სამტყუპას 2 ვარიანტი ექიმ ივანჩენკოსგან: გსურს იცოცხლო — განიწმინდე.

1201

მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტების მსვლელობისას, ცნობილმა ამერიკელმა ექიმმა-ნატუროპათმა შემდეგი დასკვნა გამოიტანა: ქრონიკული დაავადებების 90%-მდე გამოწვეულია ორი სავარაუდო მიზეზით: პარაზიტებითა და ტოქსინებით, რომლებიც, ამა თუ იმ გზით, ჩვენს ორგანიზმში მოხვდა.

 

ექიმმა კლარკმა, თავისი გამოცდილების მიხედვით, განსაზღვრა სამი ნივთიერება, რომლებიც ორგანიზმს პარაზიტების უმრავლესობისგან წმენდს, მიღებულ ნაკრებს კი “ტრიადა” უწოდა. შედეგად, უკრაინელმა მეცნიერებათა დოქტორმა, ვალერი ივანჩენკომ, ჰილდა კლარკის მიერ შემუშავებულ სამეულში არსებული, ჩვენს რეგიონში ხელმიუწვდომელი შავი თხილის ნაყენი უფრო ხელმისაწვდომი ასფურცელათი ჩაანაცვლა.

 

ამრიგად, ივანჩენკოს ტრიადაში უფრო გავრცელებული და ძლიერმოქმედი ანტიპარაზიტული პრეპარატები შევიდა: ასფურცელას ყვავილი, აბზინდას ბალახი და მიხაკის ფხვნილი.

 

როგორ მოვიშოროთ პარაზიტები

პარაზიტებით დაავადების საფრთხე ყოველთვის არსებობს. მათი უხილავი კვერცხები გვხვდება ხილზე, ბოსტნეულზე, სხვადასხვა ზედაპირზე, ფულზე… დაინფიცირების ალბათობა არსებობს კარის სახელურთან შეხების დროსაც კი. ეს დაუპატიჟებელი სტუმრები უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე:

  1. წამლავს ორგანიზმს ტოქსინებით;
  2. აფუჭებს სისხლს;
  3. ხელს უშლის ნაწლავების ფუნქციონირებას;
  4. ანელებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებას;
  5. ალერგიის ხშირი მიზეზი ხდება;
  6. აქვეითებს იმუნიტეტს;
  7. იწვევს სიმსივნის გაჩენას.

ზემოხსენებული ტრიადა პარაზიტების თითქმის ყველა სახეობას უმკლავდება, ანადგურებს ჭიების თავებსა და კვერცხებს. მისი კომპონენტები ფლობს სიცხისდამწევ, ანტიმიკრობულ და ანტისეპტიკურ თვისებებსაც.

ასფურცელას ყვავილის ერთჯერადი დოზა შეადგენს 1 გრამს, დღიური კი – 3 გრამს. აბზინდას ბალახის ერთჯერადი დოზა 300 მგ-ა, ხოლო დღიური – 1 გრამი. მიხაკის დოზა, შესაბამისად, 0.5 და 1.5 გრამია.

“ტრიადის” გამოყენება

“ტრიადა” ძალიან ეფექტური საშუალებაა პარაზიტებთან ბრძოლაში, თუმცა, აუცილებელია იმის ცოდნაც, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი ისე, რომ ორგანიზმს არ ავნოთ.

ფხვნილი უნდა მიიღოთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. პირველ დღეს იღებთ ერთჯერად დოზას დილით, მეორე დღეს – ორჯერ(დილით და სადილზე). მესამე დღიდან მთელი კვირის მანძილზე, ფხვნილი სამჯერ უნდა მიირთვათ დღეში. ამის შემდეგ, საშუალება კვირაში ერთხელ, რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა მიიღოთ.

“ტრიადის” გამოყენება არაა რეკომენდებული წყლულოვანი დაავადების, ფეხმძიმობისა და ეროზიული გასტრიტის დროს, ჰიპერტონიის შემთხვევაში კი ფრთხილად უნდა იყოთ, რამდენადაც მიხაკი წნევის მომატებას იწვევს.

სასურველია, მკურნალობა ოჯახის ყველა წევრმა ერთდროულად ჩაიტაროს. “ტრიადის” მოხმარებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ანალიზები, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ადგენს ორგანიზმში პარაზიტების არსებობას. გადახედეთ ამ პრობლემის სიმპტომებს და, საჭიროებისამებრ, მიმართეთ ექიმს.