ბავშვის ჩასახვა და განვითარება დედის მუცელში: 9 თვე 4 წუთიან ვიდეოში

3833

ცხოვრება ნამდვილად საოცარი რამეა! და ბავშვის ჩასახვა და დაბადება ნამდვილი სასწაულია. სწორედ, ბუნებამ აირჩია ქალი იმისათვის, რომ ახალი სიცოცხლე მოავლინოს სამყაროს.

ორსულობა გრძელდება 40 კვირა ან 280 დღე, ათვლა იწყება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან. სწორედ აქედან გამოითვლება ბავშვის დაბადების სავარაუდო დრო. თუმცა, კვერცხუჯრედის სპერმით განაყოფიერება, რომელიც აუცილებელია ახალი სიცოცხლის ჩასახვისთის, ხდება ოვულაციის დღეს (ანუ 28 დღიანი ციკლის შუაში). დამატებით საჭიროა ორი დღე, რათა კვერცხუჯრედი განაყოფიერდეს. შედეგად, ქალი პირველი ორი კვირის განმავლობაში არ არის ორსულად, ტრადიციული თვალსაზრისით. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულფასოვანი ორსულობა 38 კვირა გრძელდება.

როგორ ვითარდება ემბრიონი დედის საშვილოსნოში? დღეს ვივიენი გეტყვით, თუ როგორ ყალიბდება ემბრიონი მომხიბლავ ბავშვად, რა თვისებები ახასიათებს, როგორი გულისცემა აქვს და როგორ ამოძრავებს კიდურებს.

პირველი თვე: განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ხვდება საშვილოსნოს კედელში, ყალიბდება კონცეფცია.

მეორე თვე: ემბრიონს უყალიბდება ტვინის 2 ნაოჭი და ზურგის ტვინი, იწყება გულისცემა, ნელ-ნელა უვითარდება ყურები და თავი. ემბრიონად ყოფნის პერიოდი მთავრდება.

მესამე თვე: ნორმალური ორსულობის მქონე ქალში, პლაცენტა მოთავსებულია საშვილოსნოში ან მის უკანა (უფრო ხშირად) ან წინა კედლის გასწვრივ. ის სრულად ყალიბდება ორსულობის 15-16 კვირაში, მე-20 კვირის შემდეგ, აქტიური გაცვლითი პლაზმები იქმნება. სხეული მზად არის დამოუკიდებელად ფუნქციონირებისათვის.

მეოთხე თვე: სახე უფრო ადამიანური ხდება, ბავშვი იწყებს მოძრაობას.

მეხუთე თვე: მოძრაობები უფრო აქტიურია. ფეხები სხეულის პროპორციულია, ფრჩხილის ფირფიტები კარგად განვითარებული, წარბები შესამჩნევი ხდება.

მეექვსე თვე: ბავშვის ორგანოები სრულად ჩამოყალიბებულია. სმენა ვითარდება, ხმაურზე რეაგირებს.

მეშვიდე თვე: იზრდება თმა.

მერვე თვე: როცა გღვიძავს თვალები გახელილი აქვს. ბავშვი იცვლის პოზებს, გირტყამთ ენერგიულად.

მეცხრე თვე: ლანუგო (ღინღლი) თითქმის მთლიანად ქრება, ფეხის ფრჩხილები მთლიანად ყალიბდება. ბავშვი მტკიცედ ეკვრება საშვილოსნოს ზედა ნაწილს და თავსდება თავით წინ მდებარეობით.

ასე რომ, ორსულობის ბოლოს ბავშვს ყველა ორგანო, სისტემა, საკმარისი წონა და სიგრძე ჩამოყალიბებული აქვს.

ბავშვი მზადაა გამოვიდეს და შეხვდეს მსოფლიოს!