზმში ვავსებთ რკინის მარაგს, ამიტომ პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა ფეხმძიმე და ლაქტაციის პერიოდის ქალებისთვის. წითელი ხორცისგან(რომელიც ასევე შეიცავს რკინას) განსხვავებით, ოსპი ცხიმებს საერთოდ არ შეიცავს.

6. ოსპის შემადგენლობაშია ტრიფტოფანი – ამინომჟავა, რომელიც ორგანიზმში სეროტონინად იქცევა, რომლის უკმარისობასაც დეპრესია და შფოთვა ახლავს თან.

7. გუელფის უნივერსიტეტის კანადელი მეცნიერები ამ პროდუქტის რაციონში ჩართვას ურცევენ ჰიპერტონიკებსა და დიაბეტიკებს.

როგორ მოვამზადოთ ოსპი

სხვა სასარგებლო პროდუქტისგან განსხვავებით, ოსპი გემრიელიცაა. ეს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები კი მის სწორად მომზადებაში დაგეხმარებათ.

1. ოსპი ჯერ ნაგვისგან უნდა გაათავისუფლოთ და კარგად გარეცხოთ გამდინარე წყალქვეშ. ამის შემდეგ ან ჩაალბეთ, ან მოხარშეთ.

აქ უკვე ყველაფერი ფერზეა დამოკიდებული. მწვანეს 1-2 საათით ალბობენ, ყავისფერს – 40-60 წუთით, წითელსა და ყვითელს კი ჩალბობის გარეშეც გამოიყენებენ.

2. ხარშვის დროს, სითხე ზუსტად ორჯერ მეტი უნდა იყოს ოსპის რაოდენობაზე. ანუ, თუ 1 ჭიქა ოსპს ხარშავთ, 2 ჭიქა ცივ წყალში უნდა მოხარშოთ.

3. მცენარე ჯერ საშუალო ცეცხლზე ხარშეთ, წყლის ადუღების შემდეგ კი – ნელზე. არაა საჭირო თავსახურის გამოყენება. ქაფი კი აუცილებლად მოხსენით.

4. მარილი კერძს მომზადების ბოლოსკენ უნდა მოაყაროთ. თუ დასაწყისში მოაყრით, უფრო დიდხანს მოგიწევთ მზადება.

5. მწვანე ოსპს ხარშავენ 40 წუთის განმავლობაში, ყავისფერს – 30, ხოლო წითელს – 10-15.

7. ოსპის გემოს გამრავალფეროვნება საყვარელი სანელებლებით, ბოსტნეულით ან მწვანილით შეგიძლიათ. მარცვლეულს უხდება მოთუშული სტაფილო და ხახვი, რომელშიც პომიდვრის, ნივრისა და ბულგარული წიწაკის დამატებაც შეიძლება.

თუ ჯერ კიდევ არ გაგისინჯავთ ოსპი, აუცილებლად გამოასწორეთ მდგომარეობა. ჩართეთ ოსპი რაციონში და მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი მისგან.