ფუმფულა ფუნთუშები რძისა და კვერცხის გარეშე: შვილი ყოველ დილით მთხოვს მათ მომზადებას

3778

ეს ჰაეროვანი ტკბილეული არამხოლოდ ბავშვებს, არამედ ზრდასრულებსაც გვიყვარს. მიეცით თავს ფუმფულა ფუნთუშების მირთმევის უფლება, რამდენადაც მათი მომზადება ამ რეცეპტით დაუჯერებლად მარტივია.

ინგრედიენტები

  • 500 გ ფქვილი
  • 50 მლ ზეთი
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილის შაქარი
  • 25 გ საფუარი
  • 200 მლ წყალი
  • მარილი
  • შაქრის პუდრა

მომზადება

1. საფუარი გახსენით 3 ს.კ. თბილ წყალში. დაუმატეთ 1 ს.კ. შაქარი და კარგად მოურიეთ.

2. ცალკე თასში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ შაქარი, მარილი და ვანილი. დაუმატეთ წყალი, ზეთი და გახსნილი საფუარიც, კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3. გააბრტყელეთ მიღებული ცომი თხელ ფენად. ჭიქის გამოყენებით ამოჭერით რგოლები და შეწვით ფუნთუშები ბევრ ზეთში, სანამ არ გაყავისფერდება.

5. მოაყარეთ შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით!