გაიკეთეს მუხლის კომპრესი და მთელი ღამე დაიტოვეთ, დილით კი ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავთ.

4350

მუხლის სახსარი ჩვენს ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თუმცა ამოვდროლად დაუცველი სახსარია. ყოველდღიურად ჩვენი მუხლები წარმოუდგენლად დიდი დატვირთვას განიცდის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჭარბი წონა გაწუხებთ, არასწორად იკვებებით და ხშირად იღებთ ტრამვებს, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ აუტანელ ტკივილებს განიცდიდეთ. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ასაკის მატებასთან ერთად ყოველი მეორე ადამიანი ჩვენს პლანეტაზე მუხლების ტკივილისგან იტანჯება.

პირველივე საგანგაშო სიმპტომების დროს აუცილებელია დაუყონებლივ ექიმთან ვიზიტი და სახსრების მკურნალობა. მუხლებში განცდილი აუტანელი ტკივილების მიზეზი შეიძლება იყოს ტრამვა, ართრიტი, ართროზი, რევმატიზმი და ა.შ. სწორედ ამიტომ, თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა.

ვივიენი გიზიარებთ რამდენიმე ძალიან ეფექტურ ხალხურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ მუხლების სახსრებბის ტკივილისა და ანთების მოხსნაში, თუმცა ყოველივე ეს დროებითია და პრობლემის სამუდამოდ გადასაჭრელად აუცილებელია კომპლექსური მკურნალობა. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, რადგან ამ პრობლემამ მოგვიანებით შეიძლება უფრო მასშტაბური და რთული ფორმები შეიძინოს.

სახსრების მკურნალობა ხალხური მეთოდით

  • გარეცხეთ კომბოსტოს ფოთოლი, გააშრეთ და დაიფინეთ დაზიანებულ მუხლზე. გადაიხვიეთ დოლბანდით და დაიტოვეთ მთელი ღამით.
  • გაალღვეთ მაჩვის ქონი (იყიდება აფთიაქებში) წყლის აბაზანაზე და შეურიეთ თანაბარი რაოდენობით თაფლთან. მიღებული ნარევი შეიზილეთ დაზიანებულ მუხლზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე.
  • მოათავსეთ ბლენდერში თანაბარი რაოდენობით წვრილად დაჭრილი ბოლოკი და თაფლი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული საშუალება შეიზილეთ პრობლემურ მუხლზე და გადაიხვიეთ პირსახოცი. შეგიძლიათ მოიხსნათ ეს კომპრესი რამდენიმე საათში ან დაიტოვოთ მთელი ღამით. სახსრების ჯანმრთელობისთვის რეკომენდირებულია ამ საშუალების შინაგანი მიღებაც.

დაიმახსოვრეთ, რომ მუხლების სახსრების დაავადება სერიოზული პრობლემაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს: დიეტა, ანთებითი პროცესის ჩახშობა, სამკურნალო ფიზკულტურა და ა.შ. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, თუ არ გსურთ პრობლემის კიდევ უფრო გართულება!

გისურვებთ ჯანმრთელობას!