მე მას გემოს ზეიმს ვუწოდებ: ცოტაოდენი არაჟანი, ჩირი და იდეალური დესერტი მზად არის.

1379

ხანდახან ისე გვინდება რაღაც გემრიელის მირთმევა, თუმცა მოსამზადებლად ძალები არ გვყოფნის. როცა ასე მემართება, ვამზადებ მარტივ დესერტს არაჟნით. არ ვიტყვი, რომ მასში ცოტა კალორიაა, თუმცა, ხანდახან თავს საყვარელი კერძის მირთმევის უფლება უნდა მისცეთ.

ახლა გაგიზიარებთ ცუდი განწყობის საუკეთესო წამლის რეცეპტს. ჩაიწერეთ…

ინგრედიენტები

  • 200 გ უკურკო ქლიავის ჩირი
  • 200 გ ბერძნული კაკალი
  • 350 მლ არაჟანი
  • 150 გ შაქრის პუდრა
  • 2 ს.კ. ჟელატინი

მომზადება

1. ამ რეცეპტის მთავარი მომენტია ქლიავის ჩირის სწორად შერჩევა. არ აიღოთ დიდი და მოელვარე ჩირი, იგი ქიმიკატებით იქნება დამუშავებული. კარგი ჩირი მყარი, შავი, მქრქალია. რაც უფრო უბრალოდ გამოიყურება, მით უკეთესი.

2. როცა ქლიავს შეარჩევთ, შეუდექით დესერტის მომზადებას. დაასხით ჩირს მდუღარე წყალი და დაჭერით წვრილად.

3. დააქუცმაცეთ თხილი, ოღონდ არა ფხვნილის კონსისტენციამდე. მე მომწონს, როცა დესერტში თხილის მოზრდილი ნაჭრები მხვდება.

4. გახსენით ჟელატინი წყალში, გაათბეთ სრულ გაზავებამდე და გაწურეთ.

5. არაჟანი ათქვიფეთ შაქრის პუდრთან ერთად. დაუმატეთ ჟელატინი და კარგად მოურიეთ.

6. შეურიეთ ქლიავი და თხილი არაჟნის მასას. კარგად მოურიეთ, შემდეგ დაასხით იგი ფორმაზე და შედგით მაცივარში გასამყარებლად. 2-3 საათში მზად იქნება.

თქვენ მიიღებთ ნაზ და გემრიელ დესერტს. გემრიელად მიირთვით!