ქათმის დიეტური სუპი იმუნიტეტის გასაძლიერებლად: 2 დღეში უკვე 3 კგ დავიკელი

4577

გახდომა სუპების დახმარებით – სავსებით რეალურია. ამის მაგალითი ჩემი დაქალია, რომელმაც 3 თვეში 25 კგ დაიკლო! მისი თქმით, დიეტა მარტივი იყო, ყოველგვარი შიმშილისა და რთული სავარჯიშოების გარეშე. არავითარი ეშმაკობა – უბრალოდ წვნიანი დღეში 1-3ჯერ უნდა მიირთვათ. ერთი და იგივე სუპი კი რამდენიმე დღის განმავლობაში ზედიზედ არ უნდა მიირთვათ. აკრძალულია კარტოფილი და პური.

ქათმის დიეტური სუპი

გასახდომი რეცეპტების სიაში, დიეტური სუპები პირველია. ისინი სამი სახით უნდა მიიღოთ: მიირთვათ სუპი დღეში ერთხელ, ძილის წინ; მოიწყოთ განტვირთვის დღე მხოლოდ სუპებზე; დაიცვათ სუპების დიეტა რამდენიმე დღის განმავლობაში, ყოველდღე ახალი სუპის მომზადებით.

დიეტური სუპი, რომლის რეცეპტსაც დღეს გთავაზობთ, მინიმალურ კალორიასა და მაქსიმალურ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. მასში არაა კარტოფილი, თუმცა, კერძი საკმაოდ მსუყე და გემრიელია. რეცეპტის ინგრედიენტებია ხორცი, დაბალკალორიული ბოსტნეული და ცხიმმწველი კომპონენტები – ჯანჯაფილი და ფესვიანი ნიახური.

სუპი არ უნდა გადახარშოთ, რადგან ხანგრძლივი თერმული დამუშავება ანადგურებს ვიტამინებს. მცირდება სუპის საკვები ღირებულება და, გახდომის ნაცვლად, ჯანმრთელობის პრობლემებს შეიქმნის. ამასთან, საკვები ნივთიერებების დეფიციტი იწვევს უკონტროლო მადის გაჩენას.

სწორედ ამიტომ, სწორად დაგეგმეთ საკუთარი რაციონი. მასში საკმარისი რაოდენობით ცილა(უცხიმო ხორცი, კვერცხი, პარკოსანი მცენარეები) და ბოსტნეული უნდა შედიოდეს. ნახშირწყლები(სრულმარცვლოვანი პურები, ფაფები) დილით უნდა მიირთვათ. მიღებული ულუფის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 გრამს. მიირთვით 1-2 ლ წყალი დღეში წყურვილის მიხედვით.

ტკბილეული, ნაყიდი წვენები, ალკოჰოლი, პურფუნთუშეული უნდა გამორიცხოთ. დასაშვებია მცენარეული ზეთი, კეფირი ან მაწონი(დღეში არაუმეტეს 200 მლ), უცხიმო ხაჭო(არაუმეტეს 250გ კვირაში 3-4ჯერ).

კვირაში ორჯერ მოაწყვეთ განტვირთვის დღე სუპზე. მიირთვით მხოლოდ სუპი და წყალი, როცა მოგწყურდებათ.

ინგრედიენტები

  • 1.5-2 ლ წყალი
  • 300 გ ქათმის ფილე
  • 300 გ ბროკოლი
  • 1 ნიახურის ფესვი
  • 1 სტაფილო
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ს.კ. ჯანჯაფილის დახეხილი ბოლქვი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • ახალი მწვანილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. ქათმის ფილე დაჭერით კუბებად და მოხარშეთ მარილიან წყალში.

2. ბოსტნეული გათალეთ და გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ. სტაფილო დახეხეთ, ხახვი რკალებად დაჭერით, ხოლო ნიახური – კუბებად.

3. ადუღებულ ბულიონს დაუმატეთ ბოსტნეული და ხარშეთ კიდევ 5-10 წუთით. როცა ნიახური დარბილდება, დაუმატეთ სუპს ბროკოლი და ზეთი.

4. დაელოდეთ ადუღებას, დაუმატეთ ჯანჯაფილი, მწვანილი და გამორთეთ ცეცხლი. აცადეთ თავდახურული გაჩერება 10 წუთით.

გემრიელად მიირთვით!