დეტალური ინსტრუქცია გამოცდილი პარამედიკოსისგან: როგორ გადავირჩინოთ თავი თუ საკვები გადაგვცდა.

0
291

ადამიანებს ყელში სხვადასხვა ობიექტები იმაზე უფრო ხშირად ეჩხირებათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ: საკვები, ძვალი, წვრილი საგანი და მონეტები ბავშვებში… დახრჩობა სიკვდილის მეოთხე ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც შემთხვევით დაზიანებასთან არის დაკავშირებული.

რა უნდა გააკეთოთ, თუ იხრჩობით, გვერდით კი არავინაა, ამ დროს ვინ დაგეხმარებათ? ცხოვრებისთვის საშიში სიტუაციის წინაშე ადამიანები პანიკაში ვარდებიან და გააზრებულად მოქმედების უნარს კარგავენ.

ამის შესახებ არა მხოლოდ მოსმენით იცის მეხანძრე და პარამედიკოსმა ჯეფ რეჰმანა: „წლების განმავლობაში შევამჩნიე, რომ არ არსებობს რეალურად ეფექტური საშუალება იმ ადამიანის გადასარჩენად, ვინც იხრჩობა და გვერდით არავინ ჰყავს“.

კრიტიკულ სიტუაციაში მოფიქრების დრო არაა, მოქმედება ძალიან მარტივი და სწრაფი უნდა იყოს, ამასთან მაქსიმალურად ეფექტური. სწორედ ასეთი თვისებები აქვს ჯეფის მიერ შემოთავაზებულ მეთოდს.

რამდენიმე მოქმედებისგან შემდგარი მისაღები კომბინაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დახრჩობა თავიდან ეფექტურად აიცილოთ, ყველამ უნდა იცოდეს, რადგან ერთხელ სიცოცხლის გადარჩენაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

გადაარჩინე საკუთარი თავი თავად

თვითდახმარების ტექნიკის იდეა რეჰმანს სპორტულ დარბაზში ვარჯიშის დროს მოუვიდა, როცა ბოქსის ინსტრუქტორმა მას მუცლის კუნთების გასაძლიერებელი ეფექტური ვარჯიშები აჩვენა.

მეხანძრემ ყურადღება მიაქცია სპეციფიკურ გვერდით ეფექტს – ფილტვებიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის გათავისუფლებულ ჰაერს. სწორედ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როცა ადამიანი იხრჩობა.

დახრჩობის დროს საკუთარი თავის დასახმარებლად შემდეგი მოქმედებები უნდა შეასრულოთ.

  1. პირველ რიგში, ეცადეთ საკუთარი თავი ხელში აიყვანოთ.

2. მუხლებზე დადექით და ორივე ხელებით იატაკს მყარად დაეყრდენით, როგორც აზიდვების ვარჯიშის დროს.

3. ხელები გაშალეთ და პირდაპირ მკერდით მკვეთრად იატაკისკენ დაეშვით.

4. დარტყმა ფილტვებიდან ჰაერის გამოთავისუფლებას ხელს შეუწყობს, მასთან ერთად ყელში გადაცდენილი საკვებიც გამოვა.

მეხანძრემ ეს ინსტრუქცია ვიდეოზე ჩაწერა. ინტერნეტ სივრცეში კომენტარების მიხედვით, მან უკვე არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი