კვერცხისა და ფორთოხლის უნიკალური დიეტა: 1 კვირაში 2 ზომით დავიკელი.

1727

ჩვენ ვცვლით რაციონს, მივდივართ სპორტ-დარბაზში, უარს ვამბობთ საყვარელ ტკბილეულზე და წიწიბურისა და ბოსტნეულის ატანა აღარ გვაქვს. ამაოდ – ჭარბი კილოგრამები ჩვენზე რჩება, არ გვღალატობს. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: ყველაფერს არასწორად აკეთებთ. დროა, რაღაც შეცვალოთ.

კვერცხისა და ფორთოხლის დიეტას ცილოვან მონოდიეტასაც უწოდებენ. ის უკვე დიდი ხანია, პოპულარულია, რაც მისი შესამჩნევი შედეგების დამსახურებაა. ასეთი კვებით, 1 დღეში 1 კგ-ს იკლებთ(და ეს მინიმუმია). თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ასეთი დიეტის ხანგრძლივი დაცვა საკვები ნივთიერებების უკმარისობას გამოიწვევს, ამიტომ 2 კვირა სავსებით საკმარისია. თუ ძირითად კომპონენტებზე ალერგია გაქვთ, უარი თქვით ამ მეთოდით გახდომაზე.

კვერცხი და ფორთოხალი – უცნაური, თუმცა ძლიერი ტანდემი

რატომაა ასეთი რაციონის ძირითადი კომპონენტი კვერცხი? ეს ჩვეულებრივი საკვები 12 ვიტამინისა და ცილის წყაროა. თუ მას ათობით სხვა პროდუქტს შევადარებთ, კვერცხის კალორიულობა ძალიან დაბალია – 157 კკალ 100 გრამში. ლეციტინი, რომელიც კვერცხში დიდი რაოდენობითაა, კარგად მოქმედებს მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.

რაც შეეხება ფორთოხალს – მას ორგანიზმის აუცილებელი ვიტამინებით უზრუნველყოფა ევალება დიეტის მსვლელობისას. ცელულოზათი მდიდარი ხილი, ასევე, ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებსა და ტოქსინებს.

ამ ყველაფერთან ერთად, მსგავსი დიეტური კვების მანძილზე, მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხის მიღებაც. დიეტოლოგები 2ლ წყალს გვირჩევენ – ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი, უგაზო სასმელი ან არატკბილი მწვანე ჩაი.

კვირის მენიუ

ორშაბათი

  • ნახევარი ფორთოხალი და ორი მაგრად მოხარშული კვერცხი საუზმეზე;
  • ფორთოხალი(დანაყრებამდე) ან 150 გ ბოსტნეულისა და მწვანილის სალათი, 150 გ ქათმის მკერდი სადილზე;
  • 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი, 2 მაგრად მოხარშული კვერცხი და გრეიფრუტი ვახშამზე.
სამშაბათი

  • ნახევარი ფორთოხალი და 2 მაგრად მოხარშული კვერცხი საუზმეზე;
  • 200 გ ბოსტნეულისა და მწვანილის სალათი, 150 გ მოხარშული ქათმის ფილე სადილზე;
  • 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, გრეიფრუტი, 200 გ ბოსტნეულის სალათი, 1 გახუხული პური ვახშამზე.
ოთხშაბათი

  • ნახევარი ფორთოხალი და ორი მაგრად მოხარშული კვერცხი საუზმეზე;
  • 1 გახუხული პური, 1 პომიდორი, 50 გ უცხიმო ხაჭო(დანაყრებამდე) ან 200 გ კიტრის სალათი, 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი სადილზე;
  • 150 გ მოხარშული ქათმის ფილე, 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, გრეიფრუტი ვახშამზე.
ხუთშაბათი

  • ნახევარი ფორთოხალი, 2 მაგრად მოხარშული კვერცხი საუზმეზე;
  • ფორთოხალი დანაყრებამდე ან 200 გ უცხიმო ხაჭო, 200 გ მოხარშული ბოსტნეული სადილზე;
  • 200 გ ბოსტნეულის სალათი, 150 გ მოხარშული ქათმის ფილე, 2 მაგრად მოხარშული კვერცხი ვახშამზე;
პარასკევი

  • ნახევარი ფორთოხალი, 2 მაგრად მოხარშული კვერცხი საუზმეზე;
  • 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, ნებისმიერი მოხარშული ბოსტნეული სადილზე;
  • 150 გ მოხარშული თევზი, ფორთოხალი, 150 გ ბოსტნეულის სალათი ვახშამზე.
შაბათი

  • ნახევარი ფორთოხალი, 2 მაგრად მოხარშული კვერცხი საუზმეზე;
  • ფორთოხალი(დანაყრებამდე) ან 150 გ მოხარშული ხორცი, 3 პომიდორი სადილზე;
  • 200 გ ბოსტნეულის სალათი და 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი ვახშამზე.
კვირა

  • ნახევარი ფორთოხალი, 2 მაგრად მოხარშული კვერცხი საუზმეზე;
  • ფორთოხალი, 200 გ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი სადილზე;
  • 200 გ ბოსტნეულის სალათი და 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი ვახშამზე.

დიეტიდან გამოსვლა აუცილებელი არაა, თუმცა, სპეციალისტები მაინც გვირჩევენ, რომ პროდუქტი, რომლებიც დიეტური რაციონის სიაში არ შედიოდა, თანდათან უნდა დაიმატოთ. ორგანიზმი რომ არ დააზიანოთ და დაკარგული კგ-ები არ დაგიბრუნდეთ, მერვე დღე მსუბუქი ბოსტნეულის სუპით ან ფაფით დაიწყეთ. პირველი კვირის მანძილზე უცხიმო ხორცი მიირთვით. გახდომის შედეგები ნამდვილად შეგინარჩუნდებათ!