მტვრევადი ფრჩხილები: მიზეზები და პრობლემის სამუდამო გადაწვეტა

2616

თქვენი ზოგადი ჯანმრთელობა ყოველთვის აისახება ფრჩხილებისა და თმების მდგომარეობაზე. თუკი თქვენ არ ზრუნავთ საკუთარ ორგანიზმზე და არ აქცევთ ყურადღებას თქვენი კვების რაციონს, თმები და ფრჩხილები აუცილებლად სუსტი და მტვრევადი გექნებათ.

ფრჩხილის პლასტინის ფუძეს ცილა წარმოადგენს. კერატინი – აუცილებელი ნივთიერება ფრჩხილების ნორმალური წარმოქმნისა და ზრდისათვის. გარდა ამისა, ჯანმრთელი ფრჩხილებისთვის აუცილებელია A, B და C ვიტამინები, მინერალები და გოგირდის შემცველი ამინომჟავები, რომლებსაც მცენარეული ცხიმები შეიცავს. ვივიენი გთავაზობთ ძირფესვიანად განვიხილოთ, თუ ფრჩილების რა სახის პრობლემას შეიძლება შეხვდეთ, რა არის მათი გამომწვევი მიზეზი და როგორ გადავჭრათ ეს პრობლემები.

ფრჩხილებთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები

  • ბოს ხაზები (იგივე ბო-რეილის ხაზები): ფრჩხილებზე ეს მცირე ჩაღრმავებები თავს, როგორც წესი, ავადმყოფობის შემდეგ იჩენს, რადგან ამ დროს ჩვენი ორგანიზმი და იმუნური სისტემა დასუსტებულია.
  • სუსტი და მტვრევადი ფრჩხილები: როდესაც ფრჩხილები მარტივად გტყდებათ, ეს, როგორც წესი, რაიმე დაავადებასთან არის კავშირში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში საქმე შეიძლება უბრალოდ სიბერეს ეხებოდეს.
  • ზოგჯერ, როდესაც თქვენი ხელები მუდმივად იმყოფებიან ნესტის ზემოქმედების ქვეშ ან თქვენ ძალიან ხართ გატაცებული ლაქებით, ფრჩხილები სუსტი და მტვრევადი ხდება.
  • სოკოვანი ინფექციები: ამ დროს ფრჩხილი იცვლის თავის ფორმას, ფერს და სტრუქტურას.
  • ბაქტერიული ინფექციებს შეუძლია გამოიწვიოს ტკივილი ფრჩხილების ირგვლივ ან მათ ქვეშ. ეს საკმაოდ უსიამოვნო დაავადება, რომელმაც ფრჩხილის დაკარგვაც კი შეიძლება გამოიწვიოს.
  • ფრჩხილის ფერის შეცვლა შესაძლოა არა მხოლოდ სოკოვანი დაავადებით იყოს გამოწვეული, არამედ გულის ან ღვიძლის პრობლემითაც.
  • ფრჩხილების მტვრევადობის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის გაუმართავი ფუნქციონირებაც იყოს.
  • თეთრი ლაქები ფრჩხილებზე (ასევე ცნობილია როგორც ლეიკომიხია): არსებობს მრავალი მითი თითებზე არსებულ თეთრ ლაქებთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, ეს ლაქები განპირობებულია კალციუმის უკმარისობის გამო, რაც დამტკიცებული არ არის! პირველ რიგში, თეთრი ლაქების წარმოქმნა ფრჩხილზე უკავშირდება მის მცირე დაზიანებებს, რომლის მიზეზიც ადრეული ანთებითი პროცესები ან ფრჩხილის ფესვში მიღებული ტრამვა შეიძლება იყოს. ეს ლაქა სრულიად უსაფრთხოა.

როგორ გავიძლიეროთ ფრჩხილები: სწორი კვება

აუცილებელი ვიტამინები

  • B ვიტამინი: ის დევს არა მხოლოდ ჯანმრთელი ფრჩხილების არამედ თმების საფუძველშიც კი. ამ ვიტამინით მდიდარია ლუდის საფუარი და ხორბლის მარცვალი. ამასთანავე თქვენ შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან და შეიძინოთ აფთიაქებში B-ვიტამინის აბებბი, ის ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებისათვისაც.
  • А ვიტამინი: ბეტა-კაროტინის წყალობით, თქვენ მარტივად შეძლებთ ამ ვიტამინის შემცველი ხილისა და ბოსტნეულის ამოცნობას მათი წითელი, ყვითელი ან ნარინჯისფერი შეფერილობის გამო.

აუცილებელი მინერალები

  • ჩართეთ თქვენს რაციონში მარცვლოვანი კულტურები – ამ შემთხვევაში თქვენ ერთდოულად რამოდენიმე კურდღელს დაიჭერთ. მარცვლეული მდიდარია რკინით, კალციუმით და იოდით. ნუში, კაკალი და თხილი – პროდუქტები, რომელთაც ასევე სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენი ფრჩხილების მდგომარეობაზე.
  • კარტოფილი და ბადრიჯანი მდიდარია თუთიით, რომელიც შეუცვლელია კოლაგენის გამომუშავების თვალსაზრისით და ფრჩხილის ზრდისთვის. არ დაივიწყოთ მათი ჩართვა თქვენს რაციონში.

ნატურალური საშუალებები ფრჩხილების გასაძლიერებლად

ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი

გაიკეთეთ ფრჩხილების მასაჟი ამ მარტივი საშუალებით: აურიეთ ერთმანეთში ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი და რამოდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, ჩაალბეთ ამ ხსნარში ბამბა და წაისვით ის ფრჩხილებზე, მინიმუმ ორჯერ კვირაში. ეს საშუალება დაგეხმარებათ სუსტი ფრჩხილების გამოჯანმრთელებაში.

ზღვის მარილი

შეურიეთ ორი კოვზი ზღვის მარილი ორ წვეთ ლიმონის წვენს, დაუმატეთ ერთი კოვზი ხორბლის მარცვალი (ეს არის იდეალური საშუალება ჯანმრთელი ფრჩხილების მოპოვებისთვის). გახსენით მიღებული მასა მცირე რაოდენობით წყალში და ჩაალბეთ თითები მიღებულ სითხეში 10-15 წუთით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ. სულ მალე თქვენ შეამჩნევთ, თუ როგორ გაძლიერდება თქვენი ფრჩხილები.

ლუდი და ვაშლის ძმარი

ეს ძალიან ეფექტური საშუალებაა, რომელიც ფრჩხილების მტვრევის პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. შეათბეთ მეოთხედი ჭიქა ზეითუნის ზეთი, შეურიეთ იგივე რაოდენობით ვაშლის ძმარი და ნახევარი ჭიქა ლუდი. ყველა ეს ინგრედიენტი ჯანმრთელი ფრჩხილის საფუძველია. როგორც კი ნაზავი მზად იქნება, ჩაალაგეთ მასში თითები 15 წუთით, იმისთვის, რომ ფრჩხილებმა ყველა საჭირო ელემენტის ათვისება მოახერხოს. ეს ძალიან მარტივია!

აირჩიეთ ის საშუალება რომელიც ყველაზე მარტივი გეჩვენებათ ან უბრალოდ ყველაზე მეტად მოგწონთ. მთავარია ის რეგულარულად გმაოიყენოთ – როგორც მინიმუმ, კვირაში ორჯერ, საღამოობით. თუ თქვენ ამ რეცეპტებს სწორ კვებასაც დაუმატებთ, უარს იტყვით მავნე ჩვევებზე და გადაეჩვევით ფრჩხილების კვნეტას, სულ მალე თქვენი ფრჩხილები ძლიერი და ლამაზი გახდება.