ცილა, შაქარი და ცოცხალი ყვავილები: ასეთი გემრიელი არაფერი მიჭამია

1667

იცოდით, რომ ყვავილების მხოლოდ ცქერა კი არა, ჭამაც შეიძლება? შაქრიანი იები, პირველად, პარიზში გავსინჯე, ექსკურსიაზე, მათი ნაზი და უჩვეულო გემოთი აღვფრთოვანდი. ვიცი, რომ შაქრიანი ყვავილები მადრიდშიც ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ტკბილეულად ითვლება ადგილობრივებში.

საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ, სერიოზულად გამიტაცა მსგავსი ტკბილეულის მომზადების რეცეპტის ძიებამ, ეს ხომ შესანიშნავი იდეაა ტორტებისა და დესერტების მოსართავად, ამასთან, ძალიან გემრიელია როგორც ცალკეული ტკბილეული.

ტკბილი ყვავილები

მთელ მსოფლიოში, ყვავილებს კულინარიაში დიდი ხნის მანძილზე იყენებდნენ. მათ არამხოლოდ დესერტების მოსართავად, არამედ სალათებისა და სასმელების კომპონენტადაც იყენებდნენ. ჩვენს დროში ისევ გაჩნდა ინტერესი ყვავილების, როგორც საკვების მიმართ.

მათი გამოყენება სავსებით დასაშვებია ჯემებსა და მურაბებში, ყინულის კუბებში გაყინვა სასმელების მოსართავად, მარინადის გამოყენება ან უბრალოდ დესერტის გაფორმება.

აღმოჩნდა, რომ საშინაო პირობებში ასეთი სილამაზის შექმნა სავსებით რეალურია. დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ შაქრიანი ყვავილები.

ინგრედიენტები

  • ახალი ყვავილები
  • ცილა
  • შაქარი
  • შაქრის პუდრი

ინგრედიენტების რაოდენობა დამოკიდებულია ყვავილების ზომებსა და რაოდენობაზე. დაახლოებით, 3 დიდი ზომის ყვავილზე მიდის 1 ცილა, 100-150 გრამი შაქარი და 70-100 გრამი შაქრის პურდი. ცილა წინასწარ გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე, 80 გრადუსზე. ასეთ ტემპერატურაზე სალმონელა იღუპება.

მომზადება

1. დასაწყისისთვის, კარგად გარეცხეთ ყვავილები წყალში და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცებზე. გაითვალისწინეთ, რომ საკვებ ყვავილზე პესტიციდები არ უნდა იყოს.

2. შაქრიანი ყვავილები რომ ტორტის მოსართავად გამოიყენოთ, მოსახერხებელ ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხის ცილა და შაქარი. თხელი ფუნჯით მთლიანად დაფარეთ ყვავილის ფოთლები ან კვირტები ამ მასით.

შემდეგ მოაყარეთ შაქრის პუდრი საცრის გავლით.

3. ჩამოფერთხეთ ზედმეტი პუდრი და მთლიანად გამოაშრეთ ფოთლები(ქაღალდის ხელსახოცზე) და დიდი ზომის ყვავილები(დაკიდეთ ძაფით).

4. სულ ესაა, შაქრიანი ყვავილი მზადაა. ეს ტკბილეული ნებისმიერ ტორტს ან ნამცხვარს მორთავს.

5. ასევე, ყვავილების დატკბობა ჟელეს გამოყენებითაც შეიძლება. ამისთვის აიღეთ 1 შეკვრა მშრალი ჟელე, შეურიეთ 1 ჭიქა ცხელ წყალს, კარგად მოურიეთ.

6. ჩაუშვით მასაში ყვავილები და გააჩერეთ, სანამ იგი მთლიანად არ გაგრილდება. ამოიღეთ ყვავილები, ოდნავ შეანჯღრიეთ და მოაყარეთ შაქარი.

დანის გამოყენებით, გადაწიეთ ყვავილის ფოთლები და შაქარი ყველგან მოაყარეთ. გააშრეთ ისევე, როგორც პირველი ვარიანტი.

შეარჩიეთ ისეთი ყვავილები, რომლებსაც კარგად იცნობთ. საუკეთესო ვარიანტია თქვენივე ბაღში მოყვანილი მცენარეები. როგორც წესი, ყველა ბოსტნეულისა და სანელებელი ბალახის ყვავილი იჭმება.

დესერტებისთვის, ყველაზე ხშირად, იყენებენ ვარდის(კვირტები და ფოთლები), ასკილის, იის, ზამბახის, ნასტურციისა და ორქიდეის ზოგიერთი სახეობის ყვავილებს.

იაპონიაში ფართოდ გამოიყენება ქრიზანთემები, ევროპაში – ნასტურცია და იები, აღმოსავლეთში კი ვარდები უყვართ.

თქვენ რომელ ყვავილს მიანიჭებდით უპირატესობას? რატომ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.