ამიტომ არ შეიძლება ხორცის ჭამა ფაფასთან ერთად: ახლა ვიცი, რატომ ვერ ვიღებდი საკმარის ვიტამინებს

1325

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საკვები ნივთიერებები და ვიტამინები, რომლებსაც საკვები პროდუქტი შეიცავს, უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმს აუცილებელი ენერგიით, აძლევს მას ცხოვრებისა და განვითარების ძალას, ეხმარება დაავადებებისგან თავის დაცვაში.

მაშინ რატომ ვერ ვიღებთ საკმარისი რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ყველაზე სასარგებლო პროდუქტებს მივირთმევთ? პასუხი ძალიან მარტივია: ზოგიერთი საკვები კომპონენტი(დიეტოლოგებმა მათ ანტიმკვებავები უწოდეს) ხელს უშლის ორგანიზმს ვიტამინებისა და მინერალების ათვისებაში, რის შედეგადაც საკვებისგან ვერავითარ სარგებელს ვიღებთ.

ჩვენ მოგიყვებით. თუ როგორ უნდა მიიღოთ საკვებისგან მაქსიმალური რაოდენობის საკვები ნივთიერება.

პროდუქტის ათვისება

ანტიმკვებავი ნივთიერებები, იგივე ანტინუტრიენტები უამრავი საკვები პროდუქტის შემადგენელი კომპონენტია, რომელიც არ გამოირჩევა ტოქსიკურობით, სამაგიეროდ, ხელს უშლის ადამიანის ორგანიზმს ნუტრიენტების ათვისებაში. მეცნიერებმა ასეთი ნივთიერებები სამ ჯგუფად დაყეს: ანტიფერმენტები, ანტივიტამინები და დემინერალიზებელი ნივთიერებები.

ანტიფერმენტებს შეიცავს პარკოსანი კულტურები, ხორბალი, ქერი და კვერცხის ცილა. მათი მოქმედება არღვევს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მოქმედებას. შედეგად, მიღებული საკვების ნაწილი ვერ მუშავდება და ვერც აითვისება.

ანტივიტამინებს მიაკუთვნებენ ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებს ან სრულად აუვნებელყოფს ვიტამინების ეფექტს. დემინერალიზებელი ნივთიერებები მოიცავს მჟაუნმჟავას, ფიტინის მჟავას, ტანინებს, ფორმირებად კომპლექსებს მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უშლის მინერალების ათვისებას.

რკინის ათვისება: ფიტინის მჟავა C ვიტამინის წინააღმდეგ

ასკორბინის მჟავა რკინასთან რეაქციაში წარმოქმნის ხსნად ნაერთს, რომელიც სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ამიტომ, ხორცის პროდუქტისა და ბოსტნეულის  მარინადების სალათის კომბინაცია საუკეთესო საშუალებაა რკინის ასათვისებლად.

ერთდროული მოხმარების დროს, C ვიტამინი და რკინის მცენარეული წყაროები ექვსჯერ უფრო უკეთესად აითვისება! ასეთი ეფექტი მიიღწევა ასკორბინის მჟავის თვისებით, დაბლოკოს ფიტინები, რომლებიც ხელს უშლის რკინის ათვისებას. გახსოვდეთ, რომ არსებობს პროდუქტი, რომლებიც ამცირებს რკინის ბიოხელმისაწვდომობას:

  1. თხილი, თესლი, პარკოსნები, მარცვლეული, ზოგიერთი ბოსტნეული შეიცავს ფიტინის მჟავასა და მარილებს – ფიტატებს, რომლებიც აერთებს კალციუმს, მაგნიუმს, რკინასა და თუთიას საჭმლისმომნელებელ ტრაქტში და ამცირებს მათ ათვისებას ორგანიზმის მიერ;
  2. ჩაის ნებისმიერი სახეობა შეიცავს პოლიფენოლებს, კერძოდ, ტანინებს, რომლებიც რკინის ათვისებას უშლის ხელს;
  3. ისპანახი და ფხალი(შეიცავს ოქსალატებსა და ფოსფატებს, რომლებიც არღვევს რკინის ათვისებას);
  4. რძე(კალციუმით მდიდარი) და კალციუმის პრეპარატები რკინასთან ქმნის ისეთ ნაერთს, რომელიც ართულებს მათ ათვისებას.

რკინის საუკეთესოდ ასათვისებლად, ნუ დააყოლებთ ხორციან კერძებს რძეს, ჩაის, ფაფებს ან ფხალეულის სალათს. ცხოველური პროდუქტებიდან, რომლებიც რკინითაა მდიდარი, გამოირჩევა ღვიძლი და ენა.

კალციუმის ათვისება: ტანინები D ვიტამინის წინააღმდეგ

კალციუმის ძირითადი წყაროებია რძე და რძის პროდუქტები(განსაკუთრებით ხაჭო, კეფირი, ყველი და არაჟანი), ორაგული, მცენარეული პროდუქტებიდან – სეზამი, ზეითუნი, კომბოსტო, ლეღვი, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიორი, ოხრახუში, ნიახური, ნუში, ფისტა, მარწყვი და ალუბალი.

კალციუმის ათვისება ნაწლავებში უმჯობესდება ლიმონმჟავისა და D ვიტამინის გავლენით, რომლის უკმარისობაც ძვლებში კალციუმის მარაგის გამოფიტვას, ოსტეოპოროზსა და კბილების, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.

უნდა გახსოვდეთ, რომ პროდუქტი, რომლებიც ტანინებს, მჟაუნმჟავასა და ფიტინის მჟავას შეიცავს, ანელებს კალციუმის ათვისებას.

კალციუმი ცუდად აითვისება პურთან, სახამებელთან, ქატოსთან და საკვებ მარილთან ერთადაც. თუ კალციუმის ვიტამინებს სვამთ, ეცადეთ, ამ პროდუქტის მოხმარება შეამციროთ.

C ვიტამინის ათვისება: კიტრი პომიდვრის წინააღმდეგ

ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია C ვიტამინის სინთეზი, ამიტომ სისტემატურად უნდა მიიღოს იგი საკვებისგან. ზრდასრული ადამიანის მოთხოვნილება ამ ვიტამინისადმი შეადგენს დღეში 50-100 მგ-ს. ეს ციფრები უნდა გაიზარდოს ძლიერი სტრესის, დაავადებების მაღალი ფიზიკური აქტივობის შემთხვევებში.

ასკორბინის მჟავის მთავარი წყაროებია ასკილი, წითელი ტკბილი წიწაკა, ქაცვი, კივი, შავი მოცხარი, ოხრახუში, კომბოსტო(განსაკუთრებით, მარინადში), მარწყვი, ლიმონი, ფორთოხალი, პირშუშხა.

ფერმენტ ასკორბინაზას აქვს ვიტამინ C-ს ბიოხელმისაწვდომობის შემცირების თვისება. ეს ანტივიტამინი აჩქარებს ასკორბინის მჟავის ამჟავებას და შედის ყაბაყის, კიტრის, კომბოსტოსა და უამრავი კენკრის კანის შემცველობაში. ამიტომ, პომიდვრისა და კიტრის სალათი ისე ვერ აგავსებთ ვიტამინებით,როგორც ცალკე პომიდვრის ჭამა.

იმის გათვალისწინებით, რომ ასკორბინის მჟავა დუღილის დროს ნადგურდება, მოამზადეთ ასკილისა და ამ ვიტამინით სავსე სხვა ნაყოფის სასმელები შემდეგნაირად: არ მოხარშოთ, დაასხით მდუღარე წყალი დაქუცმაცებულ ნაყოფს და გააჩერეთ თერმოსში.