ზოგს ფული, ზოგს – ქმარი. აი, რა ელოდებათ წლის ბოლოს ზოდიაქოს ნიშნებს

0
595

ასტროლოგმა ქრისტინა დემეტრესკუმ და Stiri Actuale-მ ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის 2019 წლის პროგნოზი გამოაქვეყნა. ნახეთ, რას გპირდებიან ვარსკვლავები.

ვერძი

ეს წელი საინტერესო და გადამწყვეტი იქნება. თქვენ ორი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებიდან ერთი გზის არჩევა მოგიწევთ. ყურადღება ოჯახზე, სახლზე, კომფორტზე გაამახვილეთ და ამით საკუთარ სულზე იზრუნებთ. მყუდრო სახლი სიმშვიდის შეგრძნებას მოგცემთ.

რაც შეეხება კარიერულ კიბეზე ზრდას, თქვენი ამბიციები მოთოკეთ. წარმატების მისაღწევად ბევრი უნდა იშრომოთ.

კურო

2019 წელი ნამდვილად რევოლუციური ეტაპის დასაწყისი იქნება, რომელიც 7 წელი გაგრძელდება. თქვენ სწავლის მისაღებად მომზადება მოგიწევთ. მათაც კი, ვინც უკვე ფიქრობს, რომ ყველაფერი ისწავლა.

ვენერა ფულს, გრძნობებს, მომხიბვლელობას, სმენას, გემოს, მხედველობას მართავს, ამიტომ შეგიძლიათ კონცენტრირება ფერად წვეულებაზე, საკვებზე, სუნამოებზე, მუსიკაზე, ყვავილებსა და ხელოვნებაზე გაამახვილოთ. შესაძლოა, ზოგიერთი თქვენგანი გზაჯვარედინზე აღმოჩნდეს და თვითშეცნობის და პიროვნული განვითარების გზას დაადგეს.

ტყუპები

ეს წელი მარტივი არ იქნება, რადგან მერკური ნეგატიურად არის განწყობილი. სწორედ ამიტომ პირად ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები, რომელთა მოგვარებაც, საბედნიეროდ, ტყუპებს შეუძლიათ.

სამსახურში გასულ წელს გაწეული შრომა უშედეგოდ არ დაიკარგება და 2019 წელს ახალ შესაძლებლობას მოგიტანთ. ტყუპები ფულის სახლში შედიან და ეს მათ სულიერ სიმშვიდეს ოდნავ შეარყევს.

კირჩხიბი

თუ ვინმე „ზოდიაქოს ვარსკვლავის“ ტიტულს იმსახურებს, ეს კირჩხიბია. მისთვის ყველაფერი მარტივი უნდა იყო, რადგან ეს ნიშანი განისაზღვრება სიტყვით „გრძნობა“. თქვენ მოვლენების შეგრძნება შეგიძლიათ. როცა არ იცით რა უნდა გააკეთოთ, უბრალოდ თქვენს ინტუიციას ენდეთ. თქვენ რთული გადაწყვეტილებების მიღება და დაუმთავრებელი საქმეების დასრულება მოგიწევთ. წლის შუა პერიოდში სერიოზული ცვლილებები გელოდებათ, რომელმაც შეიძლება შეგაშინოთ. სინამდვილეში, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

ლომი

ცხოვრებაში ძირითადი ფაქტები და სავალდებულო ცვლილებები უკვე მოხდა, დროა თქვენი ძალები აღადგინოთ. პლანეტების განლაგება თქვენგან ყველაფრის სრულყოფილად გაკეთებას მოითხოვს. ყველაფრის საკუთარ თავზე აღებას ვერ შეძლებთ, ამიტომ უფლებამოსილება გადაანაწილეთ. თქვენ საკუთარი იერარქია უნდა ააშენოთ.

ქალწული

2019 წელს თქვენს გრძნობებს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ და წვრილმანებით გახარება უნდა ისწავლოთ. დრო არა მხოლოდ სამუშაოს, არამედ ოჯახსაც დაუთმეთ. დრო მოვიდა, ჰობით დაკავდეთ, თქვენი რწმენა გააძლიეროთ, იდეალები დაიცვათ და დიდი ხნის მივიწყებული ნიჭის განვითარებაზე იზრუნოთ.

სასწორი

თქვენს ჰოროსკოპში ძლიერ პოზიციას იკავებს პლანეტები, რომლებიც სახლის და ოჯახის სიმბოლოს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ ამ მხრივ ყველაფერი კარგად იქნება. გარდა ამისა, სასწორმა პროფესიონალური პოზიცია უნდა შეინარჩუნოს და ზრდის ტემპი არ უნდა შეანელოს. ვარსკვლავები თქვენს განვითარებას მხარს დაუჭერენ.

მორიელი

2019 წელს ისეთი ენერგია არ გექნებათ, როგორც გასულ წელს. სწორედ ამიტომ, სხვა სტრატეგია უნდა მოძებნოთ, უფრო ზუსტად საკუთარი თავის შეცვლით უნდა დაიწყოთ. ოდნავ მოდუნდით, იმაზე მეტი გააკეთეთ, ვიდრე გრძნობთ, რთული მიზნების გარეშე. ეს ყველაფერი თქვენი ენერგიის ამოწურვას გამოიწვევს. რაღაც ერთზე ფოკუსირება მოახდინეთ.

მშვილდოსანი

ყოველ 12 წელიწადში იუპიტერი სახლში ბრუნდება და წარმატება მოაქვს, განსაკუთრებით თქვენთვის. თქვენ უფრო მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდებით და ეს ძალიან კარგია. თქვენი ყველა წამოწყება მხარდაჭერილი იქნება, პერსპექტივები მდგრადი, ხოლო იმედები განხორციელებული გეგმები გახდება.

თხის რქა

გასულ წელს, თხის რქამ გაკვეთილი მიიღო, საიდანაც დასკვნა გამოიტანა. თქვენ გადაუჭრელ პრობლემებზე უნდა იზრუნოთ, რისთვის ბევრი მუშაობა მოგიწევთ. ეს უფრო რთული წელი იქნება, ვიდრე მომგებიანი.

მერწყული

ცხოვრების ამ ეტაპს ბევრი უცნობი მოვლენა ახლავს. ზოგიერთი პრობლემა ჯერ კიდევ შეუმჩნეველია, ზოგი თავს ახლა გახსენებთ და მათი მოგვარება საკუთარი რესურსით მოგიწევთ. საკუთარ თავდაჯერებულობაზე იზრუნეთ, რომელიც თქვენ და თქვენს ახლობლებზე ცხოვრებაში ხელს უშლის.

თევზები

მნიშვნელოვანი პლანეტების კულმინაციის წყალობით, წელს თევზების ოცნებები ყოველმხრივი ასპექტებით ასრულდება. ყველაფერი მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მართავთ დროს, მიზნებს, საშუალებებს და საკუთარ სისუსტეებს როგორ გაუმკლავდებით.

ასტროლოგების რჩევები გაითვალისწინეთ!

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი